საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 30.07.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №215
სარეგისტრაციო კოდი 300.160.000.12.216.005.4441
გამოქვეყნების წყარო სსმ, 80, 08/08/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2002 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:21.3pt 45.0pt 1.0in 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.000.12.216.005.444
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის
(საქსტანდარტი) თავმჯდომარის ბრძანება №215
2002 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე –7 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული სტანდარტი სსტ 5.006 : 2002 ”სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა, პროდუქციის იდენტიფიკაცია. ზოგადი მოთხოვნები“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. შოშიტაიშვილი
საქართველოს ეროვნული სტანდარტი სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემა პროდუქციის იდენტიფიკაცია
ზოგადი მოთხოვნები
1.გამოყენების სფერო
წინამდებარე სტანდარტი გამოიყენება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებულ სარეალიზაციო და საექსპორტო პროდუქციაზე, ასევე იმპორტული წარმოების პროდუქციაზე, რომლის შემოტანა და რეალიზაცია ხდება საქართველოს ტერიტორიაზე.
სტანდარტი ადგენს ზოგად მოთხოვნებს პროდუქციის იდენტიფიკაციის სამუშაოების ჩატარებისა და შედეგების გაფორმების შესახებ.
წინამდებარე სტანდარტის საფუძველზე შეიძლება შემუშავებულ იქნეს ნორმატიული დოკუმენტები, რომლებითაც დადგინდება იდენტიფიკაციის პროცედურები როგორც კონკრეტული პროდუქციისათვის, ასევე ერთგვაროვანი პროდუქციის ჯგუფისათვის.
2.განმარტებები
წინამდებარე სტანდარტში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები და განმარტებები:
პროდუქციის იდენტიფიკაცია – კონკრეტული პროდუქციის შესაბამისობის დადგენა ნიმუშთან და /ან მის აღწერილობასთან.
პროდუქციის აღწერილობა – ნიშნების, პარამეტრების, მახასიათებლების და მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს პროდუქციას, რაც დადგენილია შესაბამისი დოკუმენტებით.
იდენტიფიკაციის შედეგები – დასკვნა კონკრეტული პროდუქციის შესაბამისობაზე (შეუსაბამობაზე) ნიმუშთან და/ან მის აღწერილობასთან.
პროდუქცია - საქმიანობის ან პროცესების შედეგები.
3. ზოგადი მოთხოვნები
3.1. პროდუქციის იდენტიფიკაცია ტარდება მომხმარებლის დაცვის მიზნით არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან (მომწოდებლისაგან, გამყიდველისაგან), პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მომხმარებლის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მისი ქონებისა და გარემოს დაცვისათვის და პროდუქციისადმი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისობის დადასტურების მიზნით.
3.2. პროდუქციის იდენტიფიკაცია ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ინფორმაცია კონკრეტული პროდუქციის შესახებ წარმოდგენილია არასრული აღწერით, ან საჭიროა მისი სარწმუნოობის დადასტურება.
3.3. პროდუქციის იდენტიფიკაციას ატარებენ:
- სერტიფიკაციის ორგანოები – სავალდებულო ან ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის სამუშაოების ჩატარებისას;
- აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები მათი კომპეტენციის ფარგლებში საკონტროლო – ზედამხედველობითი სამუშაოების ჩატარების დროს;
- სხვა ორგანოები და ორგანიზაციები იმ შემთხვევებში, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით, ან საკუთარი ინიციატივით.
3.4. იდენტიფიკაცია ტარდება ნიშნების, პარამეტრების, მაჩვენებლებისა და მოთხოვნების მიხედვით, რომლებიც ერთობლივად საკმარისია პროდუქციის შესაბამისობის დასადგენად ნიმუშთან და/ან მის აღწერილობასთან.
პროდუქციის აღსაწერად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტანდარტები, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ნორმატიული აქტები, საკონსტრუქტორო, საექსპლუატაციო დოკუმენტები, ტვირთის თანმხლები დოკუმენტები, მიწოდების ხელშეკრულება, სპეციფიკაცია, ტექნიკური აღწერილობა, ეტიკეტები, იარლიყები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ახასიათებენ პროდუქციას.
3.5. თუ ტარდება შესაბამისობის სერტიფიკატთა შესაბამისობაზე პროდუქციის იდენტიფიკაცია, მაშინ მითითებული უნდა იყოს: პროდუქციის მოდელი, ტიპი, სერიის ნომერი, პარტია და სხვა მონაცემები, რათა შესაძლებელი იყოს კონკრეტული სერტიფიკატის მიკუთვნება კონკრეტული პროდუქციისადმი, რომელზეც ჩატარდა სერტიფიკაცია.
სერტიფიკატთან პროდუქციის იდენტიფიკაციის ჩატარების წესი და მონაცემები, რომელიც საჭიროა იდენტიფიკაციისათვის დგინდება ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკაციის სისტემის წესში.
3.6. გადაწყვეტილებას იდენტიფიკაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ, გარდა 3.5 პუნქტში მოცემული შემთხვევისა, ასევე კონკრეტული პროდუქციის იდენტიფიკაციისათვის საჭირო მოცულობის ინფორმაციის შესახებ ღებულობს იდენტიფიკაციის ჩამტარებელი ორგანო (ორგანიზაცია) ან პროდუქციის სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოები ერთგვაროვანი პროდუქციის ჯგუფების სერტიფიკაციის სისტემების არარსებობის შემთხვევაში.
