სერტიფიკაციაში სახელმძღვანელო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №217
სარეგისტრაციო კოდი 300.160.000.12.216.005.4411
გამოქვეყნების წყარო სსმ, 80, 08/08/2002
matsne.gov.ge 1,259 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სერტიფიკაციაში სახელმძღვანელო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 52.05pt 28.35pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.000.12.216.005.441 საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (საქსტანდარტი) თავმჯდომარის ბრძანება  №217 2002 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი სერთიფიკაციაში სახელმძღვანელო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე –7 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სახელმძღვანელო დოკუმენტი სერთიფიკაციაში სდ 20473172 – 031 : 2002 „სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. შესაბამისობის შესახებ დეკლარაციის მიღებისა და რეგისტრაციის წესი.“ 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბ. შოშიტაიშვილი სახელმძღვანელო დოკუმენტი სერთიფიკაციაში სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა                                                      სდ 20473172 – 031 : 2002 შესაბამისობის შესახებ დეკლარაციის მიღებისა და რეგისტრაციის წესი წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტი ადგენს შესაბამისობის შესახებ დეკლარაციის (შემდგომ დეკლარაცია) მიღებისა და რეგისტრაციის წესს. 1. ძირითადი დებულებები 1.1. დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მომწოდებლის (დამამზადებლის, გამყიდველის, შემსრულებლის) მიერ კონკრეტული სტანდარტის ან სხვა ნორმატიული დოკუმენტის მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დეკლარირების ფაქტს. 1.2. დეკლარაცია მიიღება იმ პროდუქციის მიმართ, რომელიც შეტანილია დადგენილი წესით დამტკიცებული დეკლარაციას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხაში. 1.3. დეკლარაციის გამოყენება შეუძლიათ საქართველოს მომწოდებლებს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ ორგანიზაციებს. რომლებიც წარმოადგენენ შესაბამისი საზღვარგარეთის მომწოდებლების ინტერესებს. 1.4. მომწოდებლებს უფლება ეძლევა აირჩიოს პროდუქციის შესაბამისობის დადასტურების ხერხი, კერძოდ, ჩაატაროს პროდუქციის სერტიფიკაცია აკრედიტებულ სერტიფიკაციის ორგანოში ან გამოიყენოს დეკლარაცია. 1.5. პროდუქციის ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასტურს წარმოადგენს შესაბამისობის სერტიფიკატი ან დეკლარაცია, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში. 1.6. დადგენილი წესით მიღებულ დეკლარაციას აქვს შესაბამისობის სერტიფიკატის თანაბარი იურიდიული ძალა. 2. დეკლარაციის მიღება 2.1. მომწოდებელი დეკლარაციას მიიღებს დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. 2.2. მომწოდებლისათვის დეკლარაციის მიღების საფუძვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი დოკუმენტები: - მომწოდებლის და/ან დადგენილი წესით აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიების მიერ ჩატარებული პროდუქციის გამოცდების ოქმები, რომლებითაც დასტურდება პროდუქციის შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან; - შესაბამისობის სერტიფიკატები ან გამოცდების ოქმები ნედლეულზე, მასალებზე, მაკომპლექტებელ ნაკეთობებზე; - მოცემული პროდუქციისათვის საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები (ჰიგიენური დასკვნები, ვეტერინარული მოწმობები, სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატები და სხვა); - სერტიფიკატები ხარისხის სისტემებზე ან წარმოებაზე; - სხვა დოკუმენტები, როლებიც პირდაპირ ან ირიბად ადასტურებს პროდუქციის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. 2.3. დეკლარაცია შეიძლება მიღებულ იქნეს კონკრეტული პროდუქციის ან ერთგვაროვანი პროდუქციის ჯგუფის მიმართ. რომელზეც დადგენილია დადასტურებას დაქვემდებარებული ერთიანი მოთხოვნები. 2.4. მომწოდებელს შეუძლია მიიღოს დეკლარაცია გამოსაშვები პროდუქციის როგორც სერიულ წარმოებაზე, ისე პარტიაზე, ხოლო გამყიდველს – მხოლოდ კონკრეტულ პარტიაზე ან ერთეულ პროდუქციაზე, რომელიც მას გააჩნია. 2.5. დეკლარაცია მიიღება ვადით, რომელსაც ადგენს პროდუქციის მომწოდებელი მოცემული პროდუქციის გამოშვების დადგენილი ვადის ან პროდუქციის პარტიის რეალიზაციის ვადის გათვალისწინებით. 