📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 3 აქტს

სსიპ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, სსიპ ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციისა და მათი გაერთიანების შედეგად სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 01.04.2022
ძალაში შესვლა 01.04.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ნომერი №05/07
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016033
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,078 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.04.2022 მიღება
01.04.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 3 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 94% 28.11.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 94% 28.11.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 04.11.2014 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 06.08.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 91% 01.05.2025

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, სსიპ ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციისა და მათი გაერთიანების შედეგად სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დაფუძნების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №05/07 2022 წლის 1 აპრილი ქ. თბილისი სსიპ – ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, სსიპ – ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ – ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციისა და მათი გაერთიანების შედეგად სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დაფუძნების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-12 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 განხორციელდეს სსიპ – ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, სსიპ –  ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ –  ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების გზით. მუხლი 2🔗 ამ ბრძანების პირველ მუხლში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების გაერთიანების შედეგად შეიქმნას სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება. მუხლი 3🔗 სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება განისაზღვროს სსიპ – ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, სსიპ – ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ – ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის უფლებამონაცვლედ. მუხლი 4🔗 განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები სსიპ – ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, სსიპ – ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და სსიპ – ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ბალანსზე რიცხული ქონების სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებისათვის გადასაცემად. მუხლი 5🔗 შტატით გათვალისწინებული და შტატგარეშე მოსამსახურეები, რომლებიც ამ ბრძანების ძალაში შესვლის დროს დასაქმებული არიან სსიპ – ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრში, სსიპ ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრსა და სსიპ – ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრში, ჩაითვალონ სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში იმავე თანამდებობაზე/პოზიციაზე დანიშნულებად და გააგრძელონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება, მათთვის დაკისრებული ფუნქციებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით. მუხლი 6🔗 სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების ბიუჯეტი, საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. მუხლი 7🔗 დამტკიცდეს სსიპ – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დებულება, ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 8🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/470 ბრძანება (სსმ, №147, 30/10/2006, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.028.009.511); ბ) „ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/468 ბრძანება (სსმ, №147, 30/10/2006, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.028.009.509); გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 2 სექტემბრის №05/22 ბრძანება (სსმ, ვებგვერდი, 04/09/2013; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.054.016050). მუხლი 9🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დებულება მუხლი 1🔗 . ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება (შემდგომში – თეატრი), როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით საქმიანობას. 2. თეატრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის უფლებამონაცვლეს. 3. თეატრი წარმოადგენს სტაციონარულ-სარეპერტუარო, პროფესიულ სახელმწიფო თეატრს, რომელსაც გააჩნია მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობები, ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრალური დასი, რომლის უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები/წარმოდგენები (სპექტაკლები). 4. თეატრის დამფუძნებელია სახელმწიფო. 5. თეატრის სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება“. 6. თეატრს აქვს სახელმწიფოს მიერ გადაცემული განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, შტამპი, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. თეატრს შეუძლია თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულება-გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 7. თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 8. თეატრის იურიდიული მისამართებია: ა) საქართველო, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №103; ბ) საქართველო, ქ. ქუთაისი, წმინდა ნინოს ქ. №9; გ) საქართველო, ქ. ახალციხე, კოსტავას ქ.№18. მუხლი 2🔗. თეატრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი თეატრის ძირითად ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი თოჯინური და საყმაწვილო სპექტაკლების დადგმა და მათი მეშვეობით მოსახლეობის ფართო ფენებში თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა, ბავშვთა და მოზარდთა სულიერი და ესთეტიკური აღზრდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის დაცვა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თოჯინური და საყმაწვილო თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება.  მუხლი 3🔗. თეატრის უფლება - მოვალეობანი 1. თეატრს, თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს: ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება შემოქმედებითი მიმართულებების არჩევანის, რეპერტუარის შერჩევის, სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციის შესახებ; ბ) ისარგებლოს თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა, გასცეს თანხმობა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან; დ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა მის მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება; ე) შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე თეატრის დებულების შესაბამისად. 