1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს ირჩევენ საკრებულოს წევრები თავის შემადგენლობიდან საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
2.საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს.
ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.
კენჭისყრა ტარდება რეგლამენტის დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და საკრებულოსთავმჯდომარის მოადგილედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმ