,,ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.03.2022
ძალაში შესვლა 01.05.2022
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016339
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2022
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი | ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.03.2018
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
,,ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2022 წლის 24 მარტი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №19 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 05/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.118.016238).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი
დანართი
ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური
მუხლი 1🔗.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური
1. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული.
2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან (განყოფილებებისაგან).
2. სამსახურის განყოფილებაა:
ა) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება;
ბ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება- მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
6. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და საჯარო მოსამსახურეებისაგან.
7. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
8. განყოფილების საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
9. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, მუნიციპალური პროგრამების და პროექტების, შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალური საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის კოორდინაციას, თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
გ) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში მომუშავე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, მათთვის გამოცდილების გაზიარებას;
დ) ცოდნაზე, შემოქმედითობასა და ინოვაციებზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ინოვაციური პროექტების, ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერას;
ე) მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდების მიზნობრივი ჩართულობის, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა-დაგეგმვის კოორდინაციას, რაც მორგებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე;
ვ) ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
ზ) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, ოჯახში ძალადობის პრევენციას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით პროგრამებისა და დოკუმენტაციის მომზადებას;
თ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ი) მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ ქალაქებთან/რეგიონებთან და მათ შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობას, ახალი კონტაქტების მოძიებას და კრეატიულ თანამშრომლობას;
კ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვას;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსი
სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის ფუნქციებსა და კომპეტენციებს;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ე) უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;
ვ) მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ზ) მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ) მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით, ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ფუნქციები
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების მომზადებას და მათ შემდგომ რეალიზებას;
ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი თვითმყოფადობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და შემოქმედებითი საქმიანობის დაცვას და განვითარებას, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას და პოპულარიზაციის ხელშეწყობას;
გ) ახალგაზრდულ, სპორტულ, სფეროებში ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და დამკვიდრებას, ახალგაზრდა სპორტსმენებისა და სპორტული კოლექტივების მხარდაჭერას;
დ) საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების დაგეგმვას, მომზადებას, ჩატარებას, მათ შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნას და ანალიზს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სპორტული ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) მოსახლეობის ფიზიკური გაჯანსაღების, სპორტული ტრადიციების დაცვის, გაღრმავების, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობის, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების მიზნით, პროგრამების შემუშავებას და რეალიზებას;
ზ) მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდების მიზნობრივი ჩართულობის, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა-დაგეგმვის კოორდინაციას, რაც მორგებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე;
თ) განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების და ახალგაზრდების გამოვლენას. მათი მხარდაჭერის ფორმატში სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას კომპეტენციის ფარგლებში;
ი) ქვეყნის მასშტაბით გამოჩენილ ადამიანებთან – მწერლებთან, დრამატურგებთან, მეცნიერებთან, სპორტსმენებთან, შემოქმედებით ჯგუფებთან, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, ორგანიზაციებთან თანამშრომლობას მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის და მოქალაქეთა კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროში მათი ინფორმირებულობის და მომზადების დონის ამაღლების მიზნით;
კ) კოორდინაციას უწევს საგანმანათლებლო და კულტურული ტურიზმის განვითარების საკითხებთან დაკავშირებული პროექტების და პროგრამების შემუშავებას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფუნქციები
განყოფილების ფუნქციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროში წარმოადგენს:
ა) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
დ) ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;
ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა.
თ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებები.