ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016466
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.04.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკი ბერიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.12.2017
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2022 წლის 1 აპრილი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება დანართის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბრის №30 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/12/2017, ს/კოდი: 010260020.35.140.016275).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის (ტექსტში შემდგომში – მერია) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და საქმიანობის წესს.
მუხლი 2🔗. მერიის სამართლებრივი სტატუსი
1. მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერი.
2. მერია შედგება მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.
მუხლი 3🔗. მერიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი და ძირითადი პრინციპი
1. მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. მერიის თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები და ენა
1. ადმინისტრაციული წარმოება განისაზღვრება: საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონით „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს კანონით „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“ და სხვა მოქმედი კანონმდებლობით.
2. მუნიციპალიტეტში საქმისწარმოება ხორციელდება – სახელმწიფო ენაზე.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების გამოყენება
1. მერიას აქვს სახელმწიფო გერბით და საკუთარი დასახელებით შედგენილი ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი;
2. მერის ცალკეული უფლებამოსლების განხორციელებისათვის და მისი თანხმობით თანამდებობის პირებს ეძლევათ უფლება გამოიყენონ საქმის წარმოებაში ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი.
3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის თავზე აღმართულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და მუნიციპალიტეტის დროშა.
4. მუნიციპალიტეტის მერია სიმბოლოების გამოყენების დროს ხელმძღვანელობს ორგანული კანონებით – „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ და სხვა მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗. მერიის იურიდიული მისამართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული მისამართია – დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3.
თავი II
მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები
მუხლი 7🔗. მერიის თანამდებობის პირები
1. მერიის თანამდებობის პირები არიან:
ა) მუნიციპალიტეტის მერი, ამავე დროს არის პოლიტიკური თანამდებობის პირი;
ბ) მერის პირველი მოადგილე, ამავე დროს არის პოლიტიკური თანამდებობის პირი;
გ) მერის მოადგილეები, ამავე დროს არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები;
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.
2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.
3. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, ამ დებულებით და სხვა კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗. მუნიციპალიტეტის მერი
1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.
3. მერის უფლებამოსილების შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლები დადგენილია საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლით. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს – მერის უხუცესი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
4. მერის შვებულების ან დროებით შრომისუუნარობის გამო უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში − მერის მოადგილე.
მუხლი 9🔗. მერის უფლებამოსილება
1. მუნიციპალიტეტის მერი:
ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;
დ) უნაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს მერიის თანამდებობის პირებს და მოსამსახურეებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ვ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს (სამუშაოთა აღწერილობებებს), აგრეთვე მერიის საჯარო მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ზ) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
თ) შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ი) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
კ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
ლ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
მ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;
ნ) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
ო) არაუგვიანეს ყოველი წლის თებერვლის თვისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ჟ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
რ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
ს) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ მემორანდუმებს, ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ტ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივითვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებული შემთხვევებისა;
უ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ფ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ქ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ღ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;
ყ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით, უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
შ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ჩ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, ამ დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით.
3. მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.
4. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) დასახლების საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენის ფორმის დამტკიცება;
ბ) ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;
გ) საერთო კრების უფლებამოსილების დასადგენად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვა;
დ) მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით საერთო კრებების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის (სტრუქტურული ერთეულის) განსაზღვრა.
ე) მუნიციპალიტეტის მერი საინიციატივო ჯგუფის ან რჩეულის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, აგრეთვე საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებას საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ.
5. მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო:
ა) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები.
ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” შესაბამისად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.
გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა.
დ) მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები.
ე) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.
ვ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით.
ზ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.
მუხლი 10🔗. მერის პირველი მოადგილე
1. მერის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერის უფლებამოსილების შეჩერების, შეწყვეტის და მერის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევებში, მის მოვალეობას ასრულებს მერის პირველი მოადგილე.
2. მერის პირველი მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 57-ე მუხლით და მერის მიერ ფუნქციების განაწილების ბრძანების შესაბამისად. ის ასევე ხელმძღვანელობს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ დარგებს.
3. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ის ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერის პირველი მოადგილის უფლებამოსილების შეჩერება და შეწყვეტა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 59-ე მუხლის შესაბამისად.
5. მისი თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი წესრიგდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 11🔗. მერის მოადგილეები
1. მერის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 57-ე მუხლით და მერის მიერ ფუნქციების განაწილების ბრძანების შესაბამისად და ხელმძღვანელობენ მათ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ დარგებს.
2. მერის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე.
