1. მომხმარებელს უფლება აქვს, ამ კანონის დარღვევის შესახებ მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) ან შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ უფლებამოსილ ორგანოს. ამ კანონის 29-ე−36-ე მუხლები არ ვრცელდება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ უფლებამოსილ ორგანოზე. შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს თავის მიერ დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების არსებობა მომხმარებელს არ ართმევს სასამართლოსთვის ან არბიტრაჟისთვის მიმართვის უფლებას ან/და დავის მედიაციის საშუალებით გადაწყვეტის უფლებას.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3761 – ვებგვერდი, 11.12.2023წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.11.2023 კანონი №3761
წინა რედაქცია (06.04.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები 1. მომხმარებელს უფლება აქვს, ამ კანონის დარღვევის შესახებ მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციის ერა და მოვნუმხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) ან შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ უფლებამოსილ ორგანოს. ამ კანონის 29-ე−36-ე მუხლები არ ვრცელდება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ უფლებამოსილ ორგანოზე. შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს თავის მიერ დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების არსებობა მომხმარებელს არ ართმევს სასამართლოსთვის ან არბიტრაჟისთვის მიმართვის უფლებას ან/და დავის მედიაციის საშუალებით გადაწყვეტის უფლებას.