1. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენაზე გადაწყვეტილებას ღებულობს  საკრებულოს ფრაქცია, რომლის გადაწყვეტილება ეცნობება მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო  საკითხთა  კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს. იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო  საკითხთა  ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია (მუნიციპალიტეტის საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.

2. საკრებულოს კომისიის შემადგენლობას ცნობად ღებულობს საკრებულოს ბიურო, ხოლო საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულ