1. საკრებულოს წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და ეს რეგლამენტი;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში;
გ) ამ რეგლამენტის 142-ე მუხლით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;
დ) სავალდებულოა იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა);
ე) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;
ვ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;
ზ) დაიცვას ამ რეგლამენტით დადგენილი ქცევის სტანდარტები;
თ) ამ რეგლამენტის 143–ე მუხლით დადგენილი წესით არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს.
3. საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ.
4. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს სხდომის, კომისიის სხდომის გაცდენის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს მიზეზი საკრებულოს თავმჯდომარეს,კომისიის თავმჯდომარეს ან საკრებულოს აპარატს, ხოლო ერთი თვის ვადაში წერილობით წარადგინოს ცნობა (ან შესაბამისი დოკუმენტი) სხდომის გაცდენისათვის საპატიოდ ჩათვლის თაობაზ