„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების წესის” დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.07.2002
ძალის დაკარგვა 15.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.436
გამოქვეყნების წყარო სსმ, 77, 29/07/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის შეწყვეტის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება 09.03.2010
დოკუმენტის ტექსტი
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების წესის” დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} @font-face {font-family:"SPGrigolia MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT"; letter-spacing:10.0pt; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:297.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:56.7pt 42.6pt 35.45pt 35.45pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.436
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული
კომისიის დადგენილება №19
2002 წლის 25 ივლისი
ქ. თბილისი
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების წესის” დამტკიცების შესახებ
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული “ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების წესი”;
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ჯიბუტი
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – „კანონი“) მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის “დ” ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ეს წესი გასაზღვრავს მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მისაღებად, სალიცენზიო განაცხადის წარდგენის ფორმასა და პროცედურას, აგრეთვე ლიცენზიის გამოყენებაზე შემდგომი კონტროლის განხორციელებას და სალიცენზიო განაცხადში არსებული ინფორმაციის განახლების პროცედურას ლიცენზიის გაცემის შემდეგ.
3. კანდიდატი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებანი
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა გააჩნია. მათ გარდა, ამ წესის მიზნებისათვის, გამოყენებულია ტერმინები შემდეგი მნიშვნელობებით:
ა) ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებლის საკვალიფიკაციო ატესტატის მქონე პირი (შემდგომში – „ატესტირებული პირი“) – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის (შემდგომში – „კომისია”) მიერ ორგანიზებული ან კომისიის მიერ აღიარებული საკვალიფიკაციო გამოცდაჩაბარებული პირი.
ბ) პასუხისმგებელი პირი – ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის თანამშრომელი, რომელიც არის ატესტირებული პირი და რომლის თანამდებობრივ მოვალეობებში შედის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და მისი თანამშრომლების მიერ რეესტრის წარმოების შესახებ ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის შემოწმება და კონტროლი.
მუხლი 3🔗. ფინანსური მოთხოვნები
1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საკუთარი კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 000 ლარს.
მუხლი 4🔗. მოთხოვნები პერსონალისადმი
1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ერთ-ერთი დირექტორი მაინც უნდა იყოს ატესტირებული პირი.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი.
3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სხვა თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებაში და ის პირები, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო აქვთ შეხება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მონაცემთა ბაზასთან, არქივთან, საცავთან უნდა იყვნენ ატესტირებული პირები.
4. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა წელიწადში სულ ცოტა ერთხელ მაინც წერილობით უნდა განუმარტოს თავის თანამშრომლებს მათი საქმიანობის განხორციელებისას მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვასთან დაკავშირებული მათი ვალდებულებები და მიიღოს აღნიშნული თანამშრომლებისაგან ამ ვალდებულებების დაცვისათვის მათი მზადყოფნის წერილობითი დასტური.
მუხლი 5🔗. მოთხოვნები განთავსების ადგილისადმი
1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის განთავსების ადგილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) განთავსებული უნდა იყოს არასაცხოვრებელ ტერიტორიაზე (შენობა-ნაგებობა);
ბ) განთავსების ადგილის იჯარით ფლობის შემთხვევაში, საიჯარო ხელშეკრულების ვადა არ უნდა იყოს ცხრა თვეზე ნაკლები განცხადების წარდგენის დღიდან;
გ) იზოლირებული უნდა იყოს სხვა სამსახურებრივი და დამხმარე სათავსოებისაგან;
დ) უნდა შედგებოდეს, როგორც მინიმუმ, ორი ოთახისაგან, რომელთაგან ერთ-ერთი განკუთვნილი უნდა იყოს რეესტრის საწარმოებლად, ხოლო ემიტენტების წარმომადგენლების და რეგისტრირებულ პირთა და მათ წარმომადგენელთა მიღება და მომსახურება უნდა მოხდეს მეორე ოთახში.
