საბროკერო კომპანიასა და კლიენტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუშისადმი განსაზღვრული მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 02.08.2002
ძალის დაკარგვა 04.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 040.170.280.17.014.005.456
გამოქვეყნების წყარო სსმ, 82, 14/08/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 04.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
საბროკერო კომპანიასა და კლიენტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუშისადმი განსაზღვრული მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} @font-face {font-family:"SPGrigolia MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT"; letter-spacing:10.0pt; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:297.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:56.7pt 56.7pt 28.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.280..17.014.005.456
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული
კომისიის დადგენილება №21
2002 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
„საბროკერო კომპანიასა და კლიენტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუშისადმი განსაზღვრული მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული წესი – „საბროკერო კომპანიასა და კლიენტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუშისადმი განსაზღვრული მოთხოვნების შესახებ”;
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ჯიბუტი
წესი საბროკერო კომპანიასა და კლიენტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუშისადმი განსაზღვრული მოთხოვნების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში – „კანონი”) 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა ითვალისწინებდეს საბროკერო კომპანიასა (შემდგომში – „კომპანია”) და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულება.
2. ყველა ხელშეკრულება საბროკერო კომპანიასა და კლიენტებს შორის უნდა გაფორმდეს წერილობით საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.
3. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის მიღების სურვილის მქონე იურიდიულმა პირმა ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიაში უნდა წარმოადგინოს კლიენტთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუში.
მუხლი 2🔗. უფლებამოსილების დადასტურება
1. საბროკერო კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებისას კლიენტს უნდა წარმოუდგინოს როგორც საბროკერო კომპანიის, ასევე იმ ბროკერის ლიცენზიაც, რომელიც მოემსახურება კლიენტს.
2. თუ საბროკერო კომპანიას აქვს სპეციალური ლიცენზია, მან კლიენტთან დადებულ ხელშეკრულებაში გარკვევით უნდა მიუთითოს იმ საქმიანობის შესახებ, რომლის ლიცენზიასაც იგი ფლობს.
3. საბროკერო კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს კლიენტს ინფორმაცია მისთვის ან მისი ბროკერისათვის ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების, ან თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წევრობის დროებით შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 3🔗. მხარეთა უფლებები
1. კლიენტს ხელშეკრულების მიხედვით უფლება უნდა ჰქონდეს:
ა) მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია საბროკერო კომპანიის კუთვნილი საკომისიოს, გადასახდელების, ხარჯების ოდენობის და იმ პროცედურების შესახებ (საფონდო ბირჟის და ცენტრალური დეპოზიტარის წესების მიხედვით), რომელთა განხორციელებაც აუცილებელია, რათა საბროკერო კომპანიამ განახორციელოს ამ ხელშეკრულებით დავალებული მოქმედება;
ბ) თუ ხელშეკრულება გრძელვადიანია, ყოველთვიურად მიიღოს ანგარიში საბროკერო კომპანიისაგან თავისი ფასიანი ქაღალდების ანგარიშის მდგომარეობისა და მის მიერ დავალებული მომსახურების მიმდინარეობის შესახებ ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით, ხოლო თუ მის ანგარიშზე არ განხორციელებულა ოპერაციები, მაშინ ასეთი ინფორმაცია უნდა მიიღოს ყოველკვარტალურად, კვარტლის დამთავრებიდან არაუგვიანეს ათი დღის ვადაში;
2. საბროკერო კომპანიას ხელშეკრულების მიხედვით უფლება უნდა ჰქონდეს:
ა) ხელშეკრულების გაფორმებამდე შესთავაზოს კლიენტს ანკეტის შევსება;
ბ) უარი განაცხადოს კლიენტისგან დავალების მიღებაზე, თუ კლიენტს გააჩნია საბროკერო კომპანიის დავალიანება;
გ) კლიენტის დავალების საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შესრულებისათვის მოსთხოვოს კლიენტს საკომისიოს და სხვა გადასახდელების დროულად და სრულად გადახდა;
დ) კლიენტისაგან მომსახურებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში დეტალურად აღწეროს მასთან დაკავშირებით ის ინფორმაცია, რომელიც გამომდინარეობს მოქმედი ნორმატიული მოთხოვნებიდან, აგრეთვე იმ თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესებიდან, რომლის წევრიც არის კომპანია.
