საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ გაწეული ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.03.2022
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №148
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023358
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ გაწეული ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 06.08.2019
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ გაწეული ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №148
2022 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ გაწეული ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ გაწეული ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს:
1. სამსახურის მიერ გაწეული ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახეები:
ა) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDocument) მომსახურება;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის (მათ შორის, ინფრასტრუქტურის სფეროში) მომსახურება;
გ) გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევის მომსახურება;
დ) ელექტრონული ფოსტის მომსახურება;
ე) ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურება;
ვ) ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურება;
ზ) ვებგვერდის სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურება;
თ) ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით, შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურება;
ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურება;
კ) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDocument) არქივაციის მომსახურება.
2. სამსახურის მიერ გაწეული ზოგიერთი მომსახურების პირობები, საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი:
ა) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDocument) მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №1);
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის (მათ შორის, ინფრასტრუქტურის სფეროში) მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №2);
გ) გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №3);
დ) ელექტრონული ფოსტის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №4);
ე) ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №5);
ვ) ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №6);
ზ) ვებგვერდის სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №7);
თ) ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით, შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №8);
ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №9);
კ) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDocument) არქივაციის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №10).
მუხლი 2🔗
ორგანიზაციები, რომლებიც გადაწყვეტენ, შეისყიდონ სამსახურისგან პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებები, უნდა იყვნენ აღჭურვილნი შესაბამისი IT ინფრასტრუქტურით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურს უფლება აქვს, უარი თქვას ასეთი ორგანიზაციების მომსახურებაზე და ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით დაუბრუნოს გადახდილი მომსახურების საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 3🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდა (ანგარიშსწორება) წარმოებს ამავე დადგენილების დანართებში განსაზღვრული წესის გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურები ასევე შესაძლებელია, გადახდილ იქნეს წინასწარი ანგარიშსწორების გზითაც, ამასთან, წინასწარი ანგარიშსწორების გზით ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების შესყიდვის შემთხვევაში, სამსახური თავისუფლდება წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის (საავანსო საბანკო გარანტიის) წარდგენის ვალდებულებისაგან.
მუხლი 5🔗
1. გადახდილი საფასური უბრუნდება განმცხადებელს, თუ:
ა) საფასური გადახდილია ამ დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;
ბ) განმცხადებელმა ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიღებამდე უარი განაცხადა მომსახურების მიღებაზე და მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება.
2. საფასური ბრუნდება მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
მუხლი 6🔗
ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული მომსახურებების შესყიდვას, შესაძლებელია, განთავისუფლდეს საფასურის გადახდისაგან, სამსახურის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 7🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ გაწეული ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 აგვისტოს №378 დადგენილება.
მუხლი 8🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი