დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.03.2022
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016442
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 20.02.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2022 წლის 18 მარტი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 თებერვლის №17 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27/02/2018, 010250020.35.156.016315).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი
დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (შემდგომში – მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დმანისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
2. მუნიციპალური ინსპექცია მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებისა და სხვა კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის დებულებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
3. მუნიციპალური ინსპექცია თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას.
4. მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია დმანისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
6. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი ან/და დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი მოადგილე.
7. მუნიციპალური ინსპექციის მისამართია: ქ. დმანისი, წმინდა ნინოს ქ. №41.
თავი II
მუნიციპალური ინსპექციის სტრუქტურა, ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები
მუხლი 2🔗. მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები
1. მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება მშენებლობის ისეთ სახეზე, რომელიც საჭიროებს შეთანხმებას ან/და ნებართვას; ზედამხედველობის პროცესში კონტროლი პროექტის განხორციელებისა და დადგენილი ნორმების დაცვის მიზნით, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულების კონტროლი;
ბ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე კონტროლი და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში რეაგირება;
გ) საქართველოს ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან/და დაზიანებული საარჩევნო პლაკატების გამოვლენის, ასევე დადგენილ ვადაში სააგიტაციო მასალის ჩამოუხსნელობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება;
დ) საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების განთავსების კონტროლი და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება;
ე) დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატური კოორდინაცია, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით;
ვ) რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლაციის შესაბამისობაზე კონტროლი;
ზ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მქონე მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციებისა და სტელაჟების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა;
ზ) სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების საეტაპო ოქმების შემოწმება.
თ) კომპეტენციის ფარგლებში უნებართვო გარე ვაჭრობის საკითხების დარეგულირება, უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტის გამოვლენა და უფლებამოსილი ორგანოსათვის შეტყობინება.
ი) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირისგან ინფორმაციის მიღება.
2. მუნიციპალური ინსპექცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე საქმეს აწარმოებს:
ა) საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას, შესაბამისი სახდელის დადების მიზნით, უფლებამოსილი პირი ამზადებს სამართლებრივი აქტის პროექტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ფორმით;
ბ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. მუნიციპალური ინსპექციის უფლებები და მოვალეობები
1. ამ დებულებითა და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების სპეციალისტები, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები;
ბ) მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით განახორციელოს შემოწმებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალური ინსპექციის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალური ინსპექციის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
ვ) განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები დადგენილ ვადებში;
ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის ფარგლებში მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია:
ზ.ა) სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას სამართალდარღვევის ფაქტზე დამრღვევის მიმართ გასცეს მითითება, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად;
ზ.ბ) მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში, ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ;
ზ.გ) უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე.
ზ.დ) შემოწმების აქტის შედგენიდან 1 თვის ვადაში(მოტივირებული საფუძვლის არსებობისას ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით) მერს წარუდგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.
თ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;
ი) განახორციელოს ზედამხედველობა საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოავლინოს შემდეგი სამართალდარღვევის ფაქტები:
ი.ა) სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა;
ი.ბ) მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა;
ი.გ) მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა;
ი.დ) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა;
ი.ე) მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა;
ი.ვ) ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესების დარღვევით;
ი.ზ) სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბარებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა – გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა;
ი.თ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა;
ი.ი) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება;
ი.კ) თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა;
ი.ლ) თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება;
ი.მ) ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას;
ი.ნ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა;
ი.ო) გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე;
ი.პ) რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა;
ი.ჟ) არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება);
ი.რ) ობიექტების დაპროექტებისას და მშენებლობისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის საჭიროებისა და მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა;
კ) მუნიციპალური ინსპექცია, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს ზედამხედველობას „ნარჩენების მართვის კოდექსის“ საფუძველზე მოცემულ კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში:
კ.ა) მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება;
კ.ბ) სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება;
კ.გ) შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება;
კ.დ) ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება;
კ.ე) მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა;
კ.ვ) სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
კ.ზ) სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა;
კ.თ) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის მოთხოვნების დარღვევა;
ლ) პრევენციის მიზნით ახორციელებს უნებართვო გარე ვაჭრობის მონიტორინგს და სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
მ) მოთხოვნის შესაბამისად სათანადო ვადებში უზრუნველყოფს ინფორმაციის წარდგენას დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან;
ნ) საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი კონსულტაციისათვის იწვევს უწყებისა და ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს;
ო) ახორციელებს დასრულებული მშენებლობის (შენობა-ნაგებობის ან/და ნაგებობის ვარგისად აღიარებისათვის შესაბამის ქმედებებს (შემოწმება, სანებართვო პირობებთან (ნებართვასთან და პროექტთან) შესაბამისობის დადასტურება,)) და ამზადებს მშენებლობა დასრულებული ობიექტის ვარგისად აღიარების შესახებ ბრძანების პროექტს ან/და ვარგისად აღიარების შესახებ უარის პროექტს.