2.6. დეკლარაცია ფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით, რომლის ფორმა მოცემულია დანართში ა. 3.დეკლარაციის რეგისტრაცია 3.1. მომწოდებლის მიერ მიღებულ დეკლარაციის რეგისტრაციას ახორციელებს დადგენილი წესით აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები, რომელთა აკრედიტაციის სფერო მოიცავს დეკლარაციით დასადასტურებელი პროდუქციის ნუსხაში შემავალი პროდუქციის მოცემულ სახეებს. 3.2. იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარაციით დასადასტურებელი პროდუქციის ნუსხაში შემავალ პროდუქციაზე არ არსებობს დადენილი წესით აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები, მაშინ მომწოდებლის მიერ მიღებული დეკლარაციის რეგისტრაციას ახორციელებს საქსტანდარტი, როგორც სერტიფიკაციის ეროვნული ორგანო. 3.3. სერტიფიკაციის ორგანოებში რეგისტრირებული დეკლარაცია იძენს იურიდიულ ძალას სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სახელმწიფო რეესტრში სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების შემდეგ. 3.4. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დეკლარაციას თან უნდა ახლდეს 2.2. პუნქტში მითითებული დოკუმენტები დედნების სახით. 3.5. სერტიფიკაციის ორგანო, რომელიც ახორციელებს დეკლარაციის რეგისტრაციის სამუშაოებს ვალდებულია სამი დღის ვადაში დაადგინოს: - პროდუქციის მოცემული სახეობის არსებობა დეკლარაციით დადასტურებული პროდუქციის ნუსხაში; - მომწოდებლის უფლებამოსილება მიიღოს დეკლარაცია; - მოცემული პროდუქციის შესაბამისობის დასადასტურებლად ნორმატიულ დოკუმენტებზე მითითებების სისრულე და სისწორე; - მოცემული პროდუქციისათვის საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების დედნები; დეკლარაციის შევსების სისწორე. 3.6. შემოწმების შედეგების მიხედვით სერტიფიკაციის ორგანო ახორციელებს დეკლარაციის რეგისტრაციას ან მომწოდებელს აწვდის ინფორმაციას დადგენილ მოთხოვნებთან გამოვლენილი შეუსაბამობების თავიდან აცილების საჭიროების შესახებ. 3.7. რეგისტრაცია ხორციელდება დეკლარაციისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების გზით, რომელიც შეიცავს სერტიფიკაციის ორგანოს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სახელმწიფო რეესტრის ნომერს, ასოითი აღნიშვნა ”დ“ (დეკლარაცია) და სერტიფიკაციის ორგანოს მიერ წარმოებულ ჟურნალებში დეკლარაციის გატარების რიგით ნომერს. ჟურნალში ჩაიწერება დეკლარაციის მიმღები მომწოდებლის გვარი, ინიციალი, მათი საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერი და პროდუქციის სახეობა, რომლის შესაბამისობა დასტურდება დეკლარაციით, მოქმედების ვადა. 3.8. დეკლარაციაში სერტიფიკაციის ორგანო მიუთითებს მონაცემებს მისი რეგისტრაციის თაობაზე (სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება და მისამართი, ბეჭედი და მისი ხელმძღვანელის ხელმოწერა). 3.9. რეგისტრირებული დეკლარაცია დოკუმენტებთან ერთად, რომელთა საფუძველზეც ის იქნა მიღებული, ინახება მომწოდებელთან არანაკლებ ხუთი წლისა მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. იგივე ვადის განმავლობაში სერტიფიკაციის ორგანოში ინახება რეგისტრირებული დეკლარაციის და მისი თანმხლები დოკუმენტების ასლები. 3.10. რეგისტრირებული დეკლარაცია წარმოადგენს მომწოდებლის მიერ პროდუქციის შესაბამისობის ნიშნით ნიშანდების საფუძველს, რომელიც ხორციელდება დადგენილი წესით. 3.11. დეკლარაციაში მითითებული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების ცვლილებებისას, აგრეთვე მომწოდებლის რეორგანიზაციისას, ის ვალდებულია გააფორმოს ახალი დეკლარაცია და ხელმეორედ წარადგინოს იგი სარეგისტრაციოდ სერტიფიკაციის იმავე ორგანოში დადგენილი წესით. 3.12. პროდუქციაზე კონტროლს, რომლის შესაბამისობა დადასტურდა დეკლარაციით, ახორციელებს ამაზე უფლებამოსილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები სავალდებულო სტანდარტების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფარგლებში. 3.13. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ პროდუქციის დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, მომწოდებელი, რომელმაც მიიღო დეკლარაცია, ვალდებულია შეტყობინებიდან სამი დღის ვადაში აცნობოს დეკლარაციის მოქმედების შეჩერების შესახებ მის დამარეგისტრირებელ სერტიფიკაციის ორგანოს. 