ე) უნდა ჰქონდეს კაპიტალური კედლები, იატაკისა და ჭერის მყარი გადახურვა, საიმედო შიდა კედლები და ტიხრები;
ვ) უნდა ჰქონდეს გამაგრებული რკინის შესასვლელი კარები ან გისოსები;
ზ) ფანჯრები დაცული უნდა იყოს ლითონის ცხაურებით ან გისოსებით;
თ) უნდა ჰქონდეს ცეცხლგამძლე სეიფი და ლითონის კარადა, მონაცემთა ბაზების ასლების და პირველადი დოკუმენტების შესანახად;
ი) გამართულ მდგომარეობაში და ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას უნდა ჰქონდეს განლაგებული ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა;
კ) აღჭურვილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით;
ლ) მოწყობილი ან განლაგებული უნდა იყოს ისე, რომ თავიდან აიცილოს აღნიშნული შენობის დატბორვა;
მ) უნდა ჰქონდეს ელექტროკვების ძირითადი და სარეზერვო წყაროები;
მუხლი 6🔗. მოთხოვნები შიდა დოკუმენტებისადმი
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა შეიმუშაოს და მიიღოს:
1. რეესტრის წარმოების შინაგანაწესი, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს გასაცნობად ემიტენტებისა და რეგისტრირებული პირებისათვის. აღნიშნული შინაგანაწესი უნდა შეიცავდეს:
ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ოპერაციების ჩამონათვალს და განხორციელების ვადებს;
ბ) დოკუმენტების ჩამონათვალს და ფორმებს, რის საფუძველზეც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ახორციელებს ფასიანი ქაღალდების გადაცემის რეგისტრაციას და სხვა ოპერაციებს რეესტრში;
გ) შემოსული დოკუმენტაციის რეგისტრაციის, დამუშავებისა და შენახვის წესებს;
დ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მომსახურების საფასურს.
2. ორგანიზაციული სტრუქტურის სქემა, ქვედანაყოფების ფუნქციური ვალდებულებების აღწერა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები;
მუხლი 7🔗. მოთხოვნები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა შეიმუშაოს და უზრუნველყოს შიდა კონტროლის წესების დაცვა, რომლებიც ადგენს:
ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის და მის თანამშრომელთა მიერ რეესტრის წარმოების შესახებ ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლისა და შემოწმების წესებს;
ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მონაცემებსა და სისტემებში არსებული ინფორმაციის მოპოვებაზე კონტროლის წესებს;
გ) იმ ინფორმაციის, მონაცემების, ჩანაწერების და სხვა დოკუმენტების არასანქცირებული მოპოვების, მათი შეცვლის, განადგურების, გაყალბების, გახსნის და გავრცელების, აგრეთვე მათი შემთხვევით დაკარგვის ან დაზიანებისაგან დაცვისათვის მიღებულ ზომებს, რომლებიც ეხება რეგისტრირებულ პირებს და მათ ანგარიშებს;
დ) ხანძრის, სტიქიური უბედურების ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შენობასა და სისტემებში არასანქცირებული შეღწევის შემთხვევებში თანამშრომელთა მოქმედებას;
ე) ინფორმაციის ელექტრონულ მატარებლებზე მონაცემთა დაცვის ზომებს;
ვ) პროგრამული უზრუნველყოფის მთლიანობის დაცვისათვის მიმართულ ზომებს, როგორიცაა:
ვ.ა) ხარისხის შემოწმების პროცედურები (ახალი პროგრამების, ოპერაციული სისტემების და მათი კომპონენტების შემოწმების და ტესტირების ჩათვლით მათ დაყენებამდე);
ვ.ბ) პროგრამული უზრუნველყოფის და საინფორმაციო რესურსების სრული სისტემური აღწერა.