2. თეატრს მხოლოდ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე თეატრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა. 5. თეატრი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, „კულტურის შესახებ“, „პროფესიული თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად; გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები. მუხლი 4🔗. თეატრის სტრუქტურა და მართვა 1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, „პროფესიული თეატრების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 2. თეატრის შემადგენლობა განისაზღვრება „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.  3. სამხატვრო ხელმძღვანელის ან/და თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის გადაწყვეტილებით, თეატრს შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო საბჭო. 4. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს წარდგინებით, ან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი 4 წლის ვადით. 5. სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი. სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი; ბ) პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე; გ) განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს არაუმეტეს 4 წლის ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მისი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 6 თვეს. 4 წელზე მეტი ვადის შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი შრომით ხელშეკრულებებს დებს მინისტრთან შეთანხმებით; ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ვადით; ვ) უზრუნველყოფს რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით; ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას; თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს, მთავარ მხატვარს; კ) თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს; ლ) შეუძლია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება თეატრის დირექტორზე (უფლებამოსილების დელეგირება სამხატვრო ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს თეატრის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან).   6. სამხატვრო ხელმძღვანელი ვალდებულია მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ, სამინისტროში წარადგინოს ანგარიში იმ სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის (შემოქმედებითი, ორგანიზაციული და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შესახებ) შესრულების თაობაზე, რომლის საფუძველზეც ის იქნა დანიშნული ამ თანამდებობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის უარყოფითი/არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, მინისტრს შეუძლია მიმართოს სარეკომენდაციო საბჭოს სამხატვრო ხელმძღვანელის ანგარიშთან დაკავშირებით კონსულტაციისათვის. მინისტრი უფლებამოსილია, საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ან საკუთარი შეხედულებით, მიიღოს გადაწყვეტილება სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ, ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. 7. მინისტრის მითითებით ან თავისი ინიციატივით სარეკომენდაციო საბჭო ახორციელებს თეატრის საქმიანობის მონიტორინგს და მისი შედეგებიდან გამომდინარე, მიმართავს მინისტრს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციით, რომლის საფუძველზეც მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება. 8. კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი: ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე; ბ) თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; გ) საკუთარი შეხედულებით. 9. სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების, უფლებამოსილების შეწყვეტის ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დროებით მოვალეობის შემსრულებელს სარეკომენდაციო საბჭოს ან სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგინებით, ან საკუთარი შეხედულებით, ნიშნავს მინისტრი. 10. თუ მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომენტში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნული არ არის, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნამდე არაუმეტეს 3 თვის ვადით, მინისტრის შეხედულებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და თეატრის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება: ა) პირი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომენტში ასრულებდა თეატრის დირექტორის მოვალეობას; ბ) პირი, თეატრის ადმინისტრაციული პერსონალისგან; გ) სხვა პირი. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და თეატრის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ პირს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაძლებელია შეუწყდეს უფლებამოსილება ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე. ასეთ შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად, მინისტრის შეხედულებით, ინიშნება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირი, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნამდე არაუმეტეს ამ პუნქტის შესაბამისად გათავისუფლებული პირის უფლებამოსილების დარჩენილი მაქსიმალური ვადით. 12. თეატრის დირექტორი: ა) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას;  ბ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკური და დამხმარე პერსონალის მოწვევისა და გათავისუფლების საკითხს; გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს. 13. თეატრის დირექტორს, სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 5🔗. სამხატვრო საბჭო 1. სამხატვრო საბჭო არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული, თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია მინისტრს წარუდგინოს სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურა და დასაბუთებული მოთხოვნა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 2. სამხატვრო საბჭო აირჩევა თეატრის დასისა და შემოქმედებითი კოლექტივის საერთო კრების მიერ. 3. სამხატვრო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ ხმები თანაბრად გადანაწილდება, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. საბჭოს მოწვევა ხდება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა 1/3-ის ინიციატივით. 4. სამხატვრო საბჭოსთვის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობით. 5. სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი. მუხლი 6🔗. თეატრის ქონება  თეატრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. მუხლი 7🔗. თეატრის დაფინანსების წყაროები 1. თეატრის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები; ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრები; გ) უცხოური ინვესტიციები; დ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი; ე) კერძო შემოწირულობანი; ვ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. თეატრის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება თეატრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. თეატრის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია. მუხლი 8🔗. თეატრის სახელმწიფო კონტროლი 1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.  3. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 9🔗. თეატრის წლიური ბალანსი 1. თეატრი აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 2. თეატრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 10🔗. თეატრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია  თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.