,,საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ივლისის #21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2022 წლის 25 მარტი ქ. საჩხერე |
ა) დადგენილებით დამტკიცებულ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
,,მუხლი 91. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეა საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ბ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
გ) ანგარიშვალდებულია მერისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.
3. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“
ბ) დადგენილებით დამტკიცებული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ვაკანსიის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება დროებით უნდა დაეკისროს სამსახურის უფროსის მოადგილეს. ასეთის არარსებობის შემთხევაში – ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, ხოლო განყოფილების უფროსის არარსებობის შემთხვევაში-სამსახურის რომელიმე მოხელეს.“
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ივლისის #21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.03.2022.
- როდის იქნა მიღებული „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ივლისის #21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ივლისის #21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 25.03.2022. მიმღები ორგანო — საჩხერის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.130.016432.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ივლისის #21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ივლისის #21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ივლისის #21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.03.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ივლისის #21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №10, 25.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016432 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5418849/