ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.03.2022
ძალაში შესვლა 01.05.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8-31
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016958
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8-31 2022 წლის 18 მარტი ქ. თბილისი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8-31 |
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.12.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8-31
2022 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-10 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) მერიის (შემდგომში – თბილისის მერია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიის და თბილისის რაიონული გამგეობების ადმინისტრაციული შენობების, თბილისის მერიის ობიექტების, თბილისის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკების, სკვერების და თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიებების/აქტივობების უსაფრთხოებას.
2. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
3. სამსახური მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
4. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს თბილისის მერიას.
5. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულისთვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
6. სამსახური ანგარიშვალდებულია თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე.
7. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერი და/ან თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე.
8. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №89/24.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიის და თბილისის რაიონული გამგეობების ადმინისტრაციული შენობების, თბილისის მერიის ობიექტების, თბილისის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკების, სკვერების და მათში განთავსებული მუნიციპალური ქონების დაცვას, თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების უსაფრთხოებას.
ბ) უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მომზადებას, ანალიზს და თბილისის მერისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენას;
გ) მუნიციპალური ქონების დაცვის და მუნიციპალიტეტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს სასაშვო რეჟიმის კონტროლს და მართვას. იღებს გადაწყვეტილებას დასაცავ ობიექტზე სასაშვო რეჟიმის და/ან დროებით შეზღუდვების დაწესების შესახებ;
დ) უზრუნველყოფს თბილისის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების და ობიექტების ვიდეო სამეთვალყურეო, სერვერული, აუდიო, უსაფრთხოების სისტემებით, საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობებით აღჭურვას/დანერგვას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, მოვლა-პატრონობას და ტექნიკური მხარდაჭერის ორგანიზებას, დაცვის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების გატარებას, მონიტორინგის განყოფილების ვიდეო სამეთვალყურეო ცენტრის ინფრასტრუქტურის განვითარებას;
ე) უზრუნველყოფს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიებებისა და საგანგებო სიტუაციების დროს, აქტივობების უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას.
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დასაცავი ობიექტებისა და მუნიციპალური ქონების დაცვის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ოპერატიული ზომების მიღებას;
ზ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, თბილისის საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.
2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირთან ურთიერთობაში, ანიჭებს სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის წარმომადგენლის უფლებამოსილებას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისათვის;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების და პროფესიული განვითარების შესახებ;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ე) თბილისის მერს და თბილისის მთავრობას წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ პროექტებს, საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, ანაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, ისმენს მათ ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ზ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე;
თ) კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;
ი) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;
კ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
მ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსის მოადგილეები
1. სამსახურის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.
3. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.
4. სამსახურის უფროსის მოადგილეები:
ა) სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევენ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;
ბ) აკონტროლებენ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას;
გ) ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სამსახურის უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;
დ) ასრულებენ სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერენ ან ვიზას ადებენ მათ მიერ ან მათ საკურატორო სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, სამსახურის უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის ბრძანებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
6. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, სამსახურის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ბრძანების გამოცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) მონიტორინგის განყოფილება;
დ) სწრაფი რეაგირების განყოფილება;
ე) ობიექტების დაცვის განყოფილება;
ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების დაცვის განყოფილება;
ზ) ბაღების, პარკების და სკვერების დაცვის განყოფილება;
თ) გამგეობების დაცვის განყოფილება.
2. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იხილავს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას;
ბ) ორგანიზებას უწევს სამსახურის თანამშრომელთა მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საორგანიზაციო საშუალებებით უზრუნველყოფას;
გ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ადგენს შესაბამის საცნობარო მასალებს და წინადადებებს;
დ) ამზადებს სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ე) სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მონაწილეობს ტრენინგების ორგანიზებაში;
ვ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
ზ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან;
3. ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) მონაწილეობს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების და ობიექტების ვიდეო სამეთვალყურეო, სერვერული, აუდიო, უსაფრთხოების სისტემებით, საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობებით აღჭურვის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის დაგეგმვაში;
ბ) მონაწილეობს მონიტორინგის განყოფილების ვიდეო სამეთვალყურეო ცენტრის ინფრასტრუქტურის განვითარების/მოწყობის დაგეგმვაში;
გ) ზედამხედველობას უწევს პროექტების განხორციელებას;
დ) ორგანიზებას უწევს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მოვლა-პატრონობას;
ე) ახორციელებს დაცვითი ელექტრონული საშუალებების ტექნიკური მხარდაჭერის ორგანიზებას და/ან უზრუნველყოფას;
ვ) არსებული სისტემების ოპტიმიზაციის მიზნით უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას და ხელმძღვანელობისთვის წარდგენას;
ზ)მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
თ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.
4. მონიტორინგის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს სამსახურის ქვედანაყოფების საქმიანობის მონიტორინგსა და სამსახურის უფროსს წარუდგენს მოსამსახურეთა მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესახებ ინფორმაციას;
ბ) უზრუნველყოფს დასაცავი ობიექტების ადგილზე მონიტორინგს, ვიდეო-სამეთვალყურეო და ელექტრონული დაცვითი სისტემების საშუალებით მუდმივ დაკვირვებასა და ობიექტზე არსებული ვითარების შესახებ 24-საათიან რეჟიმში ინფორმაციის აღრიცხვას;
გ) უზრუნველყოფს მუდმივ რადიო და/ან სატელეფონო კავშირს დასაცავი ობიექტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებთან;
დ) სამსახურის უფროსს აწვდის ინფორმაციას დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ;
ე) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას;
ვ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.
5. სწრაფი რეაგირების განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სამსახურის სხვა ქვედანაყოფებს უწევს დახმარებას დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში;
ბ) დასაცავ ობიექტებზე უსაფრთხოების და მუნიციპალური ქონების დაცვის მიზნით ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს;
გ) უზრუნველყოფს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებით დაცული ობიექტების ადგილზე მონიტორინგს;
დ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას;
ე) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.
6. ობიექტების დაცვის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს თბილისის მერიის ობიექტების, შენობების უსაფრთხოებასა და დაცვას;
ბ) უზრუნველყოფს თბილისის მერიის ობიექტებში განთავსებული მუნიციპალური ქონების დაცვას;
გ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას;
დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.
7. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების დაცვის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს და თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოებასა და დაცვას;
ბ) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს და თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებული მუნიციპალური ქონების დაცვას;
გ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას;
დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.
8. ბაღების, პარკების და სკვერების დაცვის განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს თბილისის ბაღების, პარკების, სკვერების უსაფრთხოებასა და დაცვას;
ბ) უზრუნველყოფს თბილისის ბაღებში, პარკებისა და სკვერებში განთავსებული მუნიციპალური ქონების დაცვას;
გ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას;
დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.
9. გამგეობების დაცვის განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს თბილისის რაიონული გამგეობების შენობების უსაფრთხოებასა და დაცვას;
ბ) უზრუნველყოფს თბილისის რაიონული გამგეობების შენობებში განთავსებული მუნიციპალური ქონების დაცვას;
გ) მონაწილეობს თბილისის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მუნიციპალური ქონების დაცვას;
დ) ურთიერთობას წარმართავს თბილისის მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.
მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი
1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) მოთხოვნის შემთხვევაში სამსახურის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმას;
დ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმის და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ თბილისის მერიის შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას;
თ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა წახალისების ან საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
კ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 7🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 8🔗.
სამსახურის დაფინანსება და ქონება
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება თბილისის ბიუჯეტის სახსრებით.
2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს თბილისის საკუთრებას.
მუხლი 9🔗.
დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და/ან მისი სხვა სამსახურთან შერწყმა შესაძლებელია განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.