3.14. მომწოდებლის შეტყობინების საფუძველზე სერტიფიკაციის ორგანოს შეაქვს ჩანაწერი დეკლარაციის მოქმედების შეჩერების შესახებ და აწვდის ინფორმაციას სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის რეესტრს. 3.15. მომწოდებლის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში დეკლარაცია ადრე გამოშვებული პროდუქციისათვის მისი მიწოდებისას და რეალიზაციისას მოქმედია დეკლარაციაში აღნიშნული მოქმედების ვადის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, რაც დადგენილია წინამდებარე დოკუმენტის 3.13 პუნქტში. 3.16. შემოწმების შედეგებზე, რომელიც წინამდებარე დოკუმენტის 3.5 პუნქტით არის გათვალისწინებული, სერტიფიკაციის ორგანოსთან მომწოდებლის უთანხმოების შემთხვევაში მომწოდებელი უფლებამოსილია შეიტანოს აპელაცია სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის სააპელაციო საბჭოში. 3.17. დეკლარაციის სარეგისტრაციო სამუშაოები ექვემდებარება დადგენილი წესით ანაზღაურებას. 3.18. წინამდებარე დოკუმენტის 3.11 და 3.13 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მომწოდებელს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა. დანართი ა შესაბამისობის შესახებ დეკლარაციის ფორმა დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ ________________________________________________________________________________________ შეუსაბამობის შესახებ დეკლარაციის მიმღები მომწოდებლის გვარი, ინიციალი ________________________________________________________________________________________ ცნობები მომწოდებლის რეგისტრაციის შესახებ (მარეგისტრირებელ ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, სარეგისტრაციო ნომერი)                                        ________________________________________________________________________________________ მისამართი, ტელეფონი, ფაქსი სახით ________________________________________________________________________________________ ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, გვარი, ინიციალი, რომლის სახელითაც მიიღება დეკლარაცია აცხადებს რომ ________________________________________________________________________________________ პროდუქციის დასახელება, ტიპი, მარკა, რომელზეც ვრცელდება დეკლარაცია, სეკ და სესსნ კოდები, ცნობების სერიულ წარმოებაზე ან პარტიაზე (ნაწარმის ნომერი, კონტრაქტის რეკვიზიტები, ზედდებული, დამამზადებლის, ქვეყნის დასახელება და სხვა) ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ შეესაბამება ________________________________________________________________________________________ ნორმატიული დოკუმენტების აღნიშვნა და დასახელება, რომელთა შესაბამისობაზე დადასტურდა მოცემული დეკლარაციით, ამ ნორმატიული დოკუმენტების მოცემული პროდუქციისათვის მოთხოვნების შემცველი პუნქტების მითითებით ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ მოთხოვნებს. დეკლარაცია მიღებულია ________________________________________________________________________________________ ინფორმაცია დოკუმენტების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ საფუძველს დეკლარაციის მიღებისათვის ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ საფუძველზე დეკლარაციის მიღების თარიღი _____________________________________________ შესაბამისობის შესახებ დეკლარაცია მოქმედებაშია _________________________ მდე. ბ.ა.       ____________________________                                    _______________________________                       ხელმოწერა                                                                         ინიციალები, გვარი ცნობები შესაბამისობის შესახებ დეკლარაციის რეგისტრაციის თაობაზე __________________________________________________________________________________________ სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება და მისამართი, რომელმაც დაარეგისტრირა დეკლარაცია __________________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________________ დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი  ბ.ა.        _________________________________________________________________________________                                         სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერა, ინიციალი, გვარი