„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2022 წლის 22 მარტი ქ. წალენჯიხა |
„ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლების ბოლო ერთი წლის განმავლობაში და პროგრამის განხორციელების პერიოდში ფაქტობრივად ცხოვრობენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის-დევნილებისათვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ მუხლში გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების პრინციპებს, სოციალური დახმარების დანიშვნასა და გაცემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენს დოკუმენტთა ნუსხას, სოციალური დახმარების სახეობას და გასაცემი თანხის ოდენობას“;
„2. ბენეფიციარმა სამედიცინო კლინიკიდან უნდა წარმოადგინოს დიაგნოზის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 საჭირო მკურნალობისა და კვლევების მითითებით.“;
„მუხლი 16. წარჩინებულ სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსება
1.პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ოჯახის სარეიტინგო ქულა აქვთ 120 000-ზე ნაკლები და არ არიან ჩართული დაფინანსების არცერთ სახელმწიფო პროგრამაში;
2.პრიორიტეტი ენიჭება, პირველ რიგში, სტუდენტის მაღალ აკადემიურ მოსწრებას შეფასების სისტემით 91 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით (GPA 3-4), შემდეგ ოჯახის შედარებით დაბალ სარეიტინგო ქულას;
3.დაფინანსება მოხდება მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის ნახევრის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარისა, დარჩენილი თანხის დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.;
4.დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით შესაბამის სასწავლებელში თანხის ჩარიცხვით.“.
„2. ბენეფიციართა განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია პროგრამით სარგებლობის შესახებ წარედგინება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას, რომლის თანამშრომელი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას ხარვეზის არსებობისა და მისი გამოსწორების თაობაზე.“
|