„საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 30.07.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №218
სარეგისტრაციო კოდი 300.160.000.12.216.005.4431
გამოქვეყნების წყარო სსმ, 80, 08/08/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2002 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (11)
| 1 | ავტოგასამართი სადგური და მიმდებარე ტერიტორია |
| 2 | ტექნიკური აღჭურვილობა |
| 3 | მომსახურება |
| 4 | -პერსონალის გარეგნული სახე: |
| 5 | -ავტოგასამართ სადგურში არსებული მომსახურების ჩამონათვალი: |
| 6 | ელექტროუსაფრთხოების მოთხოვნები |
| 7 | საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის მოთხოვნები |
| 8 | შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები |
| 9 | ინფორმაციული უზუნველყოფა |
| სქემის N | მომსახურების გაწევის პროცესის შეფასება |
| N | მოთხოვნები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 52.05pt 35.45pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.000.12.216.005.443
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (საქსტანდარტი)
თავმჯდომარის ბრძანება N 218
2002 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული სტანდარტი სსტ 5.015:2002 „სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. ავტოგასამართ სადგურებში მომსახურების სერტიფიკაციის წესი“.
2. გაუქმდეს საქსტანდარტის 1999 წლის 28 დეკემბრის N 240 ბრძანება სსტ 5.015-1999 ”სტანდარტიზაციის სახელმწიფო სისტემა. ავტოგასამართ სადგურებში მომსახურების სერტიფიკაციის წესი“.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 სექტემბრიდან.
ბ. შოშიტაიშვილი
საქართველოს ეროვნული სტანდარტი სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა ავტოგასამართ სადგურებში მომსახურების სერტიფიკაციის წესი
შემოღებულია: 01.09.02
1. გამოყენების სფერო
წინამდებარე სტანდარტი ადგენს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში (შემდგომში სისტემა) ავტოგასამართი სადგურების მომსახურების სერტიფიკაციის წესს.
წინამდებარე სტანდარტი შემუშავებულია „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.
სტანდარტი გამოიყენება მომსახურების სავალდებულო სერტიფიკაციის ჩატარების დროს.
2. ნორმატიული მითითებანი
წინამდებარე სტანდარტში გამოყენებულია მითითება შემდეგ სტანდარტებზე:
სსტ 5.010 „სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. მომსახურების სერტიფიკაცია. ძირითადი დებულებები“.
სსტ 13 ”მოსახლეობის მომსახურება. ტერმინები და განმარტებანი“.
3. განმარტებანი
წინამდებარე სტანდარტში გამოყენებული ტერმინები და განმარტებები შეესაბამება სსტ 13 „მოსახლეობის მომსახურება. ტერმინი და განმარტებანი“ და სსტ 5.010 ვსერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. მომსახურების სერტიფიკაცია. ძირითადი დებულებები“ საქართველოს სტანდარტებს.
ავტოგასამართი სადგური – დაწესებულება, რომელშიც ხორციელდება ერთი ან რამდენიმე მარკის საწვავით ავტოტრანსპორტის გამართვა.
4. ძირითადი დებულებები
4.1 მომსახურების სერტიფიკაციის მიზნები და პრინციპები განსაზღვრულია სერტიფიკაციის ფუძემდებლურ დოკუმენტებში.
4.2 მომსახურების ნუსხას, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას განსაზღვრავს საქსტანდარტი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით ეკისრებათ სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზაცია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
4.3 მომსახურების სერტიფიკაციას ახორციელებენ მომსახურების სერტიფიკაციაზე აკრედიტირებული ორგანოები.
4.4. სერტიფიკაციისას მოწმდება მომსახურების მახასიათებლები (მაჩვენებლები), მისი განხორციელების პირობები და გამოიყენება შემოწმების (გამოცდის) ის მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა:
- ჩატარდეს მომსახურების იდენტიფიკაცია, მათ შორის შემოწმდეს მისი მიკუთვნება საკლასიფიკაციო ჯგუფზე, შესაბამისობა ნორმატიულ დოკუმენტების მოთხოვნებთან და ფუნქციურ დანიშნულებასთან;
- დადასტურდეს მომსახურების შესაბამისობა მოცემული მომსახურების მარეგლამენტირებელი ყველა იმ ნორმატიული დოკუმენტის მოთხოვნებთან, რომლებიც მიმართულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.
