ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურიული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.03.2022
ძალაში შესვლა 01.04.2022
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.143.016633
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/03/2022
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გამრეკელი | ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურიული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურიული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2022 წლის 24 მარტი
ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურიული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურიული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელილევან გამრეკელი
დანართი №1
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურიული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახური
1. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და სამსახურის მოსამსახურეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულებით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მათი კარიერული განვითერების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;
ბ) ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
დ) ინფრასტრუქტურის განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
ე) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ვ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
ზ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
თ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
კ) მუნიციპალური პროექტების თაობაზე კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;
ლ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;
მ) კეთილმოწყობის საქმიანობის განხორციელებას;
ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.