ზ) არაანგარიშვალდებული საწარმოების რეგისტრირებულ პირთა მატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაცვის ზომებს;
თ) შემოსული დოკუმენტების აღრიცხვის სისტემის საიმედოობას, შემოსული დოკუმენტების თანმიმდევრობით აღრიცხვის, თანმიმდევრული ნუმერაციის მინიჭების და პერიოდულად (თვეში ერთხელ მაინც) დოკუმენტური ფორმით დამზადების და ამ დოკუმენტის შენახვის პროცედურის ჩათვლით;
ი) უსაფრთხოების სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია ქონების, მონაცემების და ჩანაწერების დაცვის უზრუნველსაყოფად: მოპარვის, დაკარგვის საწინააღმდეგოდ, გატაცების, გამიზნული ან შემთხვევითი დაზიანების, აგრეთვე მონაცემთა დაცვისათვის მათი შემთხვევითი ან არასანქცირებული მოდიფიკაციის, გახსნის ან გაფუჭებისაგან;
კ) გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის აღდგენის გეგმას, რომელიც მოიცავს:
კ.ა) პერიოდულად განახლებადი სარეზერვო მონაცემების ფაილების ასლების შენახვის უზრუნველყოფას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შენობაში და მის ფარგლებს გარეთ;
კ.ბ) რეესტრის წარმოებისა და მონაცემთა დამუშავებისთვის მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის, ძირითადი ფორმების და დამხმარე მასალების ასლების შენახვის მუდმივად განახლებადობის უზრუნველყოფას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შენობის ფარგლებს გარეთ;
კ.გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის დაუყოვნებლივი განახლების გეგმას დაუძლეველი ძალის გარემოებების არსებობისას;
კ.დ) თანამშრომელთა მზადყოფნის პერიოდულ შემოწმებას დაკარგული ინფორმაციის აღდგენისათვის.
მუხლი 8🔗. მოთხოვნები საქმიანობისადმი
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ლიცენზიის მიღებიდან ერთი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ - უნდა აწარმოებდეს არანაკლებ 25 ემიტენტის რეესტრს და სულ ცოტა 10 000 პიროვნულ ანგარიშს მთლიანობაში ყველა რეესტრზე.
ლიცენზიის მიღებიდან ერთი კალენდარული წლის გასვლიდან 15 დღის ვადაში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა წარმოადგინოს ანგარიში საქმიანობისთან დაკავშირებით. ანგარიშში უნდა შედიოდეს:
ა) ემიტენტების სრული სია, რომელთა რეესტრსაც აწარმოებს რეგისტრატორი;
ბ) თითოეული ემიტენტის ფასიანი ქაღალდების “ჩანაწერით მფლობელ" პირთა რაოდენობა;
გ) ინფორმაცია კონსოლიდაციის შესახებ.
წინამდებარე მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ანგარიში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა წარმოადგინოს ყოველწლიურად, სამეურნეო წლის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს საქმიანობისადმი, მან კომისიას მაინც უნდა წარუდგინოს ანგარიში მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფორმით.
ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში კომისია უწესებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ვადას, არანაკლებ 30 დღისა, რომლის განმავლობაშიც ამ უკანასკნელმა უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები.
მუხლი 9🔗. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სალიცენზიო განაცხადი
1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია კომისიაში წარადგინოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა ლიცენზიის მაძიებელი კომისიას წარუდგენს შემდეგ ინფორმაციას:
ა) განმცხადებლის საკუთარი კაპიტალის მოცულობის დამადასტურებელი დოკუმენტები, დამოწმებული აუდიტორის მიერ;
ბ) ატესტირებულ პირთა სია, მათი თანამდებობის მითითებით და საკვალიფიკაციო ატესტატების ასლებით;
გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის პასუხისმგებელი პირი და მონაცემები ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი ადრინდელი საქმიანობის შესახებ;
დ) ორგანიზაციული სტრუქტურის სქემა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციური ვალდებულებების აღწერა და თანამშრომელთა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები;
ე) რეესტრის წარმოების პროგრამის მახასიათებლები;
მუხლი 10🔗. ლიცენზიის გაცემის პროცედურა
1. სალიცენზიო განაცხადის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში კომისია განიხილავს განაცხადს. კომისიამ უნდა გასცეს ლიცენზია ან მოსთხოვოს კანდიდატს წერილობითი ახსნა-განმარტებანი, შესწორებები და დამატებები სალიცენზიო დოკუმენტებში, ან წერილობითვე წარუდგინოს დასაბუთებული უარი. თუ ზემოღნიშნულ პერიოდში კომისია წერილობით არ უპასუხებს კანდიდატს, მაშინ კანდიდატი ლიცენზირებულად ჩაითვლება.
2. კომისიის მიერ მოთხოვნილი შესწორებების, დამატებებისა და ახსნა-განმარტებების წარდგენიდან განსახილველი პერიოდის ათვლა იწყება ხელახლა.