4.5. სისტემა უზრუნველყოფს კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალობას.
5. სისტემის მონაწილენი
5.1. სისტემის მონაწილენი არიან:
- სერტიფიკაციის ეროვნული ორგანო – საქსტანდარტი;
- აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები, საგამოცდო და სოციოლოგიური ლაბორატორიები;
- მომსახურების შემსრულებლები (განმცხადებლები).
5.2. საქსტანდარტი, როგორც სისტემის ეროვნული ორგანო, ახორციელებს ფუნქციებს, რომელიც განსაზღვრულია „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებითა და დოკუმენტებით.
5.2.1. საქსტანდარტთან იქნება სისტემის სააპელაციო საბჭო. იგი განიხილავს აპელაციების სისტემის მონაწილეთა ქმედებაზე.
5.3. სისტემის აკრედიტირებული სერტიფიკაციის ორგანოები.
5.3.1. სისტემის აკრედიტირებული სერტიფიკაციის ორგანოები ასრულებენ სერტიფიკაციის სისტემის ფუძემდებელი დოკუმენტებით დადგენილ ფუნქციებს და ახორციელებენ მომსახურების სერტიფიკაციას.
5.4. მომსახურების შემსრულებელი (განმცხადებელი).
5.4.1. მომსახურების შემსრულებელი (განმცხადებელი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია სერტიფიკაციის სამუშაოთა ჩატარებაზე და სერტიფიკაციის დროს დადასტურებული მომსახურების პირობების ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნასთან შესაბამისობაზე.
6. ნორმატიული დოკუმენტები
6.1. მომსახურების სერტიფიკაციისას გამოყენებული ნორმატიული დოკუმენტები უნდა შეიცავდეს მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრავენ:
- ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების და გარემოს დაცვის უზრუნველყოფას;
- მომხმარებლის დაცვას მომსახურების შემსრულებლის არაკეთილსინდისიერებისგან;
- მომსახურების შემოწმების (კონტროლის) ჩატარების მეთოდებს;
- მომსახურების პროცესის დაცვას;
- შემსრულებელთა კვალიფიკაციას;
მომსახურების შემოწმება და შეფასება ხორციელდება მომსახურების კონკრეტულ სახეობაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზისა და ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.
6.2. მომსახურების კონკრეტულ სახეობათა, აგრეთვე იმ ნორმატიული დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა შესაბამისობაზე ტარდება მომსახურების სერტიფიკაცია მოცემულია 1-ლ დანართში.
7. სერტიფიკაციის წესი
7.1. მომსახურების სერტიფიკაცია ზოგადად მოიცავს:
- სერტიფიკაციის ჩატარებაზე განაცხადის შეტანას;
- განაცხადზე გადაწყვეტილების მიღებას, მათ შორის სერტიფიკაციის სქემის შერჩევას;
- მომსახურების გაწევის პროცესის ან ხარისხის სისტემის შეფასებას;
- მომსახურების შედეგების სასერტიფიკაციო შემოწმების ჩატარებას;
- მიღებული შედეგების ანალიზს და შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებას;
- სერტიფიცირებულ მომსახურებაზე საინსპექციო კონტროლის განხორციელებას;
- მომსახურების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დარღვევისას მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარებას.
7.2. განაცხადის შეტანა და მასზე გადაწყვეტილების მიღება.
7.2.1. მომსახურების სერტიფიკაციის ჩატარებისათვის მომსახურების შემსრულებელს განაცხადი შეაქვს სერტიფიკაციის აკრედიტირებულ ორგანოში.
7.2.2. სერტიფიკაციის ორგანო განიხილავს განაცხადს მისი მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა და შეატყობინებს განმცხადებელს გადაწყვეტილებას, რომელიც მოიცავს სერტიფიკაციის ყველა პირობას, მათ შორის მიეთითება სერტიფიკაციის სქემა.
