საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო სამმართველოს „დიპტრანსი” წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.07.2002
ძალის დაკარგვა 13.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.109.005.427
გამოქვეყნების წყარო სსმ, 75, 24/07/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 13.09.2017
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო სამმართველოს „დიპტრანსი” წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:"Geo ABC";}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:SPAcademi;}
@font-face {font-family:GeoDumba;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;}
p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-18.85pt; margin-bottom:0in; margin-left:106.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-70.9pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 56.7pt 56.7pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.109.005.427
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №75
2002 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო სამმართველოს „
დიპტრანსი” წესდების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივლისის №337 ბრძანებულების მე-7 მუხლის განხორციელების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო სამმართველოს „
დიპტრანსი”-ს წესდება.
2. დაევალოს გენერალურ სამდივნოს კანონმდებლობის თანახმად, უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში.
3. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ი. მენაღარიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო სამმართველოს “დიპტრანსი” წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო სამმართველოს „
დიპტრანსი” (შემდგომში – სამმართველო) არის „
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სამმართველო შექმნილია საჯარო მიზნების განსახორციელებლად, გარკვეული სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით, რომელიც ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურებას.
3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სამმართველო ფლობს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელ ყველა იმ უფლება-მოვალეობას, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით.
4. სამმართველო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანებლობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და ამ წესდებით.
5. სამმართველოს აქვს ემბლემა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო ღერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ასევე ანგარიშები ხაზინაში.
6. სამმართველოს იურიდიული მისამართია:საქართველო, ქ. თბილისი, წურწუმიას ქ. №12.
7. სამმართველოს საქმიანობის ვადა განუსაზღვრელია.
მუხლი 2🔗. სამმართველოს ქონება და დაფინანსების წყაროები
1. სამმართველოს ქონებას წარმოადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, რომლებიც აისახება მის ბალანსში.
2. სამმართველოს საქმიანობის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მიზნობრივი სახსრები;
ბ) საქველმოქმედო შენატანები;
გ) საქართველოს და უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრები;
დ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები;
ე) გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამმართველოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნული სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 3🔗. სამმართველოს ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი.
1. სამმართველოს ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება.
2. სამმართველოს საქმიანობის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავტოსატრანსპორტო მომსახურება;
ბ) საქართველოში დიპლომატიური მისიით ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების ავტომომსახურება მაღალკვალიფიციურ დონეზე;
მუხლი 4🔗. სამმართველოს მართვის ორგანოები და მათი კომპეტენცია
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ამ წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად.
2. სამმართველოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
3. სამმართველოს დირექტორი:
ა) ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას სამმართველოს მიმდინარე საქმიანობაზე;
ბ) ვალდებულია სამმართველოს საქმეები წარმართოს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი აქტებისა და ამ წესდების შესაბამისად;
გ) საქართველოს ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, განკარგავს სამმართველოს მატერიალურ და ფულად სახსრებს;
დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით სამმართველოს სახელით დებს ხელშეკრულებებს;
ე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული საშტატო განრიგის შესაბამისად სამუშაოზე იღებს და ანთავისუფლებს მოსამსახურეებს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც წარმოადგენენ ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს და გამოიცემიან ერთჯერადი ხასიათის მოქმედებების შესასრულებლად;
ზ) ანაწილებს ფუნქციებს და დავალებებს თანამშრომლებს შორის.
4. დირექტორი ვალდებულია გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ყოველკვარტალურად წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
5. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა სამმართველოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
6. სამმართველოს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს დირექტორი.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. სამმართველო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სამმართველოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
3. კონტროლისა და ზედამხედველობის განსახორციელებლად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს მოითხოვოს საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამმართველოს მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილებები.
მუხლი 6🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სამმართველოს უფლება აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგის და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები სამმართველოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „
ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობა, ხოლო „
ბ” და „
გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
2. სამმართველოს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 9🔗. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.