საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2022
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016257
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,995 სიტყვა · ~15 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
საჰაერო ხომალდის   ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულება
საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პროფესიული მომზადებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებო დაწესებულება
მუხლი 2
ინსტრუქტორი
საინსტრუქტორო სამუშაოზე დაშვებული ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი
მუხლი 2
გამომცდელი
პირი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტის, საბაზო ან საჰაერო ხომალდის ტიპზე თეორიული სწავლებისას, მიღებული ცოდნის გამოცდის ჩატარებას
მუხლი 2
შემფასებელი
პირი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტის საბაზო ან საჰაერო ხომალდის ტიპზე პრაქტიკული სწავლების შეფასებას
მუხლი 2
სდ-ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
სტუდენტთა თეორიული/პრაქტიკული მომზადებისათვის საჭირო, სასწავლო პროგრამებით განსაზღვრული სწავლების მიზნების შესაბამისი შენობა-ნაგებობების, აუდიტორიების, საგამოცდო და ადმინისტრაციული ოთახების, ჩანაწერების შენახვის სივრცის, ბიბლიოთეკის, პრაქტიკული სწავლების საშუალებების (სახელოსნო, ტექნიკური მომსახურების ბაზა,   აღჭურვილობა, ხელსაწყოები, ელ.ტექნიკა, თვალსაჩინო საშუალებები და სხვ.) ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე ჩასატარებლად
მუხლი 2
საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი
სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სდ-ს შესაბამისობას ამ ,,წესით” და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
მუხლი 2
კომპლექსური საწვრთნელი მოწყობილობა (STD)
საჰაერო ხომალდის კონკრეტული სისტემის და/ან კომპონენტის სამუშაო მოდელი, რომელიც აგრეთვე მოიცავს კომპიუტერულ მოდელირებას და გამოიყენება საჰაერო ხომალდის რთული სისტემების და გაუმართაობის დიაგნოსტიკისთვის.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 94% 20.10.2021 განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 89% 18.08.2017 ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 27.09.2018 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 02.07.2021 პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 15.03.2019

დოკუმენტის ტექსტი

საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №76 2022 წლის 28 მარტი ქ. თბილისი საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 და 56-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი. მუხლი 2🔗 ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატები ინარჩუნებს  იურიდიულ ძალას  მოქმედების ვადის ამოწურვამდე. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი (შემდგომში – „წესი“) შემუშავებულია  ევროკავშირის  რეგულაცია (EU) No 1321/2014 (Part-147) და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პირველი დანართის („სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების სახელმძღვანელო“ (Doc.9841) საფუძველზე.  2. წესი ადგენს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებების სასერტიფიკაციო მოთხოვნებს. 3. წესის მოქმედება ვრცელდება საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სწავლებას და შემოწმებას. 4. საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების (შემდგომში-სდ) – სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, შეზღუდვას, შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილების შეტანას, სერტიფიკატის და/ან მისი დანართის დუბლიკატის გაცემას, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სდ-ის სერტიფიკატის აღიარებას, სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 5. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 4 თვის ვადაში. 6. სერტიფიკატი ადასტურებს სასწავლო დაწესებულების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. 7. ამ წესის შესაბამისად სერტიფიკატი გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე. 8. სერტიფიკატით და მისი დანართით (დანართი №1) განისაზღვრება სასწავლო დაწესებულების უფლებამოსილება და ნებადართული სასწავლო კურსების ჩამონათვალი. 