3. თუ კომისია უარს ამბობს ლიცენზიის გაცემაზე სალიცენზიო განაცხადსა და საჭირო დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის გამო, მაშინ კომისიამ ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს კანდიდატს და განსაზღვროს დრო (არანაკლებ 30 დღისა) აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში ვერ მოახერხებს არსებული ხარვეზების გამოსწორებას, მაშინ კომისია დასაბუთებულ უარს განაცხადებს ლიცენზიის გაცემაზე.
4. სალიცენზიო განაცხადისა და ყველა საჭირო დოკუმენტის მიღებიდან 15 დღის ვადაში კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხდება რეგისტრატორის განთავსების ადგილის და რეესტრის წარმოების პროგრამის შემოწმება.
5. მონაცემები ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შესახებ შეიტანება ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეთა მონაცემთა ბაზაში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასათვის. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში შეიტანება აგრეთვე მონაცემები ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის გაფრთხილების და ლიცენზიის გამოთხოვნის შესახებ.
მუხლი 11🔗. ცვლილებები სალიცენზიო დოკუმენტებში
1. თუ ლიცენზიის მიღების შემდეგ, შეტანილი იქნება ცვლილებები ან დამატებები ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სალიცენზიო განაცხადსა და მონაცემებში, ეს უკანასკნელი წარდგენილ უნდა იქნეს კომისიაში ცვლილებიდან (დამატებიდან) 15 დღის განმავლობაში.
2. კომისია განიხილავს აღნიშნულ ცვლილებას ან დამატებას და თუ გადაწყვეტს, რომ აღნიშნული ცვლილების ან დამატების შეტანით ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი არღვევს სალიცენზიო მოთხოვნებს ან საფრთხე ექმნება აქციონერთა ინტერესების დაცვას, კომისია ცვლილების ან დამატების კომისიაში წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში გაუგზავნის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შეტყობინებას აღნიშნული ცვლილების ან დამატების ნებადაურთველობის თაობაზე. თუკი ზემოაღნიშნულ ვადაში კომისია არ განაცხადებს უარს ცვლილების და დამატების აღიარებაზე, ის ნებადართულად ჩაითვლება, წერილობითი დადასტურების გარეშეც.
3. რეგისტრატორის განთავსების ადგილის შეცვლის ან რეესტრის წარმოების ახალი პროგრამის მიღების ან ძველი პროგრამის მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია ამის შესახებ ეს გადაწყვეტილება შეატყობინოს კომისიას შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე, ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში ჩატარდება საჭირო შემოწმება.
5. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი შემოწმების ჩატარების დასრულებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი არ მიიღებს კომისიისგან შეტყობინებას აღნიშნული ცვლილების ნებადაურთველობის ან ახსნა-განმარტების მოთხოვნის თუ ხარვეზების გამოსწორების აუცილებლობის შესახებ, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია განახორციელოს აღნიშნული ცვლილებები.
მუხლი 12🔗. კონტროლი ლიცენზირებულ საქმიანობაზე
1. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს კომისია „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” კანონის საფუძველზე, დადგენილი წესით.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია წარუდგინოს კომისიას კონტროლის განსახორციელებლად კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი და მონაცემი.
3. თუ კონტროლის პროცესში გამოვლენილია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევები, კომისია უფლებამოსილია მისცეს მას გაფრთხილება, ხოლო უხეში ან განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში გამოითხოვოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
4. კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია თუ:
ა) ადგილი აქვს რეესტრის წარმოების შესახებ ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის დარღვევას;
ბ) არ ხდება ან არასრულად ხდება კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან ანგარიშის წარდგენა;
გ) ადგილი აქვს კომისიის, აგრეთვე მისი უფლებამოსილი პირების მიერ, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის შემოწმებისას წინააღმდეგობის გაწევას;
დ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია გაიცა ყალბი ინფორმაციის საფუძველზე;
ე) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ წარმოდგენილ ანგარიშგებაში გამოვლენილია დარღვევები;
ვ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მხრიდან სხვა არამართლზომიერი და არაკეთილსინდისიერი მოქმედების გამოვლენა, რომელიც გამოიწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რეგისტრირებულ პირთა და მესამე პირთა უფლებების დარღვევა.
მუხლი 13🔗. ლიცენზიის გამოთხოვა
1. ლიცენზიის გამოთხოვა ხდება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, დადგენილი წესით.