ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.03.2022
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016333
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2022
matsne.gov.ge 800 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
სტაჟირება
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა
მუხლი 2
სტაჟიორი
პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ონის მუნიციპალიტეტის მერიაში
მუხლი 2
კანდიდატი
პირი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარმოადგენს განცხადებას ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ
მუხლი 2
უშუალო ხელმძღვანელი
ონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 19.05.2021 დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 03.06.2016 ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 06.04.2020 თელავის მუნიციპალიტის საკრებულოს აპარატში/გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის, პირობების და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 07.10.2014 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის, პირობების და სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 31.10.2014

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2022 წლის 24 მარტი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების  და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის“ ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი დანართი N1  ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.წინამდებარე წესი განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესს და პირობებს, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილებისგან დამოუკიდებლად. 2.ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოთა პოტენციური კადრების გამოვლენა, გადამზადება, და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ონის მუნიციპალიტეტის მერიაში; გ) კანდიდატი – პირი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარმოადგენს განცხადებას ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ; დ) უშუალო ხელმძღვანელი – ონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას. მუხლი 3🔗. სტაჟიორად მიღების წესი 1.ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორად პირი მიიღება განცხადების საფუძველზე ან ონის მუნიციპალიტეტის  ოფიციალური ვებგვერდის  (www.oni.gov.ge) მეშვეობით ქვეყნდება განაცხადი სტაჟიორთა შერჩევისთვის. სტაჟიორთა შერჩევისთვის განაცხადი დამატებით შესაძლებელია გამოქვეყნდეს სოციალურ ქსელში. 2. სტაჟიორთა შერჩევის შესახებ განაცხადი უნდა მოიცავდეს: ა) მერიის იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, სადაც ცხადდება სტაჟიორთა შერჩევა; ბ) სტაჟირების ვადას; გ) სტაჟიორისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; გ) კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს; დ) სხვა საჭირო ინფორმაციას სტაჟიორთა შერჩევის თაობაზე. მუხლი 4🔗. სტაჟირების გავლის საერთო წესი 1. ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) სრულყოფილად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას; ბ) აქვს უმაღლესი განათლება ან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი; გ) ფლობს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს. 2. კანდიდატმა სტაჟირების გავლისათვის ონის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის, ასევე განაცხადის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემთხვევაში, მასში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით,  უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; დ) ავტობიოგრაფია (CV); ე) სამოტივაციო წერილი, არაუმეტეს 150 სიტყვისა. 3. განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში კანდიდატი გასაუბრებას გადის ონის მუნიციპალიტეტის მერთან. 4. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ონის მუნიციპალიტეტის მერი. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კანდიდატი მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით-ბრძანებით მიიღება სტაჟიორად. ამავე ბრძანებით სტაჟიორს სტაჟირების ვადით  განესაზღვრება უშუალო ხელმძღვანელი. 5. სტაჟირება ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით, ანაზღაურების გარეშე. მუხლი 5🔗. სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა 1. ონის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით-ბრძანებით განსაზღვრავს სტაჟიორთა რაოდენობას და ონის მუნიციპალიტეტის მერიის იმ სტრუქტურულ ერთეულებს, სადაც უნდა მოხდეს სტაჟიორთა მიღება. 2. სტაჟირების ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. მუხლი 6🔗. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები 1. სტაჟიორს სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით უფლება აქვს: ა) გაეცნოს ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკას; ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ) სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს კონკრეტული დავალებები; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 2. სტაჟიორი ვალდებულია: ა) დადგენილ ვადაში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და გამომდინარეობს ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან; ბ) დაიცვას მერიის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. მუხლი 7🔗. სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები 1.სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია შეუქმნას სტაჟიორს სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2.სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას. 3.სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა. 4.სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინოს ონის მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 8🔗. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სტაჟიორის პირადი განცხადება; ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით  ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა; გ) დავალების არაერთგზის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით. 2.სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ონის მუნიციპალიტეტის მერი შესაბამისი სტაჟირების ხელმძღვანელის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე. მუხლი 9🔗. სტაჟირების დასრულება 1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ მერი სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული რეკომენდაციით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ; გ) სტაჟირების შედეგების დამაკმაყოფილებელად შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ. 2.სტაჟირების შედეგების  დამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში ონის მუნიციპალიტეტის მერია გასცემს ცნობას სტაჟირების გავლის შესახებ, ხოლო შედეგების დადებითად შეფასებისას სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. დანართი N2 ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი                                   ეძლევა  _____________________________________________                                                                              სახელი, გვარი ონის მუნიციპალიტეტის მერიის _________________________________________________                                                                  (სტრუქტურული ერთეულის დასახელება)                ---------------------------------                                                                    --------------------------------                   ხელმოწერა                                                                                                               თარიღი               --------------------------------------------------------------    ონის მუნიციპალიტეტის მერი