1.დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის გადაწყვეტილებისა და აღნიშნული მუნიცპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.
2.მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 85-ე, 851, 582, 853, 854, 855 და 86-ე მუხლებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისა