„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N5-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8-15 |
|
2022 წლის 18 მარტი ქ. თბილისი |
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მოსარგებლეები არიან საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი პირები, რომელთაც ეს უკანასკნელი სტატუსი მინიჭებული აქვთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ელექტრონულ მოდულში განათავსებს მოსარგებლე პირის შესახებ შემდეგი ინფორმაციას:
ა) მოსარგებლე პირის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია);
ბ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია (ფორმა №IV-100/ა) შესაბამისი მედიკამენტების მითითებით (მედიკამენტის დასახელება, მედიკამენტის დოზა, მედიკამენტის რაოდენობა).
3. ფორმა №IV-100/ა-ის შექმნის შემდგომ მოსარგებლე პირი ან მისი წარმომადგენელი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ავტომატურად მიიღებს მოთხოვნის უნიკალური კოდს და მოთხოვნის ფორმას, რომელიც პირადობის მოწმობასთან ერთად უნდა წარუდგინოს მიმწოდებელს არაუგვიანეს მისი მიღებიდან 30 დღისა.
4. პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ მოთხოვნის უნიკალური კოდის წარდგენის შემდგომ მიმწოდებელს აღნიშნული კოდი შეყავს ელექტრონულ მოდულში, რომლის შემდეგ გასცემს პირისთვის ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებულ მედიკამენტებს.
გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.“.
|