საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტოს „მთაწმინდა” წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.07.2002
ძალის დაკარგვა 13.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №74
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.109.005.426
გამოქვეყნების წყარო სსმ, 75, 24/07/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 13.09.2017
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 22.07.2025
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტოს „მთაწმინდა” წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:SPAcademi;}
@font-face {font-family:GeoDumba;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 56.7pt 56.7pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო საქართველოს სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.109.005.426
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №74
2002 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტოს „მთაწმინდა” წესდების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივლისის №337 ბრძანებულების მე-7 მუხლის განხორციელების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასტუმროს „მთაწმინდა” წესდება.
2. დაევალოს გენერალურ სამდივნოს კანონმდებლობის თანახმად, უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში.
3. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ი. მენაღარიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტოს „მთაწმინდა” წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტოს „მთაწმინდა” (შემდგომში - სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სააგენტო შექმნილია საჯარო მიზნების განსახორციელებლად, გარკვეული სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით, რომელიც ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობებისა და სტუმრების მომსახურებას.
3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტო ფლობს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელ ყველა იმ უფლება-მოვალეობას, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით.
4. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანებლობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და ამ წესდებით.
5. სააგენტოს აქვს ემბლემა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ასევე ანგარიშები ხაზინაში.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია:საქართველო, ქ. თბილისი, შიო ჩიტაძის ქ. №6.
7. სააგენტოს საქმიანობის ვადა განუსაზღვრელია.
მუხლი 2🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები
1. სააგენტოს ქონებას წარმოადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, რომლებიც აისახება მის ბალანსში.
2. სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მიზნობრივი სახსრები;
ბ) საქველმოქმედო შენატანები;
გ) საქართველოს და უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრები;
დ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები;
ე) გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნული სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 3🔗. სააგენტოს ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. სააგენტოს ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტუმრების სასტუმროთი მომსახურება.
2. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების მომსახურება;
ბ) სტუმართა მაღალკვალიფიციურ დონეზე მომსახურება;
გ) სტუმართა კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დონის გაუმჯობესება მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სააგენტოს მართვის ორგანოები და მათი კომპეტენცია
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ამ წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად.
2. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
3. სააგენტოს დირექტორი:
ა) ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას სააგენტოს მიმდინარე საქმიანობაზე;
ბ) ვალდებულია სააგენტოს საქმეები წარმართოს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი აქტებისა და ამ წესდების შესაბამისად;
გ) საქართველოს ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, განკარგავს სააგენტოს მატერიალურ და ფულად სახსრებს;
დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით სააგენტოს სახელით დებს ხელშეკრულებებს;
ე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული საშტატო განრიგის შესაბამისად სამუშაოზე იღებს და ანთავისუფლებს მოსამსახურეებს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც წარმოადგენენ ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს და გამოიცემიან ერთჯერადი ხასიათის მოქმედებების შესასრულებლად;
ზ) ანაწილებს ფუნქციებს და დავალებებს თანამშრომლებს შორის.
4. დირექტორი ვალდებულია გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ყოველკვარტალურად წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
5. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა სააგენტოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
6. სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს დირექტორი.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
3. კონტროლისა და ზედამხედველობის განსახორციელებლად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს მოითხოვოს საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილებები.
მუხლი 6🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სააგენტოს უფლება აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგის და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. სააგენტო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 9🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.