„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №132 |
|
2022 წლის 15 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების (გარდა სახელმწიფო ქონების პირობების გარეშე განკარგვასთან ან პირობების გარეშე სარგებლობაში გადაცემასა და სახელმწიფო ქონების რეგისტრაციასთან/სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა, ასევე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მომზადებული, სააგენტოს მიერ გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა) სამართლებრივი ექსპერტიზა;“.
2. მე-11 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) საინფორმაციო და მომსახურების ხარისხის მართვის სამსახური;
ბ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
გ) მონაცემთა ბაზების სრულყოფისა და ანალიზის სამსახური;
დ) ტექნოლოგიური განვითარების სამსახური;
ე) მომხმარებელთა მომსახურების სამსახური.
2. საინფორმაციო და მომსახურების ხარისხის მართვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) მომსახურების სფეროში საერთაშორისო დონეზე აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და სააგენტოს მომსახურების სტანდარტის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;
ბ) სააგენტოს საქმიანობის სფეროში კონსულტაციებისა და მომსახურების სისტემის შექმნის, ცალკეული მომსახურებების სრულყოფისა და ახალი მომსახურებების დანერგვის, ასევე სააგენტოს მომსახურების სისტემაში სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების შექმნისა და სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება;
გ) დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობა, ელექტრონული აუქციონების ვებგვერდის − www.eauction.ge-ის საშუალებით;
დ) სააგენტოს მომხმარებელთა (მათ შორის, ელექტრონული აუქციონების ვებგვერდის − www.eauction.ge-ის მომხმარებელთა) მომსახურების სფეროში არსებული პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიკაცია და მათი აღმოფხვრის სტრატეგიის შემუშავება;
ე) სააგენტოს მომხმარებელთა (მათ შორის, ელექტრონული აუქციონების ვებგვერდის − www.eauction.ge-ის მომხმარებელთა) არსებული და პოტენციური მოთხოვნილებებისა და მოლოდინის ანალიზი და, მათი დაკმაყოფილების მიზნით, ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებების ინიციირება და განხორციელება;
ვ) თანამშრომელთათვის მომხმარებელთა მომსახურების სახელმძღვანელო სტანდარტების შემუშავება;
ზ) სააგენტოს სტრატეგიული განვითარების პროგრამისა და მისი განხორციელების გეგმის შემუშავება;
თ) სააგენტოს ცხელი ხაზის, მომხმარებელთა და ონლაინკონსულტაციის სერვისის (მათ შორის, სოციალური ქსელის) შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის ან/და მათგან ინფორმაციის მიღება;
ი) სამსახურის საქმიანობის პერიოდული ანალიზი, ანგარიშების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობის დავალების ან შესაბამისი ქვედანაყოფის მიმართვის საფუძველზე, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის მიწოდება;
კ) ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება;
ლ) სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული წილების/აქციების მიღება და მასზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“.
4. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ბ) როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების/აქციების, უძრავი ქონებისა და მოძრავი ქონების (თუკი მისი საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება უძრავ ქონებასთან ერთად) საპრივატიზებო პირობას წარმოადგენს მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა და საპრივატიზებო საფასური ნაკლებია ქონების საბაზრო ღირებულებაზე, ხოლო საბაზრო ღირებულების შეფასების განუხორციელებლობის შემთხვევაში – სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლამდე არსებულ საბალანსო ღირებულებაზე;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.03.2022.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.03.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №132. სარეგისტრაციო კოდი — 010240010.10.003.023342.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №132, 15.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.023342 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5409148/