საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების ბიუროს წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.07.2002
ძალის დაკარგვა 13.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.109.005.428
გამოქვეყნების წყარო სსმ, 75, 24/07/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების ბიუროს წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:SPAcademi;}
@font-face {font-family:GeoDumba;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.109.005.428
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №76
2002 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების ბიუროს წესდების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივლისის №337 ბრძანებულების მე-7 მუხლის განხორციელების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების ბიუროს წესდება.
2. დაევალოს გენერალურ სამდივნოს კანონმდებლობის თანახმად, უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში.
3. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ი. მენაღარიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების ბიუროს წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ბიურო შექმნილია საჯარო მიზნების განსახორციელებლად, გარკვეული სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით, რომელიც ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომსახურებას საზოგადოებრივი კვების ობიექტით.
3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ბიურო ფლობს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელ ყველა იმ უფლება-მოვალეობას, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით.
4. ბიურო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანებლობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და ამ წესდებით.
5. ბიუროს აქვს ემბლემა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო ღერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ასევე ანგარიშები ხაზინაში.
6. ბიუროს იურიდიული მისამართია:საქართველო, ქ. თბილისი, შიო ჩიტაძის ქ. №6.
7. ბიუროს საქმიანობის ვადა განუსაზღვრელია.
მუხლი 2🔗. ბიუროს ქონება და დაფინანსების წყაროები
1. ბიუროს ქონებას წარმოადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, რომლებიც აისახება მის ბალანსში.
2. ბიუროს საქმიანობის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მიზნობრივი სახსრები;
ბ) საქველმოქმედო შენატანები;
გ) საქართველოს და უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრები;
დ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები;
ე) გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ბიუროს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნული სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 3🔗. ბიუროს ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი.
1. ბიუროს ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთის დელეგაციების მომსახურება და მათთვის დიპლომატიური მიღებების უზრუნველყოფა.
2. ბიუროს საქმიანობის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზის მომსახურება;
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კვების ობიექტის ორგანიზება და ექსპლუატაცია;
გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთის ოფიციალური დელეგაციების მომსახურება.
მუხლი 4🔗. ბიუროს მართვის ორგანოები და მათი კომპეტენცია
1. ბიუროს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ამ წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად.
2. ბიუროს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
3. ბიუროს დირექტორი:
ა) ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას ბიუროს მიმდინარე საქმიანობაზე;
ბ) ვალდებულია ბიუროს საქმეები წარმართოს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი აქტებისა და ამ წესდების შესაბამისად;
გ) საქართველოს ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, განკარგავს ბიუროს მატერიალურ და ფულად სახსრებს;
დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ბიუროს სახელით დებს ხელშეკრულებებს;
ე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული საშტატო განრიგის შესაბამისად სამუშაოზე იღებს და ანთავისუფლებს მოსამსახურეებს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც წარმოადგენენ ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს და გამოიცემიან ერთჯერადი ხასიათის მოქმედებების შესასრულებლად;
ზ) ანაწილებს ფუნქციებს და დავალებებს თანამშრომლებს შორის.
4. დირექტორი ვალდებულია გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ყოველკვარტალურად წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
5. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ბიუროს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
6. ბიუროს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს დირექტორი.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ბიურო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ბიუროს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
3. კონტროლისა და ზედამხედველობის განსახორციელებლად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს მოითხოვოს საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ბიუროს მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილებები.
მუხლი 6🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. ბიუროს უფლება აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგის და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ბიუროს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. ბიურო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
2. ბიუროს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 9🔗. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.