9. სდ-ს შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის: ა)  საბაზო თეორიული და/ან პრაქტიკული სწავლება; ბ) საბაზო თეორიული და/ან პრაქტიკული გამოცდა/შემოწმება; გ) საჰაერო ხომალდის ტიპზე  თეორიული და/ან პრაქტიკული სწავლება; დ) საჰაერო ხომალდის ტიპზე  თეორიული და/ან პრაქტიკული გამოცდა/შემოწმება. მუხლი 2🔗. ტერმინები და განმარტებები ამ „წესში“ გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჰაერო ხომალდის   ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულება – საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პროფესიული მომზადებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებო დაწესებულება; ბ) ინსტრუქტორი – საინსტრუქტორო სამუშაოზე დაშვებული ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი; გ) გამომცდელი – პირი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტის, საბაზო ან საჰაერო ხომალდის ტიპზე თეორიული სწავლებისას, მიღებული ცოდნის გამოცდის ჩატარებას; დ) შემფასებელი – პირი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტის საბაზო ან საჰაერო ხომალდის ტიპზე პრაქტიკული სწავლების შეფასებას; ე) სდ-ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – სტუდენტთა თეორიული/პრაქტიკული მომზადებისათვის საჭირო, სასწავლო პროგრამებით განსაზღვრული სწავლების მიზნების შესაბამისი შენობა-ნაგებობების, აუდიტორიების, საგამოცდო და ადმინისტრაციული ოთახების, ჩანაწერების შენახვის სივრცის, ბიბლიოთეკის, პრაქტიკული სწავლების საშუალებების (სახელოსნო, ტექნიკური მომსახურების ბაზა,   აღჭურვილობა, ხელსაწყოები, ელ.ტექნიკა, თვალსაჩინო საშუალებები და სხვ.) ერთობლიობა, რომელიც განკუთვნილია სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე ჩასატარებლად; ვ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი – სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სდ-ს შესაბამისობას ამ ,,წესით” და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. ზ) კომპლექსური საწვრთნელი მოწყობილობა (STD) – საჰაერო ხომალდის კონკრეტული სისტემის და/ან კომპონენტის სამუშაო მოდელი, რომელიც აგრეთვე მოიცავს კომპიუტერულ მოდელირებას და გამოიყენება საჰაერო ხომალდის რთული სისტემების და გაუმართაობის დიაგნოსტიკისთვის. თავი II საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სასერტიფიკაციო  მოთხოვნები მუხლი 3🔗. მოთხოვნები საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მიმართ 1. სასწავლო დაწესებულების შენობა-ნაგებობა, ნებისმიერი ამინდის პირობებში, სტუდენტს უნდა აძლევდეს საშუალებას, მიიღოს  სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. 2. შენობაში გათვალისწინებული უნდა იყოს თეორიული სწავლებისა და გამოცდების ჩასატარებელი განცალკევებული სივრცე, სადაც: ა) სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა ნებისმიერ სასწავლო კურსის თეორიულ ნაწილზე არ უნდა აღემატებოდეს 28 ერთეულს; ბ) საგამოცდო ოთახი  მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ გამოცდის განმავლობაში  სტუდენტს არ ჰქონდეს საკუთრი ადგილიდან სხვა სტუდენტის საგამოცდო ფურცლების წაკითხვის ან კომპიუტერის ეკრანის დანახვის შესაძლებლობა. 3. საბაზო მოსამზადებელი კურსის შემთხვევაში, სახელოსნო და/ან ტექნიკური მომსახურების ბაზა, აღჭურვილი პრაქტიკული სასწავლო პროგრამის შესაბამისად, განცალკევებული უნდა იყოს თეორიული სწავლების ოთახებისგან. თუ სასწავლო დაწესებულებას არ გააჩნია პრაქტიკული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სახელოსნო და/ან ტექნიკური მომსახურების ბაზა, აღნიშნული სწავლების განსახორციელებლად მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოსაყანებლად სასწავლო დაწესებულებამ ხელშეკრულება უნდა გააფორმოს სხვა ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციასთან, რომლის შემოწმების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს სააგენტოს ნებისმიერ დროს, რაც  აგრეთვე გაწერილი უნდა იყოს სასწავლო დაწესებულებასა და ტექნიკური მომსახურების საწარმოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში. 4. საჰაერო ხომალდის ტიპზე დავალების მიხედვით სწავლებისას აუცილებელია სასწავლო კურსი უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი საჰაერო ხომალდის ტიპის  აღჭურვილობით, ამ წესის მე-6 მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად. 5. საბაზო სასწავლო კურსის განმავლობაში პრაქტიკული მომზადების მსვლელობისას  მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15 სტუდენტს  ერთ ინსტრუქტორზე/ შემფასებელზე. 6. სდ-ში გათვალისწინებული უნდა იყოს ინსტრუქტორების, გამომცდელებისა და შემფასებლების სამუშაო სივრცე, რათა მათ შეძლონ საკუთარი მოვალეობის შესრულება დაძაბულობის ან სხვა ხელის შემშლელი გარემოებების  გარეშე.  