1.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს მერი საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.
2.
საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში რეგლამენტის 147-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საჯარო განხილვისთვის . ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად, თუ საკრებულოს მოთხოვნით მოწვეული იყო დამოუკიდებელი აუდიტი, სავალდებულოა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტი, სავალდებულოა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტის შემოწმებული მასალები და დასკვნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ცნობა რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა ანგარიში განსახილველად, კომისიაში ანგარიშის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომის გრაფიკი, ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.
3.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა და ბიუჯეტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები წარედგინება საკრებულოს აპარატს და ქვეყნდება ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
4.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისა და აუდიტორული დასკვნის გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში ტარდება საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ რეგლამენტის 129–ე მუხლით დადგენილი ფორმების გამოყენებით.
5.
საკრებულო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვას იწყებს ანგარიშის გამოქვეყნებიდან არა უადრეს ორი კვირისა.
6.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას წარუდგენს ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა-განმარტებას. საკრებულო თანამოხსენებლის ფორმით ისმენს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებას საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ჩატარების შემთხვევაში).
7.
მომხსენებელთა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ რეგლამენტის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.
8.
საკრებულო, არა უგვიანეს 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. საკრებულოს მიერ 1 მაისამდე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობას
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.12.2025
მუხლი 92. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 თვის ვადაში
- ვადა 3 დღის ვადაში
- ვადა ორი კვირის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 86. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი
- მუხლი 87. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი
- მუხლი 88. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი
- მუხლი 89. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი
- მუხლი 90. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი
- მუხლი 91. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება და გამოქვეყნება
- მუხლი 93. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
- მუხლი 94. თვითმმართველი ერთეულის სახელით ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება
- მუხლი 95. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა
- მუხლი 96. პეტიციის წესით შემოტანილ წინადადებათა და ნორმატიული აქტების პროექტთა განხილვა
- მუხლი 97. ნორმატიული აქტის პროექტის ხელახალი განხილვა აუცილებლობის მოთხოვნით
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 92, №9, 22.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016469 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5414654/muxli-92/