3.7. ნორმატიული მოთხოვნები იდენტიფიკაციის პროცედურებზე და მითითებები ნორმატიულ დოკუმენტებზე, რომლებიც ახდენენ რეგლამენტირებას პროდუქციაზე ინფორმაციის მიმართ ზოგად მოთხოვნებს, შესაძლებელია მოყვანილ იქნეს პროდუქციის კონკრეტული სახეობების იდენტიფიკაციის შესახებ ნორმატიულ დოკუმენტებში.
3.იდენტიფიკაციის მეთოდები
იდენტიფიკაციის მიზნებიდან და პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდებიდან ერთ-ერთი ან მათი ერთობლიობა:
ა) დოკუმენტაციის მიხედვით – მეთოდი, დადასტურებული დოკუმენტებით (ნორმატიული, საკონსტრუქტორო, ტექნოლოგიური, პროდუქციის საკონტროლო გამოცდების ოქმები, შესაბამისობის სერტიფიკატები, ჰიგიენური დასკვნები, ვეტერინარული მოწმობები, სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატები, სერტიფიკატები ხარისხის სისტემებზე ან წარმოებაზე, სხვა დოკუმენტები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ადასტურებენ კონკრეტულ პროდუქციას);
ბ) ინსტრუმენტული – მეთოდები, დაფუძნებული პროდუქციის ფიზიკური თვისებების გამოკვლევისა და გამოსხივების შთანთქმის (ხილული, ულტრაიისფერი, ინფრაწითელი, რენტგენის, რადიოსიხშირისა და გამა – სპექტრები) ატომური და მოლეკულური სპექტრების, ბუნებრივი და ხელოვნური რადიოაქტივობის, იონებისა და მოლეკულების ელექტროქიმიური თვისებების, იზოტოპების მასა – სპექტრომეტრის, ადსორბციული თვისებების და ა.შ. ანალიზზე;
გ) ორგანოლეპტიკური – მეთოდი, დაფუძნებული პროდუქციის, ძირითადად საკვები პროდუქტების თვისებების გამოკვლევაზე გრძნობის ორგანოების (საგემოვნო, ყნოსვის, მხედველობითი) საშუალებით;
დ) ვიზუალური – მეთოდი, დაფუძნებული ამ თუ იმ პროდუქციის დაკვირვებაზე შეუიარაღებელი თვალით ან ოპტიკური ხელსაწყოების დახმარებით.
ე) მოსინჯვა – ტექნოლოგიური სინჯების მეთოდები, დაფუძნებული პროდუქციის თვისებებზე გაუძლოს დეფორმაციას, ტემპერატურულ, ქიმიურ და სხვა ზემოქმედებებს ან განიცადოს ტექნოლოგიური დამუშავება;
ვ) გამოცდები – პროდუქციის თვისებების გამოკვლევის მექანიკური და ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები:
- მექანიკური (გაჭიმვა, შეკუმშვა, დარტყმა, ღუნვა, დაგრეხა, ანაჭერი, სიმტკიცე, დაღლილობა და სხვა);
- ფიზიკური (ელექტრული გამტარობა, თბოგამტარობა, ყინვაგამძლეობა, მაგინტური თვისებები და სხვა);
- ქიმიური (ქიმიური შემადგენლობა, თვისება გაუძლოს ქიმიურ ზემოქმედებას);
- სტრუქტურული (მაკრო-და მიკროსტრუქტურა, კრისტალური სტრუქტურა).
5. იდენტიფიკაციის შედეგების წარმოდგენა
კონკრეტული პროდუქციის იდენტიფიკაციის შედეგები ფორმდება ერთგვაროვანი პროდუქციის სერტიფიკატის წესის შესაბამისად ან დასკვნის სახით.
დასკვნის მომზადებისას გამოიყენება:
- დოკუმენტაციის ექსპერტიზის შედეგები;
- ინსტრუმენტული, ორგანოლეპტიკური და ვიზუალური შემოწმების, მოსინჯვის, ნიმუშის გამოცდის შედეგები.
დასკვნას ხელს აწერს ექსპერტი ან ორგანოს (ორგანიზაციის) უფლებამოსილი პირი, რომელმაც ჩაატარა იდენტიფიკაცია და დამოწმება ხდება ორგანოს (ორგანიზაციის) ბეჭდით.
კონკრეტული პროდუქციის იდენტიფიკაციისათვის დასკვნის ფორმა მოცემულია დანართ ა-ში
დანართი ა
(სარეკომენდაციო)
პროდუქციის იდენტიფიკაციისათვის დასკვნის ფორმა
იდენტიფიკაციის ჩამტარებელი
ორგანოს (ორგანიზაციის)
რეკვიზიტები
დ ა ს კ ვ ნ ა
პროდუქციის იდენტიფიკაციის შედეგების მიხედვით
1.პროდუქციის დასახელება, ტიპი (მარკა) ______________________________________________________
2.ქვეყანა – დამამზადებლის დასახელება ______________________________________________________
3.დამამზადებლის დასახელება, იურიდიული მისამართი ______________________________________
4.პარტიის მოცულობა _____________________________________________________________________
5.კოდები
სეკ ________________________________________ სესსნ ______________________________________
6. ნორმატიული დოკუმენტების (დოკუმენტების აღნიშვნა) მოთხოვნებთან დანიშნულების და ძირითადი მახასიათებლების შესაბამისობის ანალიზი
____________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
7. დამატებითი ინფორმაცია _________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
შედეგი:
წარმოდგენილი პროდუქცია იდენტიფიცირებულია (არ შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული) ნიმუშთან და/ან აღწერილობასთან
____________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
ექსპერტი (უფლებამოსილი პირი)
იდენტიფიკაციის ჩამტარებელი”____“ __________________________________
ორგანოს ბეჭედი