მუხლი 4🔗. მხარეთა მოვალეობები
1. ხელშეკრულება უნდა ასახავდეს კლიენტის ვალდებულებას:
ა) დროულად და სრულად გადაუხადოს საბროკერო კომპანიას ხელშეკრულებით განსაზღვრული საკომისიო და სხვა გადასახდელები;
ბ) შეასრულოს ის პროცედურები (საფონდო ბირჟის და ცენტრალური დეპოზიტარის წესების მიხედვით), რომლებიც აუცილებელია, რათა საბროკერო კომპანიამ განახორციელოს ხელშეკრულებით დავალებული მოქმედება;
გ) საბროკერო კომპანიას აუნაზღაუროს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული რეალური ხარჯები, რომელიც საჭირო იყო ამ მომსახურების განხორციელებისათვის.
2. საბროკერო კომპანია ხელშეკრულებით ვალდებული უნდა იყოს:
ა) გაუხსნას კლიენტს თავისი აქტივებისაგან გამიჯნული ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრების განცალკევებული ანგარიშები და მიუთითოს, რომ კლიენტის ანგარიშზე გადარიცხული სახსრები წარმოადგენს მხოლოდ კლიენტის საკუთრებას;
ბ) კლიენტისათვის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით ნებისმიერი რჩევის მიცემისას საფუძვლიანად იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ეს რჩევა კლიენტისათვის სარგებლიანია;
გ) კლიენტისათვის ფასიანი ქაღალდების გარიგებაზე რჩევის მიცემამდე ძალისხმევა არ დაიშუროს კლიენტის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოსაპოვებლად, რომელსაც გამოიყენებს კომპანია თუ ბროკერი კლიენტისათვის რჩევის მიცემისას (კლიენტის ფინანსური მდგომარეობა, გადასახადების მდგომარეობა, საინვესტიციო მიზნები, ფინანსური რისკის განსაზღვრა და სხვა).
დ) შეასრულოს კლიენტის დავალება ხელშეკრულების პირობების ზუსტი დაცვით, მიაწოდოს კლიენტს ინფორმაცია იმ პროცედურების შესახებ (საფონდო ბირჟის და ცენტრალური დეპოზიტარის წესების მიხედვით), რომელთა საბროკერო კომპანიის მიერ შეასრულებაც ხელშეკრულებით დავალებული მოქმედების განახორციელების აუცილებელი პირობაა;
ე) ხელშეკრულების შესრულების დღესვე კლიენტთან წინასწარ მოლაპარაკებული კავშირგაბმულობის საშუალებებით და წესით შეატყობინოს მას ამ შესრულების შესახებ;
ვ) დადგენილი წესების დაცვით მიაწოდოს კლიენტს ინფორმაცია ინვესტიციების ვარგისობის, საბროკერო კომპანიის ან ბროკერის ინტერესთა პოტენციური კონფლიქტისა და საბროკერო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
ზ) ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით უზრუნველყოს კლიენტისათვის ინფორმაციის მიწოდება მის მიერ დავალებული მომსახურების მიმდინარეობისა და მისი ანგარიშის მდგომარეობის შესახებ.
თ) კეთილგონიერების ფარგლებში, ძალისხმევა არ დაიშუროს, რათა ფასიანი ქაღალდისათვის მოიძიოს საუკეთესო ბაზარი და ამგვარი ბაზრის პირობებში აწარმოოს ყიდვა-გაყიდვა კლიენტისათვის შეძლებისდაგვარად მომგებიან ფასში.
ი) დაიცვას კლიენტთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია და კლიენტის წერილობითი თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს იგი, კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა.
მუხლი 5🔗. სამართლიანი ფასები, საკომისიოები და ანაზღაურება
1. საბროკერო კომპანიის მიერ კლიენტისადმი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება უნდა იყოს შესაფერისი და სამართლიანი. მომსახურების ანაზღაურების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე.
2. თუ კომპანია კისრულობს კლიენტისათვის ფასიანი ქაღალდის ყიდვა-გაყიდვის მომსახურებას, ყიდვა-გაყიდვა უნდა განხორციელდეს კლიენტისათვის სამართლიან ფასში, მასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გათვალისწინებით.
3. თუ კომპანია რაიმე გარიგებისას მოქმედებს როგორც თავისი კლიენტის აგენტი, მან არ უნდა დაუწესოს კლიენტს სამართლიანზე მეტი საკომისიო ან მომსახურების ანაზღაურება, ამასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გათვალისწინებით.
მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულებები
ყოველმა ლიცენზირებულმა საბროკერო კომპანიამ ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას წარუდგინოს კლიენტთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუშ(ებ)ი, ამ წესის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.