1. საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით, საკრებულოს სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უძღვება საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება სხდომაზე მყოფი საკრებულოს უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი.
2. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე:
ა) აუწყებს საკრებულოს წევრებს საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნასა და მორიგი სხდომის დახურვას (დასრულებას);
ბ) უძღვება საკითხების განხილვას;
გ) უზრუნველყოფს ამ რეგლამენტის დაცვას;
დ) ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ვ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, აფრთხილებს ოქმში შეტანით ან შეუტანლად, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს სხდომაზე დამსწრე პირს;
ზ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყვეტს სხდომას ან აცხადებს რიგგარეშე შესვენებას ან სხდომას გადადებს მეორე დღისათვის;
თ) საჭიროების შემთხვევაში კენჭს უყრის საკითხს კამათის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით შეთანხმების მიზნით შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ;
ი) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლის დროს (სამი და მეტი) საჭიროების შემთხვევაში, აწყობს სარეიტინგო კენჭისყრას, რომლის შედეგების შესაბამისად სთავაზობს ავტორებს ნაკლებად მისაღები წინადადებების მოხსნას;
კ) ხელს აწერს საკრებულოს სხდომის ოქმს.
3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე მოვალეა:
ა) უზრუნველყოს ამ რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების დაცვა;
ბ) ხელი შეუწყოს აზრის თავისუფალ გამოხატვას და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას;
გ) არ გაუკეთოს კომენტარი საკრებულოს წევრის გამოსვლას, არ შეაფასოს საკრებულოს წევრის გამოსვლა; არ უპასუხოს შეკითხვას თუ კითხვა უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საკრებულოს წევრი არღვევს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს;
დ) საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში თავის უფლებამოსილება გადააბაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და მხოლოდ ამ საკითხზე კენჭისყრის შემდეგ დაუბრუნდეს თავის უფლებამოსილების განხორციელებას.
4. იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე განსახილველ საკითხზე საკრებულოს შესთავაზებს გადაწყვეტილების თავის ვარიანტს, ეს ვარიანტი კენჭისყრაზე დგება ბოლო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 13.11.2025
მუხლი 58. საკრებულოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 52. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა
- მუხლი 53. საკრებულოს გასვლითი სხდომა
- მუხლი 54. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
- მუხლი 55. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 56. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა
- მუხლი 57. საკრებულოს სხდომის დაწყება
- მუხლი 59. საკრებულოს სხდომის განრიგი
- მუხლი 60. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები
- მუხლი 61. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლის წესი
- მუხლი 62. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი
- მუხლი 63. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 58, №7, 01.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.151.016337 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5425447/muxli-58/