7. სდ უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცული საცავით, რომელშიც ამ წესით დადგენილ ვადებში შესაძლებელი იქნება საგამოცდო ტესტების და სასწავლო კურსების ჩანაწერების შესაბამის მდგომარეობაში შენახვა. საცავი შესაძლებელია განთავსებული იყოს განცალკევებულ  ან ინსტრუქტორების, გამომცდელების და შემფასებლების სამუშაო ოთახში დოკუმენტაციის უსაფრთხოების დაცვის პირობების უზრუნველყოფით. 8. სდ-ს ბიბლიოთეკა უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი სასწავლო-სახელმძღვანელო მასალებით სწავლების მოცულობისა და დონის შესაბამისად. მუხლი 4🔗. სასწავლო დაწესებულების პერსონალი 1. სასწავლო დაწესებულებაში დანიშნული უნდა იყოს  პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია სასწავლო პროცესების  ფინანსურ უზრუნველყოფაზე და წარმართვაზე  ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად. 2. სდ-ში დანიშნული უნდა იყოს  ხელმძღვანელი პირი ან რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი (დანართი 2), რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან და ანგარიშვალდებულია პასუხისმგებელი ხელმძღვანელის წინაშე.  ჯგუფიდან თანამდებობით უფროსი პირი, ან ჯგუფის ერთ-ერთი წევრი შესაძლებელია იყოს პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირი. 3. სდ-ს უნდა ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის პერსონალი, რომ უზრუნველყოს  თეორიული  და პრაქტიკული სწავლების დაგეგმვა, ჩატარება, გამოცდა და შეფასება. 4. პრაქტიკული სწავლება და შეფასება, სდ-მ შესაძლებელია განახორციელოს   კონტრაქტორი  ორგანიზაციის მეშვეობით და დანიშნოს ამ ორგანიზაციის პერსონალი პრაქტიკული სწავლებისა და შეფასების განსახორციელებლად.  5. ინსტრუქტორი, გამომცდელი და შემფასებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა)  გავლილი უნდა ჰქონდეს  ინსტრუქტორის სწავლების მეთოდიკის სასწავლო კურსი; ბ) იცოდეს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების  და საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესები; გ) იცოდეს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების (MTOE) სახელმძღვანელოში გაწერილი სწავლების პროცედურები  და შეეძლოს აღნიშნული პროცედურებით მუშაობა; დ) აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-6 დანართით გათვალისწინებულ პირობებს; ე) ფლობდეს ინგლისური ენის B2 დონეს. 6. ინსტრუქტორთა, გამომცდელთა და შემფასებელთა გამოცდილება და კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოსთან შეთანხმებულ სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილ პროცედურებსა და კრიტერიუმებს. 7. ინსტრუქტორებმა და გამომცდელებმა კვალიფიკაციის შესანარჩუნებლად 24 თვეში ერთხელ უნდა გაიარონ შესაბამისი გადასწავლება დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებში, პრაქტიკულ უნარებში, ადამიანურ ფაქტორში და სწავლების უახლეს მეთოდიკაში. გადასწავლების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 35 საათს, შესაძლებელია საათების გადანაწილება სასწავლო დაწესებულების და/ან კონკრეტული ინსტრუქტორის/გამომცდელის სწავლების მოცულობის გათვალისწინებით. მუხლი 5🔗. ინსტრუქტორის, გამომცდელის და შემფასებლის ჩანაწერები 1. სდ-ში უნდა ინახებოდეს ჩანაწერები ყველა ინსტრუქტორის, გამომცდელისა და პრაქტიკული უნარების შემფასებლის შესახებ. აღნიშნულ ჩანაწერებში უნდა აისახოს გამოცდილება, კვალიფიკაცია, გავლილი და დაგეგმილი სწავლებები. 2. სდ-მ უნდა განსაზღვროს უფლებამოსილების სფერო (თეორიული და პრაქტიკული სწავლება, გამოცდა, შეფასება) ინსტრუქტორებისთვის, გამომცდელებისთვის და პრაქტიკული უნარების შემფასებლებისთვის. მუხლი 6🔗. სასწავლო აღჭურვილობა 1. ყოველ საკლასო ოთახს უნდა გააჩნდეს საპრეზენტაციო მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ საკლასო ოთახის ნებისმიერი ადგილიდან ტექსტის, ნახაზის და დიაგრამების  ადვილად წაკითხვას.  2. საბაზო მომზადების სახელოსნოს და/ან ტექნიკური მომსახურების ბაზას  უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო ხელსაწყო-მოწყობილობა, საჰაერო ხომალდების, ძრავების, საჰაერო ხომალდების ნაწილებისა და საავიაციო ელექტრონული აღჭურვილობის შესაბამისი ნაკრები შეთანხმებული მოცულობის სწავლების განსახორციელებლად. 3. საჰაერო ხომალდის ტიპზე სწავლების განმახორციელებელ სდ-ს უნდა გააჩნდეს წვდომა შესაბამის საჰაერო ხომალდის ტიპზე. შესაძლებელია კომპლექსური საწვრთნელი მოწყობილობის გამოყენება (STD), თუ ის შეესაბამება  საჰაერო ხომალდის შესაბამის ტიპს.  მუხლი 7🔗. ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო სასწავლო მასალები 1. სტუდენტები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ტექნიკური მომსახურების სასწავლო კურსის მასალებით, რომელიც მოიცავს: ა) საბაზო სწავლების სილაბუსს, რომელიც მოცემულია „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ – სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მარტის №69 ბრძანების 1 დანართში, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების მოწმობის კატეგორიის ან ქვეკატეგორიის შესაბამისად; და ბ) საჰაერო ხომალდის ტიპზე სწავლების  კურსის შინაარსს „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მარტის №69 ბრძანების №3 დანართის  მოთხოვნების შესაბამისად, საჰაერო ხომალდის სათანადო ტიპისთვის და საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების მოწმობის კატეგორიის ან ქვეკატეგორიისთვის. 2. სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი  უნდა იყოს ბიბლიოთეკაში არსებული ტექნიკური მომსახურების დოკუმენტაცია და ტექნიკური სახის ინფორმაცია. მუხლი 8🔗. ჩანაწერები სდ ვალდებულია მუდმივად შეინახოს ყველა სტუდენტის მომზადების, გამოცდის და შეფასების ჩანაწერები. მუხლი 9🔗. სასწავლო პროცედურები და ხარისხის სისტემა 1. სდ-მ უნდა შეიმუშაოს პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს სწავლებას   ამ წესის  მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული პროცედურები უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან. 2. სდ-მ უნდა დანერგოს ხარისხის სისტემა, რომელიც მოიცავს: ა) დამოუკიდებელ (შიდა) აუდიტებს, რომელიც გააკონტროლებს სწავლების სტანდარტის,  თეორიული ცოდნის შემოწმების და პრაქტიკული უნარების შეფასების შესაბამისობას დადგენილ პროცედურებთან; ბ) პასუხისმგებელი პირების მხრიდან აუდიტით გამოვლენილ ნაკლოვანებებზე რეაგიგირებას, საჭირო მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას და პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირის ინფორმირებას. შენიშვნა: სწავლების მეთოდები და საშუალებები მოცემულია ამ წესის მე-3 დანართში. მუხლი 10🔗. საგამოცდო პროცესის მოთხოვნები 1. გამომცდელმა პერსონალმა უნდა უზრუნველყოს  საგამოცდო კითხვების კონფიდენციალურობა. 2. სტუდენტი, რომელიც თეორიული ცოდნის გამოცდის პროცესში არღვევს საგამოცდო პროცესის წესებს ან აღმოაჩნდება საგანთან დაკავშირებული მასალა, გარდა საგამოცდო ფურცლებისა და დასაშვები დოკუმენტაციისა, დისკვალიფიცირებული უნდა იყოს გამოცდებიდან, შემთხვევიდან არანაკლებ 12 თვის განმავლობაში. მსგავსი შემთხვევის შესახებ ერთი კალენდარული თვის განმავლობაში უნდა ეცნობოს სააგენტოს, მოკვლევის მასალასთან ერთად. 3.  გამომცდელი, რომელიც გამოცდის მსვლელობისას სტუდენტს დაეხმარება კითხვაზე პასუხის გაცემაში, უნდა იყოს დისკვალიფიცირებული, ხოლო გამოცდა უნდა გამოცხადდეს გაუქმებულად. ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის შესახებ ერთი კალენდარული თვის განმავლობაში უნდა ეცნობოს სააგენტოს. მუხლი 11🔗. ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწებულების სახელმძღვანელო (MTOE) 1. სდ-მ სააგენტოს უნდა წარუდგინოს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სახელმძღვანელო (MTOE), რომელიც აღწერს სასწავლო დაწესებულებას და მის პროცედურებს. სახელმძღვენელო უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილ განაცხადს, რომელიც ადასტურებს, რომ ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სახელმძღვანელო   მუდმივად  შესაბამისობაში იქნება  ამ წესთან; ბ) სდ-ში დანიშნული პასუხისმგებელი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი, უფლება-მოვალეობები, მათ შორის   სააგენტოსთან სდ-ს სახელით ურთიერთობის სფერო; გ) სდ-ს სტრუქტურა; დ) ინსტრუქტორების, გამომცდელებისა და პრაქტიკული უნარების შემფასებელთა ნუსხა; ე) სდ-ს სერტიფიკატში მითითებულ მისამართებზე მდებარე და  სხვა ნებისმიერ ადგილზე განთავსებული სასწავლო და საგამოცდო ობიექტების ზოგადი აღწერა; ვ) სდ-ს სასწავლო კურსების ჩამონათვალი; ზ) ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანის პროცედურები; თ) ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების პროცედურები და ხარისხის სისტემა ამ წესის შესაბამისად; ი) ადგილმდებარეობების ნუსხა; კ) კონტრაქტორი ორგანიზაციების ჩამონათვალი. 2. ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სახელმძღვანელოს და მასში ცვლილებას ითანხმებს სააგენტო გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებისა. მუხლი 12🔗. ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების უფლებამოსილება 1. ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ სდ-ს შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სახელმძღვანელოს  შესაბამისად (MTOE): ა) საბაზო სასწავლო კურსი; ბ) საჰაერო ხომალდის ტიპზე/დავალებების  სასწავლო კურსი; გ) გამოცდის ჩატარება სტუდენტებისთვის, რომლებსაც გავლილი აქვთ  საბაზო  ან საჰაერო ხომალდის ტიპზე სასწავლო კურსი ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში; დ) გამოცდის ჩატარება სტუდენტებისათვის, რომლებსაც არ გაუვლიათ  საჰაერო ხომალდის ტიპზე სასწავლო კურსი ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში; ე) გამოცდის ჩატარება სტუდენტებისათვის, რომლებსაც არ გაუვლიათ  საბაზო სასწავლო კურსი ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში. 2. გამოცდების წარმატებით  ჩაბარების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, შესაბამის სასწავლო კურსზე/მოდულზე. 3. სწავლება, გამოცდა და პრაქტიკული უნარების შეფასება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატით განსაზღვრულ მისამართზე და/ან სხვა მისამართზე, რომელიც მითითებულია ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სახელმძღვანელოში (MTOE). 4. ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებას შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტირებულ უმაღლეს/პროფესიულ ან სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებასთან საბაზო და ტიპზე სასწავლო კურსების, ასევე მათთან დაკავშირებული გამოცდების და შეფასების ჩასატარებლად, თუ კონტრაქტორი სასწავლო დაწესებულება აღნიშნულ პროცესს განახორციელებს ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების ხარისხის სისტემით. 5. საბაზო თეორიული სწავლების და გამოცდების საკითხებზე კონტრაქტის გაფორმება ნებადართულია „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ პირველი დანართის 1, 2, 3, 4, 5, 6, 8, 9 და 10 მოდულებზე. 6. ტიპზე სწავლების და შეფასების საკითხებზე ხელშეკრულების გაფორმება ნებადართულია ძალურ დანადგარსა და ავიონიკის სისტემებზე. 7. სასწავლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი ჩაატაროს გამოცდები, თუ არ გააჩნია შესაბამისი სწავლების განხორციელების უფლება. 8. სდ-მ გამოცდა უნდა ჩაატაროს სააგენტოსთან შეთანხმებული საგამოცდო კითხვების მეშვეობით. მუხლი 13🔗. ცვლილებები ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულებაში  1. სდ-ში დაგეგმილი შემდეგი ცვლილებები საჭიროებს სააგენტოს წინასწარ თანხმობას:   ა) სდ-ს სერტიფიკატით და მისი დანართით განსაზღვრული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებული ცვლილებები; ბ) პასუხისმგებელი და დანიშნული ხელმძღვანელი პირების ცვლილება; გ) პასუხისმგებელი და დანიშნული ხელმძღვანელი პირების ანგარიშვალდებულების სქემის ცვლილება; დ) იმ პროცედურების ცვლილება, რომლის შესაბამისად ხორციელდება სდ-ს ცვლილებები სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე; ე) სდ-ს ადგილმდებარეობის დამატება. 2. განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია დაგეგმილი ცვლილების შესახებ სააგენტოს წარედგინება ცვლილების განხორციელებამდე. 3. სდ-ს ცვლილების განხორციელების პროცესში შეუძლია გააგრძელოს ფუნქციონირება  სააგენტოს მიერ დადგენილი პირობებით, თუ  სააგენტო არ მიიღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ. 4. ცვლილების  სააგენტოში წარუდგენლობა გამოიწვევს  სდ-ს სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას ან გაუქმებას ცვლილების ამოქმედების  თარიღიდან. 5. სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე შესაძლებელია ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სახელმძღვანელოში  (MTOE) გაწერილი ცვლილებების   განხორციელება პროცედურების შესაბამისად. ის ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას, ეცნობა  სააგენტოს ცვლილებების განხორციელებიდან 5 დღის განმავლობაში. მუხლი 14🔗. საბაზო სასწავლო კურსი 1. საბაზო სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ სწავლებას, თეორიული ცოდნის გამოცდას, პრაქტიკულ სწავლებას და პრაქტიკული სწავლების  შეფასებას. 2. თეორიული სწავლება საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების მოწმობის კატეგორიის ან ქვეკატეგორიის შესაბამისად, უნდა მოიცავდეს „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ N1 დანართით გათვალისწინებულ საგნებს. 