პ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები: რაცია, ფოტო-ვიდეო აპარატურა, გაზომვების, ასევე, სპეციალური მაშუქი და ხმოვანი მოწყობილობები, დასალუქი საშუალებები. ისარგებლოს სპეციალური უნიფორმით, ლოგოთი და ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
ჟ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის ნებისმიერ დროს განახორციელოს ინსპექტირება.
რ) სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე და მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მიიღოს და დაამუშავოს მონაცემთა ბაზა შესაბამის დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობით.
ს) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. მუნიციპალური ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფი და მისი ფუნქციები
1. მუნიციპალური ინსპექციის შემადგენლობაში შედის ადმინისტრაციული და საჯარო ზედამხედველობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეული;
2. ადმინისტრაციული და საჯარო ზედამხედველობის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) არის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში კონტროლის და მონიტორინგის მიზნით შექმნილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მეორადი სტრუქტურული ერთეული;
3. განყოფილება საქმიანობას ახორციელებს ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
თავი III
მუხლი 5🔗. მუნიციპალური ინსპექციის მართვა და საქმიანობის ორგანიზება
მუნიციპალურ ინსპენქციას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
მუხლი 6🔗. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი
1. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობას. ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს მუნიციპალური ინსპექციისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ამ დებულებით განსაზღვრული მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და მერს წარუდგენს საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს;
დ) განსაზღვრავს მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს მუნიციპალური ინსპექციის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ე) მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს, რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
ვ) ანაწილებს დავალებებს მუნიციპალური ინსპექციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) ორგანიზებას უწევს მუნიციპალური ინსპექციის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
თ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს მუნიციპალური ინსპექციის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე;
ი) მერს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;
ლ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა კორესპონდენციის საფუძველზე;
მ) პასუხისმგებელია მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
ნ) მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანომდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ო) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
პ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ჟ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
რ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
2. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია დმანისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
3. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და დმანისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს მერიის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
4. მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციული და საჯარო ზედამხედველობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი.
5. მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციული და საჯარო ზედამხედველობის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი განყოფილების საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ მუნიციპალური ინსპექციის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) ამზადებს და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას; მათზე დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
ვ) დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეთა საქმიანობას;
ზ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) განყოფილების საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ასრულებს ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
თავი IV
მუნიციპალური ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები
მუხლი 7🔗. მუნიციპალური ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები:
მუნიციპალური ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.
მუხლი 8🔗. მუნიციპალური ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები
მუნიციპალური ინსპექციის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.
მუხლი 9🔗. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურეობრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მერი.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულო.
თავი V
მუნიციპალური ინსპექციის ქონება და დაფინანსების წყარო
მუხლი 10🔗. მუნიციპალური ინსპექციის ქონება და დაფინანსების წყარო
1. მუნიციპალური ინსპექციის მთელი ქონება წარმოადგენს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებას.
2. მუნიციპალური ინსპექციის დაფინანსების ძირითადი წყაროა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 11🔗. დებულების ამოქმედება და ცვლილების შეტანა
1. ამ დებულების გაუქმება ან ცვლილების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ დებულების მე-4 მუხლი, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი და მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.
3. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი.
4. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.
5. მუნიციპალური ინსპექციის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა სამსახურთან შერწყმა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.