,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №9 |
|
2022 წლის 14 მარტი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ პუნქტი:
„41. სამინისტრო შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო სისტემის მართვა; საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა; გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების ხელშეწყობა; ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების, ფოსტის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის და სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა;“;
გ) მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) ვაჭრობის, ტრანსპორტის, წარმოებისა და მომსახურების სფეროებში ეფექტური ღონისძიებების გატარებაში ხელშეწყობა და კოორდინაცია;“;
დ) მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარების უზრუნველსაყოფად ჰუმანიტარული ტვირთის (საკვები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საგნები და სხვა) ტრანსპორტირების ხელშეწყობა;“;
ე) მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3 . მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს სისტემას შეადგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფი) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომში – სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტები).“;
4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეკონომიკური დეპარტამენტი:
ა) დარგობრივ საკითხთა სამმართველო;
ბ) საინვესტიციო და ბიზნესის ხელშეწყობის სამმართველო;
გ) ეკონომიკური ანალიზის სამმართველო;
დ) სტატისტიკის სამმართველო.“.
5. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სსიპ – ეკონომიკური პროგრამების სააგენტო;“.
7. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ – თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს. დასანიშნად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრის მოადგილეების, ხოლო მთავრობას – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის კანდიდატურებს;
ე) ითანხმებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხას;
ვ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და სტრუქტურას, ხოლო სამინისტროს დებულებასა და სტრუქტურას, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებასა და სტრუქტურას დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობას;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
თ) მონაწილეობას იღებს მთავრობის სხდომების მუშაობაში;“.
8. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ეკონომიკური დეპარტამენტი
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეკონომიკური პროცესების ანალიზი, ეკონომიკაში არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში, სათანადო წინადადებების მომზადება;
ბ) სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამაში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების და ასევე აფხაზეთში მცხოვრებ პირთა ჩართულობის ხელშეწყობა;
გ) ბიზნესის ხელშეწყობისა და ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, ფორუმებში, სემინარებსა და სხვა ამ სახის ღონისძიებებში ჩართულობა და დევნილ მეწარმეთა მონაწილეობის ხელშეწყობა;
დ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შემდგომში სხვადასხვა ბიზნესპროექტების განხორციელებაში და საგრანტო დაფინანსების მოპოვებაში ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად;
ე) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ინიცირებულ ბიზნესწინადადებებისა და პროექტების შემუშავებაში საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა და პოტენციური ინვესტორების მოძიებაში ხელშეწყობა;
ვ) ეკონომიკის დარგში დასაქმებული სუბიექტების საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებისათვის ხელშეწყობა;
ზ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, განზოგადება;
თ) მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების, სახელმწიფო ქონების მართვის მიმართულებებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;
ი) აფხაზეთის ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა და წარმართვის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;
კ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი;
ლ) ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში/დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ინიცირება და მხარდაჭერა. შემუშავებული პროექტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო და არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
მ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული დარგების – სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, გარემოს დაცვის, სატყეო ფონდის და სხვა დარგის – განვითარების მიზნით, წინადადებების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნულ დარგებში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი და ტყის ფონდის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და რეაგირება არსებული მექანიზმების გამოყენებით;
ო) ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებში მონაწილეობა.“.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-4, მე-5, მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.
|