სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება ძალადაკარგული ტრანსპორტი
მიღების თარიღი 04.04.2022
ძალაში შესვლა 06.04.2022
ძალის დაკარგვა 18.09.2022
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №02/ნ
სარეგისტრაციო კოდი 310010010.77.090.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დირექტორი ლევან გამყრელიძე | დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №02/ნ
2022 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) 8.2.1.1 პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №1422 განკარგულებით დამტკიცებული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმა და აღწერილობა (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის გაცემის წესი“ (დანართი №2).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმისა და აღწერილობის შესაბამისად დამზადებული ნიმუში (დანართი № 3).
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 6 აპრილიდან.
დირექტორილევან გამყრელიძე