3. გამოცდა სრულად უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საგნების თემატიკას. 4. პრაქტიკული სწავლება მოიცავს ძირითადი ხელსაწყო/მოწყობილობების პრაქტიკულ გამოყენებას, საჰაერო ხომალდების  ნაწილების დაშლა/აწყობას და ტექნიკური მომსახურების საჩვენებელ აქტივობებში მონაწილეობას, რომელიც სრულად მოიცავს  კონკრეტულ მოდულს. 5. პრაქტიკული სწავლების შეფასება მოიცავს პრაქტიკულ მომზადებას და განსაზღვრავს სტუდენტის მიერ ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს შესაბამისად მუშაობის და ხელსაწყო/მოწყობილობების გამოყენების უნარს. 6. საბაზო მომზადების კურსის ხანგრძლივობა უნდა იყოს ამ წესის N4 დანართის შესაბამისი. 7. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს შორის გადამზადების კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება საბაზო სასწავლო პროგრამის სილაბუსის და მასთან დაკავშირებული საჭირო პრაქტიკული სწავლების  შეფასებით. მუხლი 15🔗. საბაზო ცოდნის გამოცდა და  პრაქტიკული სწავლების შეფასება 1. საბაზო ცოდნის გამოცდა უნდა განხორციელდეს: ა) კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;  ბ) სასწავლო-მეთოდური მასალების გამოუყენებლად; გ) საგნების  მიხედვით, რომელიც სრულად მოიცავს „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესით“ განსაზღვრული მოდულის სრულ თემატიკას.  2.  საბაზო სასწავლო კურსის განმავლობაში, დანიშნული პრაქტიკული შემფასებლის მიერ, პრაქტიკული სწავლების შეფასება უნდა განხორციელდეს ტექნიკური მომსახურების სახელოსნოში ან ტექნიკური მომსახურების ბაზაზე  პრაქტიკული სწავლების  ყოველი პერიოდის დასრულების შემდეგ. 3. სტუდენტმა პრაქტიკული სწავლების დადებითი შეფასება უნდა მიიღოს  ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.  მუხლი 16🔗. საჰაერო ხომალდის ტიპზე სწავლება საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ტიპზე/დავალების სწავლებას, ტიპზე სწავლების გამოცდა და დავალების შეფასებას  შესაბამისობაში უნდა იყოს „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ მე-9 მუხლის  მოთხოვნებთან. თავი III საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირება მუხლი 17🔗. განცხადებისა და თანდართული საბუთების წარდგენა სააგენტოში, მათი განხილვა 1. განმცხადებელი, სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ამ წესის დანართ №5-ით დადგენილ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე სდ-ს მიერ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე სერტიფიკატის განახლებასთან, დუბლიკატის გაცემასთან, აგრეთვე, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. 2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ა)  განაცხადის ფორმა (დანართი № 5); ბ) სდ-ს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; გ) სდ-ს პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირების მონაცემები (ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად); დ) კონტრაქტორ ორგანიზაციებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაფორმებული ხელშეკრულებები; ე) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების  სახელმძღვანელო (MTOE), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-11 მუხლის მოთხოვნებს; ვ) ამ წესების მოთხოვნებთან სდ-ს შესაბამისობის დასადგენად სდ-ს პერსონალის მიერ  ჩატარებული წინასწარი აუდიტის შედეგები. 3. განცხადების წარდგენიდან 3 (სამი) დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის  მოთხოვნებთან. თუ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სათანადო დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოსადგენად, რომლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 4. განცხადების და თანდართული საბუთების ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის  შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს წერილობით მიუთითებს  ხარვეზზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ხარვეზი და წარმოადგინოს მათი გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია. 5. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან  შესაბამისობის შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს  საწარმოს ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას. 6.  