„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№ნ-2
სარეგისტრაციო კოდი
260030000.64.076.016106
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-2

2022 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი

 

 

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/07/2017, 260030000.64.076.016017) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველის მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული  „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის“:

1.  მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იმ აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიმართ, რომელთაც მინიჭებული აქვთ სტატუსი „კატეგორიის გარეშე”, სამსახური უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, მონიტორინგის  განხორციელება დაიწყოს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების (მათ შორის, ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3-ის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე) ან/და სამსახურისათვის წარდგენილი წერილის ან/და საჩივრის ან/და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას. სამსახური რისკების მართვისათვის იყენებს შესაბამის მეთოდოლოგიას და პროგრამულ უზრუნველყოფას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახური უფლებამოსილია, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის  მომდევნო მონიტორინგის ვადის დადგომამდე, განახორციელოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის თემატური მონიტორინგი.“.

2.  მე-7 მუხლის:

ა) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

„52. ის აუდიტორული ფირმა, რომელსაც ბოლო მონიტორინგის შედეგებით მიენიჭა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება და სურს ვადამდე (განმეორებითი) მონიტორინგი თავისუფლდება დიაგნოსტიკური ანგარიშის და ქსელის  ფარგლებში ხარისხის კონტროლის სისტემის მიმოხილვის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ის აუდიტორული ფირმა/საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორი, რომელსაც გავლილი აქვს მონიტორინგი, უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორული ფირმის თითოეულ გარიგების პარტნიორს/საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელ აუდიტორს მონიტორინგის დასრულების შემდეგ დაწყებული და დასრულებული აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება.“.

3.  მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახური განცხადებას განიხილავს და განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მე-7 მუხლის პირველი და მე-20 მუხლის 53 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადებში.“.

4. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. თემატური მონიტორინგის შედეგები (მინიჭებული უფლებამოსილება, მომსახურების შეზღუდვა და პასუხისმგებლობის სახე, ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯაროა. აღნიშნული შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში.“.

5. მე-17 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონიტორინგის გეგმაში აუდიტორისა და აუდიტორული ფირმის თითოეულ გარიგების პარტნიორთან მიმართებაში შეტანილი უნდა იქნეს მინიმუმ 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება,  ხოლო  აუდიტორულ ფირმასთან მიმართებაში არანაკლებ 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება.“;

ბ) 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი:

„33. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ, რომელსაც კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში არ აქვს დასრულებული სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, მონიტორინგი ვერ განხორციელდება  (შეწყდება საწყის ეტაპზე), ხოლო აუდიტორი/აუდიტორული ფირმა რეესტრში აისახება როგორც „კატეგორიის გარეშე”, მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე არსებული პერიოდით. ამ პუნქტით განსაზღვრული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაწეული სხვა აუდიტორული მომსახურების არსებობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების  ფარგლებში განახორციელოს თემატური  მონიტორინგი.“;

გ) 33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 პუნქტი:

„34. ამ მუხლის 33 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელსაც მინიჭებული აქვს სტატუსი „კატეგორიის გარეშე“, უფლებამოსილია მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე ფინანსური ანგარიშგების აუდიტის  მომსახურება გაუწიოს პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის სუბიექტებს.“.

6. მე-20 მუხლის:

ა) 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„52. აუდიტორული ფირმა, რომელსაც მიენიჭა სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება, მაგრამ მომდევნო, სავალდებულო წესით მონიტორინგის განხორციელებამდე არ ჩაუტარებია  სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, მონიტორინგი ვერ განხორციელდება (შეწყდება საწყის ეტაპზე), აუდიტორული ფირმა მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე უფლებამოსილია გააგრძელოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების განხორციელება პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე კატეგორიის სუბიექტებისთვის, ხოლო სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება უწყდება და აუდიტორული ფირმა რეესტრში აისახება როგორც „კატეგორიის გარეშე“. თუ აუდიტორულ ფირმას სურს ჩაატაროს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ვალდებულია აუდიტორული მომსახურების განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე მიმართოს სამსახურს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით.“;

ბ) 53 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  54  პუნქტი:

„54. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ, რომელსაც მიენიჭა სუბიექტებისათვის (გარდა სდპ-ისა) აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება და მომდევნო, სავალდებულო წესით მონიტორინგის განხორციელებამდე არ ჩაუტარებია  სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, მონიტორინგი ვერ განხორციელდება (შეწყდება საწყის ეტაპზე), აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უნარჩუნდება ბოლო მონიტორინგის შედეგებით მინიჭებული უფლებამოსილება/შეზღუდვა მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე, ხოლო რეესტრში აისახება როგორც „კატეგორიის გარეშე“.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიდავით მჭედლიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.03.2022.
როდის იქნა მიღებული „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.03.2022. მიმღები ორგანო — ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №ნ-2. სარეგისტრაციო კოდი — 260030000.64.076.016106.
რამდენი მუხლისგან შედგება „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.03.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №ნ-2, 16.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016106 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5409428/