,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2022 წლის 29 მარტი ქ. სიღნაღი |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 13820,0 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
3.
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 165.0 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
4.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
,,მუხლი 7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება -535,3 ათასი ლარით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2586,7 ათასი ლარით;
ბ) განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების კლება 3122,0 ათასი ლარით.“
„მუხლი 8. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 156,5 ათასი ლარის ოდენობით.“
7.
მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
„2. სოციალური პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 00):
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა), დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ა) მოსახლეობის სამედიცინო დახმარება და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა მატერიალური და სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01):
ა.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დაფინანსება არაუმეტეს 1000 ლარისა.
ბ) მოსახლეობის სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02):
ბ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ბ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მარჩენალდაკარგულისა და მარტოხელა მშობლის, მრავალშვილიანი ოჯახების, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) სოციალური დახმარება, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება, სოციალურად დაუცველი და უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირში მყოფი ოჯახებისათვის დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა), უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა და სხვა სოციალური ღონისძიებები.
გ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება (პროგრამული კოდი 06 02 03):
გ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოქალაქეების მძიმე სოციალური პირობების შემსუბუქება;
გ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფა;
დ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 04):
დ.ა) მიზანი: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებისათვის დახმარება, თანაგრძნობის გამოხატვა და პატივის მიგება;
დ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურებისათვის დაფინანსება თითოეული გარდაცვლილის ოჯახზე 350 ლარის ოდენობით.
ე) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 05):
ე.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებები;
ე.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი ოჯახების სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად ახალდაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე დასახმარებლად თითოეულზე 200 ლარის ოდენობით.
ვ) სტუდენტების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06)
ვ.ა) მიზანი: ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახების და სოციალურად დაუცველი სტუდენტების განათლების ხელშეწყობა;
ვ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სტუდენტებს დაუფინანსდებათ სწავლის გადასახადის 50% არაუმეტეს 1125 ლარისა;
ვ.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ვ.დ) შეფასების ინდიკატორი: ბენეფიციართა რაოდენობა“.
|