„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
130070000.63.075.016145
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №15

2022 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ამავე კანონის 24-ე მუხლის და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №31 ბრძანებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 30/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 130070000.63.075.016050) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სხვა მოთავსებული პირებისგან განცალკევებით თავსდებიან საქართველოს სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა  და საქართველოს დაზვერვის სამსახურის, ასევე  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები. აღნიშნული წესი ვრცელდება მითითებული უწყებების ყოფილ თანამშრომლებზეც.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამედიცინო მუშაკი ვალდებულია სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე წერილობითი ფორმით შეატყობინოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე აცნობოს სამმართველოს ხელმძღვანელობასა და სამსახურის გენერალურ ინსპექციას:

ა) თუ სამედიცინო მუშაკს წარმოეშობა ეჭვი მოსათავსებელი პირის მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ან სხვა ძალადობრივ ქმედებაზე;

ბ) თუ მოსათავსებელი პირი განაცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ/არაადამიანურ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას ან/და მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით აიძულეს განმარტების/ჩვენების მიცემა.“;

ბ) 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იზოლატორის ცვლის უფროსი ვალდებულია სატელეფონო გზით დაუყოვნებლივ შეატყობინოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე აცნობოს სამმართველოს ხელმძღვანელობასა და სამსახურის გენერალურ ინსპექციას:

ა)  თუ მოსათავსებელ პირს სხეულზე აღენიშნება ახლად მიღებული დაზიანება;

ბ) თუ მოსათავსებელი პირი განაცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის  მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ/არაადამიანურ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას ან/და მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით აიძულეს განმარტების/ჩვენების მიცემა.“.

3. მე-16 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამედიცინო მუშაკი ვალდებულია სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე წერილობითი ფორმით შეატყობინოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე აცნობოს სამმართველოს ხელმძღვანელობასა და სამსახურის გენერალურ ინსპექციას:

ა) თუ სამედიცინო მუშაკს წარმოეშობა ეჭვი მოთავსებული პირის მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ან სხვა ძალადობრივ ქმედებაზე;

ბ) თუ მოთავსებული პირი განაცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის  მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ/არაადამიანურ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას ან/და მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით აიძულეს განმარტების/ჩვენების მიცემა.“.

4. მე-19 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის წინასწარი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი იზოლატორში დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.“.

5. 23-ე მუხლის მე-7- მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იზოლატორს ეკრძალება, შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, იმ საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოს სამინისტროს, სამსახურის, სამმართველოს, საქართველოს სახალხო დამცველის, ადვოკატის, პროკურორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სახელზე გაგზავნილი მოთავსებული პირის განცხადება და საჩივარი, აგრეთვე ასეთი პირებისაგან მიღებული წერილები.

8. მოთავსებული პირი სამსახურის გენერალური ინსპექციის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  ან/და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტელეფონით. თუ პირი სარგებლობს ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლებით, იზოლატორის მოსამსახურემ უნდა უზრუნველყოს საუბრის კონფიდენციალობის დაცვა.“.

6. 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოთავსებულ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს, აგრეთვე სამსახურის გენერალურ ინსპექციას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.“.

7. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადრესატი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია საჩივრის შინაარსი სატელეფონო გზით  შეატყობინოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე გადაუგზავნოს წერილობით, თუ საჩივარი შეიცავს ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ:

ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ;

ბ) მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ;

გ) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია  იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგრიგოლ ლილუაშვილი