7.3. სერტიფიკაციისათვის მომსახურების შედეგების გამოცდები ტარდება სისტემაში აკრედიტირებულ საგამოცდო ლაბორატორიებში ან განმცხადებლის ბაზაზე სერტიფიკაციის ორგანოს ექსპერტების მიერ გამოსაცდელი და ტექნოლოგიური მოწყობილობის გამოყენებით.
7.4. გამოცდების ოქმი ეგზავნება სერტიფიკაციის ორგანოს, მისი ასლი კი განმცხადებელს.
7.5. მომსახურების სერტიფიკაციის ორგანო ახორციელებს წარდგენილი ყველა მასალის (ოქმი, აქტები და სხვა დოკუმენტები) ექსპერტიზას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემაზე (არ გაცემაზე).
7.6. სასერტიფიკაციო შემოწმების დადებითი შედეგებისას სერტიფიკაციის ორგანო აფორმებს შესაბამისობის სერტიფიკატს და გასცემს განმცხადებელზე, ახდენს მის რეგისტრაციას სისტემაში დადგენილი წესით.
7.7. სასერტიფიკაციო შემოწმებების უარყოფითი შედეგების, სასერტიფიკაციო მოთხოვნების დაუცველობის ან განმცხადებლის მიერ სამუშაოს საფასურის და გადაუხდელობის შემთხვევაში სერტიფიკაციის ორგანო აძლევს განმცხადებელს სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მიზეზების ჩვენებით.
7.8.შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების ვადას ადგენს სერტიფიკაციის ორგანო სერტიფიცირებულ მომსახურებაზე ნორმატიული დოკუმენტების მოქმედების ვადის გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა.
7.9. მომსახურების სერტიფიკაციის ჩატარებისას გამოყენებული ფორმები მოცემულია საქართველოს სტანდარტში სსტ 5.010 ”სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. მომსახურების სერტიფიკაცია. ძირითადი დებულებები“.
8. სერტიფიკაციის ჩატარების თანმიმდევრობა
8.1. სერტიფიკაციის ჩატარების თანმიმდევრობა განისაზღვრება საქართველოს სტანდარტის სსტ 5.010 ”სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა. მომსახურების სერტიფიკაცია. ძირითადი დებულებები“.
8.2. ავტოგასამართი სადგურის მომსახურების სერტიფიკაციისას გამოყენებული სერტიფიკაციის სქემები მოცემულია ცხრილში
ცხრილი 1
სქემის N
მომსახურების გაწევის პროცესის შეფასება
საწარმოს ატესტაცია
ხარისხის სისტემის სერტიფიკაცია
მომსახურების შედეგების შერჩევითი შემოწმება
საინსპექციო კონტროლი
2
+
+
მომსახურების გაწევის სტაბილურობის კონტროლი
4
+
+
მომსახურების შედეგების შერჩევითი შემოწმება
5
+
სისტემის ფუნქციონირების სტაბილურობის კონტროლი
პირობითი აღნიშვნა: + პროცედურა ტარდება
შენიშვნა: მომსახურების შედეგების შემოწმება ტარდება საექსპერტო ან (და) სოციოლოგიური შეფასების საშუალებით.
8.3. სერტიფიკაციის ყველა სქემა ითვალისწინებს:
- მომხმარებლისა და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებას, მომხმარებლის ქონების დაცვას;
- გარემოს უსაფრთხოებას;
- ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილი მომსახურების ნორმებისა და წესების დაცვას.
8.4. მე-2 სქემა ითვალისწინებს მომსახურების პროცესის შეფასებას ყველა ეტაპის ჩათვლით, დაწყებული მომხმარებლისათვის მომსახურების შეთავაზებიდან, მომსახურების დასრულებამდე.
8.5. მე-4 სქემა ითვალისწინებს ავტოგასამართი სადგურის ატესტაციას, მომსახურების შედეგების შერჩევით შემოწმებასთან ერთად, შემდგომ საინსპექციო კონტროლს. ამ სქემის მიხედვით სერტიფიცირებულ ავტოგასამართ სადგურს ენიჭება საკვალიფიკაციო ჯგუფის გარკვეული თანრიგი – (ვარსკვლავი). მოთხოვნები სხვადასხვა თანრიგის ავტოგასამართი სადგურებისათვის მოცემულია მე-2 დანართში.
