„ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2022 წლის 16 მარტი ქ. ვანი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამის“ (დანართი №1) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თუ ახალშობილის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 1-დან 120 000-მდეა, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დახმარების ოდენობა გაიზრდება 20 (ოცი) %-ით.“
2. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის“ (დანართი №2) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა:
სავალდებულოა ოჯახის არასრულწლოვანი შვილები, დახმარების მოთხოვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში (ახალშობილის შემთხვევაში, დაბადებიდან დახმარების მოთხოვნამდე), უწყვეტად იყვნენ რეგისტრირებულნი და ფაქტიურად ცხოვრობდნენ ვანის მუნიციპალიტეტში.“
3. დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა:
სავალდებულოა ბენეფიციარი დაფინანსების მოთხოვნამდე ბოლო 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში და პროგრამით სარგებლობის მთელი პერიოდის მანძილზე უწყვეტად იყოს რეგისტრირებული და ფაქტიურად ცხოვრობდეს ვანის მუნიციპალიტეტში.“
4. დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულებმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100, საბანკო რეკვიზიტი და ცნობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლიდან, ბოლო 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში ვანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად ცხოვრების შესახებ.“
5. დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ) მე-5 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დაავადებული ბავშვის მშობელმა (მეურვემ) უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, ბენეფიციარის პირადობის ან დაბადების მოწმობა, ცნობა ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100, საბანკო რეკვიზიტი და ცნობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლიდან, ბოლო 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში ბენეფიციარის ვანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად ცხოვრების შესახებ.“
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.03.2022.
- როდის იქნა მიღებული „ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 16.03.2022. მიმღები ორგანო — ვანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.121.016454.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.03.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №11, 16.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016454 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5409795/