სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება ძალადაკარგული წიაღისეული
მიღების თარიღი 24.03.2022
ძალის დაკარგვა 09.07.2025
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 380090000.76.089.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი | სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ” საჯარო სამართლის იურიდიული პირის-მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 მარტის №4 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება 08.07.2025
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ. სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება 24.07.2018
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის
ბრძანება №4
2022 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 04 იანვრის №1-1/2 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს:
ა) „სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში“ დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) „სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ნიმუში“ დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) „სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ლუქის ნიმუშები“ დანართი №3-ის შესაბამისად.
2. სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა ნუსხა, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ტარება, განისაზღვრება სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 24 ივლისის №6 ბრძანება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსიანდრო ასლანიშვილი