8.6. მე-5 სქემა ითვალისწინებს ხარისხის სისტემის სერტიფიკაციას, შემდგომ მისი ფუნქციონირების სტაბილურობის საინსპექციო კონტროლით.
8.7. ხარისხის სისტემის შესაბამისობის სერტიფიკატის არსებობის დროს მომსახურების მაჩვენებლების სტაბილურობაზე კონტროლი ხორციელდება სერტიფიცირებულ ხარისხის სისტემის საინსპექციო კონტროლის ჩატარების გზით, რომელსაც ახორციელებს ხარისხის სისტემის სერტიფიკაციის ორგანო.
9. საინსპექციო კონტროლი
9.1. სერტიფიცირებული მომსახურების მოთხოვნათა დაცვაზე საინსპექციო კონტროლს ახორციელებს სერტიფიკატის გამცემი ორგანო.
9.1.1. საინსპექციო კონტროლი ზოგად შემთხვევაში ითვალისწინებს:
- მომსახურების შედეგების შემოწმებას;
- მომსახურების პროცესების სტაბილურობის შემოწმებას;
- გაწეული მომსახურების ხარისხის სისტემის სტაბილურობის კონტროლს.
9.1. საინსპექციო კონტროლი შეიძლება იყოს გეგმური და არაგეგმიური.
9.2.1 გეგმური საინსპექციო კონტროლის პერიოდულობასა და მოცულობას განსაზღვრავს სერტიფიკატის გამცემი ორგანო. გეგმური საინსპექციო კონტროლის ჩატარების პერიოდულობა უნდა იყოს არანაკლებ ერთისა 6 თვეში.
9.2.2. არაგეგმიური საინსპექციო კონტროლი ტარდება სერტიფიცირებული მომსახურების ხარისხზე მომხმარებლისაგან პრეტენზიების შესახებ ინფორმაციის მიღებისას.
9.3. საინსპექციო კონტროლის შედეგები ფორმდება აქტით. აქტი ინახება სერტიფიკაციის ორგანოში, ასლი ეგზავნება განმცხადებელს, საქსტანდარტს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს.
10. შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება ან გაუქმება
10.1. სერტიფიკაციის ორგანოს შეუძლია შეაჩეროს ან გააუქმოს შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედება შემდეგ შემთხვევებში;
- საინსპექციო კონტროლის შედეგების მიხედვით;
- მომსახურებაზე ნორმატიული დოკუმენტების ან გამოცდის (შემოწმების) მეთოდების ცვლილებებისას;
- მომსახურების გაწევის პროცესის ან პირობების ცვლილებებისას.
10.2. ინფორმაცია შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შესახებ ეცნობება განმცხადებელს, მომსახურების მომხმარებლებს და სერტიფიკაციის სისტემის სხვა მონაწილეებს.
10.3 შესაბამისობის სერტიფიკატის გაუქმება ძალაში შედის მისი სისტემის რეესტრიდან ამოღების მომენტიდან.
10.4 მომსახურების გაწევაზე შესაბამისობის სერტიფიკატის ხელახალი გაცემა ხორციელდება სისტემით დადგენილი წესის მიხედვით.
11. აპელაცია
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ ეთანხმება სერტიფიკაციის ან საინსპექციო კონტროლის შედეგებს, მას უფლება აქვს შეიტანოს აპელაცია სისტემის სააპელაციო საბჭოში.
12. სასერტიფიკაციო სამუშაოების ანაზღაურება
მომსახურების სერტიფიკაციის სამუშაოთა ანაზღაურება ხდება დადგენილი წესის მიხედვით.