სერტიფიცირების ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით. სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. მუხლი 18🔗. სერტიფიკატის გაცემაზე ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1. სააგენტო, ამ წესით დადგენილი სასერტიფიკაციო მოთხოვნების სდ-ს მიერ დაკმაყოფილების და/ან ნაკლოვანებების სრულად აღმოფხვრის  შემთხვევაში, სერტიფიცირების საბოლოო ანგარიშის საფუძველზე, 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, გასცემს სერტიფიკატს და მის დანართს და ითანხმებს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სდ-ს სახელმძღვანელოს და სასწავლო პროგრამებს. 2. სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ, თუ არ მოხდა მისი შეჩერება ან გაუქმება. 3. სააგენტო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში. მუხლი 19🔗. სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილების შეტანა 1. სერტიფიკატის მფლობელი მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით (დანართი №5), რომელშიც აღინიშნება სდ-ს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთვოდეს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 2. სააგენტოს შეაქვს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ი, თუ: ა) შეიცვალა სერტიფიკატის მფლობელის დასახელება ან სამართლებრივი ფორმა; ბ) შეიცვალა პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი. 3. სააგენტო განცხადებას და თანდართულ საბუთებს იხილავს განცხადების რეგისტრაციიდან 3 (სამი) თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილების შეტანის ან ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 4. სააგენტო ახალ სერტიფიკატს და/ან სერტიფიკატის დანართს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უბრუნდება სააგენტოს. მუხლი 20🔗. სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დუბლიკატის გაცემა 1. სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დუბლიკატი გაიცემა: ა) სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დაკარგვისას; ბ) სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დაზიანებისას. 2. სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დუბლიკატის მისაღებად სერტიფიკატის მფლობელი სააგენტოში წარადგენს განცხადებას დუბლიკატის გაცემის დასაბუთებით. დუბლიკატი გაიცემა სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 21🔗. სერტიფიკატის შეზღუდვა, შეჩერება და გაუქმება 1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ    სდ-მ ვერ უზრუნველყო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში  ნაკლოვანებების აღმოფხვრა; ბ) თუ სდ-ს პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს; გ) თუ მოითხოვს სერტიფიკატის მფლობელი. 2. სერტიფიკატის   შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება სასწავლო დაწესებულებას, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს სერტიფიკატის შეჩერების მიზეზ(ებ)ი. 3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება სერტიფიკატის შეჩერების მიზეზი, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) თვით. 4. სერტიფიკატი განახლდება, თუ აღმოფხვრილ იქნება ის ნაკლოვანებები, რომლებიც გახდა მისი შეჩერების საფუძველი და სერტიფიკატის მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე. ამასთან, სააგენტო უნდა დარწმუნდეს ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში. 5. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს: ა) სერტიფიკატის  შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი; ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია; გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა; დ) სდ-ს საქმიანობა ყალბი დოკუმენტის საფუძველზე; ე) ორი წერილობითი მოთხოვნის შემდეგ სააგენტოს ინსპექტორებისთვის   სდ-ში შემოწმების მიზნით შესვლაზე  უარის თქმა; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 6. სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება, თუ: ა) სდ-ში ჩატარებული გამოცდების პროცესთან დაკავშირებით გამოვლინდა მნიშვნელოვანი  შეუსაბამობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გამოცდის ბათილობა; ბ) ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლინდა ისეთი ნაკლოვანებები,  რომლითაც დასტურდება, რომ სასწავლო დაწესებულების ან კონტრაქტორი ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფაქტობრივი მდგომარეობა სრულად ვერ უზრუნველყოფს  სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული სასწავლო კურსების სრულფასოვნად ჩატარებას. გ) მოითხოვს სერტიფიკატის მფლობელი. 7. სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში სდ ვალდებულია 3 (სამი) დღის ვადაში დააბრუნოს სააგენტოში სერტიფიკატი და მისი დანართი.