უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ
მიღების თარიღი 06.08.2002
ძალის დაკარგვა 13.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №218/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.11.119.005.457
გამოქვეყნების წყარო სსმ, 83, 15/08/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:AcadNusx; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-28.35pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:35.45pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-35.45pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:21.3pt 59.15pt 70.9pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.11.119.005.457
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №218/ნ
2002 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესის შესახებ
„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესი“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე
ა. გამყრელიძე
უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია „დასაქმების შესახებ” და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს სპეციალური პროფესიული სასწავლებლების (შემდგომში „სასწავლებლების“) შერჩევისა და კონკურსის (შემდეგში ტენდერის) ორგანიზების პირობებს უმუშევრისა და სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
2. ამ წესის მიზანია:
ა) პროცედურების დადგენა, რომელთა მიხედვითაც წარმოებს სასწავლებლების შერჩევა უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების მიზნით.
ბ) სასწავლებლების შერჩევის მიზნით საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ტენდერის ჩატარების პერიოდულობის, ვადებისა და პრინციპების განსაზღვრა;
გ) უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლებლების შერჩევის პროცესში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მონაწილეობის ფორმებისა და კონკრეტული ფუნქციების განსაზღვრა.
3. ამ წესით დადგენილი ნორმები ვრცელდება მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორგანიზებული ტენდერების მონაწილე იურიდიულ პირებზე.
4. უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორგანიზებული ტენდერის მიზანია:
ა) უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების მაღალი დონის უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის მაღალეფექტიანობისა და მიზნობრიობის უზრუნველყოფა;
გ) სასწავლო პროცესის ორგანიზაციის სრულყოფა;
დ) უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება და საჯაროობა.
მუხლი 2🔗. ტენდერის ორგანიზაცია
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყოველწლიურად ატარებს ტენდერს უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლებლის შესარჩევად.
2. ტენდერი იმართება სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად, „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” დამტკიცების შემდეგ.
3. ტენდერი ტარდება მხოლოდ იმ ცალკეული პროფესიების (ან კვალიფიკაციაზე არსებული მოთხოვნების) მიხედვით, რომლებზეც არსებობს რეალური ან პერსპექტიული მოთხოვნა საქართველოს შრომის ბაზარზე.
4. ტენდერი შეიძლება ჩატარდეს, ასევე უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის სპეციალური სასწავლებლის შესარჩევად, უმუშევართა პროფესიული უნარ-ჩვევების გაფართოებისა და განვითარების მიზნით.
5. ტენდერი ტარდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაზე ლიცენზიის მქონე იმ სასწავლო დაწესებულების გამოსავლენად, რომელსაც გააჩნია საკმარისი ინტელექტუალური და ტექნიკური საშუალებები, რათა უზრუნველყოს უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება სპეციალობებში, რომლებზეც საქართველოს შრომის ბაზარზე არსებობს რეალური ან პერსპექტიული მოთხოვნა.
6. ტენდერის დროს სასწავლებლის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) სასწავლებლის უნარი დააკმაყოფილოს კონკრეტული სპეციალობის მიხედვით საქართველოს შრომის ბაზარზე კვალიფიკაციისა და შრომითი უნარ-ჩვევების მიმართ ჩამოყალიბებული მოთხოვნები;
ბ) კონკრეტულ სპეციალობაში ერთი პირის მოსამზადებლად დანახარჯების წარმოდგენილი მოცულობა.
7. ტენდერის შედეგად კონკრეტული სპეციალობის მიხედვით შესაძლებელია გამოვლენილ იქნას სასწავლებელი, საქართველოს ცალკეულ რაიონში ან რაიონებში არსებული უმუშევრების პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
8. ტენდერის შედეგად შერჩეულ სასწავლებელში საჭიროებისა და შეთანხმებული სასწავლო გრაფიკის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში, იწარმოებს უმუშევართა გაგზავნა პროფესიული მომზადების, გადამზადების ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, ამ მიზნით გათვალისწინებული საბიუჯეტო რესურსების ფარგლებში.
9. ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან (ორგანიზაციებთან) ფორმდება ხელშეკრულება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის კომპეტენცია
1. დასაქმების სახელმწიფო სამსახური „დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის მონიტორინგს.
2. ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და ცალკეულ პროფესიებზე რეალური, თუ პერსპექტიული მოთხოვნის შესახებ დასაქმების სახელმწიფო სამსახური საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგენს ყოველკვარტალურად, მომდევნო კვარტალის პირველი თვის 15 რიცხვამდე.
3. დასაქმების სახელმწიფო სამსახური შრომის ბაზრის მონიტორინგის პროცესში ახდენს ცალკეულ პროფესიებსა და კვალიფიკაციაზე არსებული მოთხოვნების იდენტიფიცირებას, დეტალიზაციასა და დოკუმენტირებას, აწარმოებს შედარებას არსებულ პროფესიულ სტანდარტებთან, აკეთებს ანალიზს.
4. დასაქმების სახელმწიფო სამსახური აწარმოებს დამსაქმებელთა კონკრეტული განაცხადების შეგროვებას სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე და შესაბამის წერილობით მოტივაციასთან ერთად აწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
5. საბიუჯეტო წლის განმავლობაში დასაქმების სახელმწიფო სამსახური საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგენს იმ სამუშაოს მაძიებელთა კონკრეტულ სიებს, (სპეციალობების მითითებით, რომლებშიც უნდა მოხდეს სამუშაოს მაძიებელთა გადამზადება) და შესაბამის მოტივაციას, რომლებიც ექვემდებარებიან პროფესიულ მომზადებას, გადამზადებას ან კვალიფიკაციის ამაღლებას.
6. დასაქმების სახელმწიფო სამსახური აგზავნის სამუშაოს მაძიებელებს ტენდერის გზით შერჩეულ სასწავლო დაწესებულებებში, მოსამზადებელ პირთა სიის საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ.
მუხლი 4🔗. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენცია
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აწარმოებს განაცხადების მიღებას სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. განაცხადების წარდგენა წარმოებს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით.
2. პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მოსამზადებელი კადრების რაოდენობისა და პროფესიების სახეობათა გათვალისწინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ატარებს ტენდერს სპეციალური პროფესიული სასწავლებლის გამოსავლენად.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს შრომის ბაზრის მდგომარეობის შეფასებას და ადგენს იმ სპეციალობებისა და პროფესიების ჩამონათვალს, რომელთა მიხედვითაც წარმოებს ტენდერის ჩატარება.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აწარმოებს შერჩეული სასწავლებლების მიერ მომზადებულ უმუშევართა დასაქმების მონიტორინგს და აფასებს სასწავლებელთა მომსახურების ეფექტიანობას.
მუხლი 5🔗. ტენდერის მომზადების, ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოვლენის წესი და პირობები
ტენდერის მომზადება, ჩატარება, გამარჯვებულის გამოვლენა და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმება წარმოებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თანახმად.