გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.03.2022
ძალაში შესვლა 02.05.2022
ძალის დაკარგვა 01.07.2024
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.161.016506
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.07.2024
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.04.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2022 წლის 30 მარტი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №28 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.161.016407).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 2 მაისიდან.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური
დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) დაქვემდებარებაში არსებული განათლების, კულტურისა და სპორტის დაწესებულებათა კოორდინაციას, შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული მიმართულებების ობიექტებისა და დაწესებულებების მდგომარეობას და მუშაობს მათი განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების მომზადებაზე, ხელმძღვანელობს კულტურისა (კულტურული მემკვიდრეობა) და ხელოვნების, განათლებისა (სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები და ახალგაზრდობის საქმეები) და სპორტის მიმართულებებით შექმნილი პროგრამების რეალიზებას. უზრუნველყოფს მერის საზოგადოებასთან და მედიასთან სტრატეგიულ და ეფექტურ კომუნიკაციას, ახორციელებს მერის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას.
2. სამსახურს აქვს ბეჭედი გარდაბნის მუნციპალიტეტის გერბის გამოსახულებით და ბლანკი სამსახურის სახელწოდებით.
3. სამსახურის მისამართია: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №127.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: „საქართველოს კონსტიტუცია“, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
თავი II
სამსახურის საქმიანობა
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება, კოორდინაცია, განხორციელება და მონიტორინგი მათ მიმდინარეობაზე;
ბ) მუნიციპალიტეტში ადრეული ასაკის, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის მიწოდების მონიტორინგი, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუშავება და განხორციელება;
გ) კულტურის, განათლების (მათ შორის, ადრეული და სკოლამდელი განათლების, აგრეთვე ახალგაზრდობის მიმართულებები) და სპორტის სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;
დ) საჭიროების შემთხვევაში პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მუნიციპალიტეტის მერთან (შემდგომში – მერი) წინადადებების წარდგენა;
ე) წინადადებების შემუშავება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
ვ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების მხრიდან სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების სამსახურთან განხილვა-შეთანხმება, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
ზ) კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშეწყობისთვის აუცილებელი პროექტების შემუშავება ან/და წარმოდგენილ პროექტებში მონაწილეობის მიღება;
ი) შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით სოციალურად დაუცველთა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება-ორგანიზება;
კ) განათლების, კულტურის (მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის) და სპორტის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;
ლ) მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან სტრატეგიული და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
მ) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
ნ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის და სოციალური მედიაგვერდების მართვა;
ო) საჯარო ინფორმაციის გაცემის და პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
პ) მუნიციპალიტეტის მერის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება;
ბ) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება.
მუხლი 5🔗. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ფუნქციებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის დაწესებულებების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა, მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება, დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
ბ) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
გ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) კულტურულ-საგანმანათლებლო, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა და პროგრამების დაგეგმვა;
დ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია;
ე) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა, მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება, დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
ვ) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
ზ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) სპორტულ-ახალგაზრდულ ღონისძიებათა ჩატარება, სპორტული მიმართულებების/სახეობების განვითარების ხელშეწყობა და პროგრამების დაგეგმვა;
თ) სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 6🔗. საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება
საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან, პრესსამსახურებთან და სხვადასხვა უწყებებთან მერიის თანამდებობის პირების და სხვა თანამშრომლების შეხვედრების ორგანიზება;
ბ) მერიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება;
გ) მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ინფორმირება;
დ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების ორგანიზება და მოწყობა, პრესრელიზების, ანონსების, ინტერვიუების მომზადება;
ე) ბუკლეტების, ბროშურების, ცნობარების და სხვა სახის ბეჭდური პროდუქციის მომზადება;
ვ) მერიის სარეკლამო კამპანიის მართვა, ყოველდღიური პრესის მონიტორინგი, ნებისმიერი საინფორმაციო მასალის აღრიცხვა და დაარქივება;
ზ) მერიის PR აქციების დაგეგმვა, ორგანიზება და ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება;
თ) სოციალური ქსელების და ვებგვერდის ადმინისტრირება, სოციალურ ქსელებში, ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება, განახლება, რედაქტირება, საინფორმაციო უზრუნველყოფა და მართვა;
ი) მერთან შეთანხმებით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეების შერჩევა, რომლებიც უზრუნველყოფენ მედია საშუალებებისათვის ინტერვიუებისა და სატელეფონო კომენტარების მიცემას;
კ) ინფორმაციის მიღების მიზნით, კონფერენციებზე, სხდომებზე, თათბირებსა და შეხვედრებზე დასწრება;
ლ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სრულყოფილი განხილვისა და გადაწყვეტისათვის, მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა, შესაბამისი მასალების გამოთხოვა და მოპოვება;
მ) კონტაქტების დამყარება მასმედიასა და საზოგადოების წარმომადგენლებთან;
ნ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან მიღებული ინფორმაციის, წინადადებებისა და შენიშვნების ანალიზი;
ო) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
თავი IV
სამსახურის მართვა
მუხლი 7🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
მუხლი 8🔗. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში-სამსახურის ხელმძღვანელი):
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთათვის წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინებისა და პროფესიული განვითარების „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
თ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
კ) უზრუნველყოფს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ლ) ასრულებს სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.
მუხლი 9🔗. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი
1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს – განყოფილებას ხელმძღვანელობს მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი (შემდგომში - განყოფილების უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ამ დებულებით განყოფილებისთვის განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციების განაწილების თაობაზე წინადადებებს და სამუშაო გეგმას;
ვ) განსახილველად გადმოგზავნილ დავალებებს ანაწილებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებზე;
ზ) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე;
თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ი) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
კ) აუცილებელ პირობებს უქმნის განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს მათი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისთვის;
ლ) ამზადებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს.
თავი V
საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები
მუხლი 10🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მათი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.
მუხლი 11🔗. სამსახურის
საჯარო
მოსამსახურეთა
ვალდებულებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, მერის დავალებითა თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.
მუხლი 12🔗. საჯარო
მოსამსახურეთა
თანამდებობაზე
დანიშვნა, სამსახურებრივი
მოვალეობები
და
თანამდებობრივი
სარგოს
განსაზღვრა
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
3. საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მერი.
4. სამსახურის საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულო.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 13🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.