სსტ 5.015 : 2002
დანართი 1
N
სამუშაოთა ჩამონათვალი
ნორმატიული აქტები და დოკუმენტები
1
მეტროლოგიური მოთხოვნები
გოსტ 12.0.005 – 84
გოსტ 8.513 – 84
2
სამშენებლო მოთხოვნები
სნ და წ II – 89 – 80
სნ და წ 2.07 – 01 – 89
სნ და წ II – 4 – 79
გოსტ 12.1.046 – 85
3
გარემოს დაცვის უზრუნვესაყოფი მოთხოვნები
გოსტ 17.1.3.05 – 82
გოსტ 17.1.3.13 – 86
4
სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები
გოსტ 12.1.005 – 88
გოსტ 9018 – 89
გოსტ 27409 – 87
5
ხანძარასაწინააღმდეგო მოთხოვნები
საქართველოს კანონი ”სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“
6
ელექტროუსაფრთხოების მოთხოვნები
გოსტ 12.2.007.0 – 75
გოსტ 12.4.155 – 85
გოსტ 12.1.045 – 84
7
საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის მოთხოვნები
გოსტ 23457 – 86
გოსტ 108807 – 78
8
შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები
გოსტ 12.0.004 – 90
გოსტ 12.3002 – 75
გოსტ 12.4.125 – 83
9
ინფორმაციული უზუნველყოფა
გოსტ 12.4.026 – 76
სსტ 5.015 : 2002დანართი 2
სავალდებულო
ავტოგასამართი სადგურების მიმართ თანრიგის მინიჭების მოთხოვნები
N
მოთხოვნები
ვარსკვლავი
1
2
3
4
5
1
2
3
4
5
6
7
1
ავტოგასამართი სადგური და მიმდებარე ტერიტორია
- განათებული აბრა
+
+
+
აბრა მანათობელი ებლემით
+
+
- ავტოტრანსპორტის გამართვისას ატმოსფერული ნალექებისაგან დამცავი საფარი
+
+
+
ავტოსაგომი
- დაცული
+
+
- ადგილების რაოდენობა არანაკლები საწვავსარიგებელი სვეტების რაოდენობაზე
+
+
+
+
+
2
ტექნიკური აღჭურვილობა
- საწვავსარიგებელი სვეტების რაოდენობა
2 – მდე
+
5-მდე
+
8-მდე
+
10-მდე
+
10-ზე მეტი
+
-საწვავსარგებელი სვეტები ღირებულების ავტომატური ჩვენებით
+
+
-ავარიული განათება (აკუმულატორი, ფანარი) და მექანიკური ტუმბო საწვავით ავტოტრანსპორტის გასამართავად
+
-გენერატორი, რომელიც უზროუნველყოფს ძირითად განათებას და ავტოტრანსპორტის საწვავით გამართვას
+
+
-გენერატორი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოგასამართის სრულ ფუნქციონირებას
+
+
-შიდა რადიომაუწებლობა
+
+
-სატელეფონო კავშირი ხანძარსაწინააღმეგო სამსახურთან
+
+
+
+
+
-საქალაქო სატელეფონო კავშირი
+
+
+
+
-საერთაშორისო სატელეფონო კავშირი
+
+
3
მომსახურება
-სადღეღამისო
+
+
-ავტომანქანის საწვავით გამართვა
+
+
+
-ავტომანქანის მინების გაწენდა
+
+
+
-გასაყიდი ნავთობპროდუქტების ასორტიმენტი:
-ერთი მარკის საწვავი
+
-ორი მარკის საწვავი
+
-სამი მარკის საწვავი
+
-სამი და მეტი მარკის საწვავი
+
+
- სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება
+
+
+
+
+
-სატელეფონო ცნობარი
+
+
+
+
+
4
-პერსონალის გარეგნული სახე:
-საფირმო ტანსაცმელი
+
+
+
-საერთაშორისო ენის აუცილებელი ცოდნა მომსახურე პერსონალის მიერ
+
-მომსახურე პერსონალის მიერ ავტომანქანის შეყვანა, დაყენება და გამოყვანა
+
+
5
-ავტოგასამართ სადგურში არსებული მომსახურების ჩამონათვალი:
-სახელმწიფო ენაზე
+
+
-სახელმწიფო და უცხო ენაზე
+
+
+