3. მერის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 12🔗. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, როგორც პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი რეგულირდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, ხოლო უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არ ყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამ სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან მერის ბრძანებით უფლებამოსილი პროფესიული საჯარო მოხელე.
თავი III
მერიის სტრუქტურა
მუხლი 13🔗. მერიის სტრუქტურული ერთეულები და ფუნქციები
1. მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი.
2. მერია შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას.
3. მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს აქვს ქვედანაყოფები-განყოფილებები, რომელიც წარმოადგენს მეორად სტრუქტურულ ერთეულს. პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების სახელწოდება, ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, საშტატო ნუსხით და სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას უძღვება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
5. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური;
დ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;
ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური;
ვ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური;
ზ) კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახური ;
თ) იურიდიული სამსახური;
ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
კ) ზედამხედველობის სამსახური.
6. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის სფეროში სოციალური მუშაობა; კანონმდებლობის შესაბამისად ადამიანური რესურსების მართვა, საკადრო და საქმისწარმოების საკითხების მოწესრიგება; მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა გაერთიანებებთან მერიის ურთიერთობების ორგანიზება; ბავშვის უფლებების დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და სხვა საკითხების სწრაფი და დროული გადაწყვეტის უზრუნველყოფა; მერიის ოფიციალურ ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; მერის წარმომადგენელთა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულ სხვა პირთა მიერ უფლებამოსილების და დავალებების სწრაფი და ეფექტური შესრულების, წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაცია, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება და არსებული პრობლემების დროული გადაწყვეტა; მუნიციპალიტეტის ვებ.გვერდის და საჯარო ინფორმაციის მიწოდების წესების დაცვის უზრუნველყოფა; მასზე ფუნქციურად მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, საბუღალტრო აღრიცხვის, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება, მასზე ფუნქციურად მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ პროექტების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის, სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა და რეაგირება, მასზე ფუნქციურად მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
დ) შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება; კანონის შესაბამისად შესყიდვების განხორციელება, მასზე ფუნქციურად მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება; მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება; მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრებების მოწვევის ორგანიზება, მასზე ფუნქციურად მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
ვ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, ძეგლთა დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, მასზე ფუნქციურად მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
ზ) კონტროლისა და შიდა აუდიტისა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
მერიის სტრუქტურული ერთეულების და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა; მართვის პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლი, სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი; დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველყოფა; მასზე ფუნქციურად მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
თ) იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
მერიის ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და მესამე (ფიზიკურ და იურიდიულ) პირებთან ურთიერთობისას. თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემოსული განცხადებების, საჩივრებისა და მომართვების განხილვა. მერიის სტრუქტურული ერთეულების, საკრებულოს და სხვა სუბიექტების იურიდიული კონსულტირება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება. მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი ვიზირება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;
ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება და რეზერვისა და მობილიზაციის საკითხების გადაწყვეტა, მასზე ფუნქციურად მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
კ) ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობისა და რეაბილიტაცის მიმდინარეობისას დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, სათანადო ნებართვის გარეშე ან/და დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადება და დადგენილი წესით ღონისძიებების განხორციელება; არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა; ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გატარება, მასზე ფუნქციურად მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
7. მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში იქმნება მეორადი სტრუქტურული ერთეული-განყოფილება, რომლის ხელმძღვანელს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი -განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმის წარმოებას;
თ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის და შრომის დისციპლინის დაცვას; დადგენილი წესით აფასებს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
კ). განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 14🔗. მერიის საჯარო მოსამსახურეები
1. მერიის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობაში შედიან საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. მათ სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამსახურის უფროსი. ისინი ასრულებენ მიცემულ დავალებებს, რომელიც დადგენილია დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაოთა აღწერილობები) ან/და შრომითი ხელშეკრულებით.
2. საჯარო მოხელე (საჯარო მოსამსახურე) არის პირი, რომელიც დანიშნულია არსებული საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე.
3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არის მოსამსახურე, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხმარე ან არამუდმივ სამუშაოს შესასრულებლად; მათი უფლებამოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და შრომითი ხელშეკრულებით.
4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არის მოსამსახურე, რომელიც ვადიანი ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში ამ დებულების მე-15 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას.
მუხლი 15🔗. მერის წარმომადგენელი
1. მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი არის მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
2. მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების ცალკეულ სოფელში (დასახლებაში), დაბაში ან/და დაბის და სოფლის ცალკეულ უბნებში.
3. მერის წარმომადგენელი:
ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ) ახდენს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ პირთა წინაშე არსებული პრობლემების დროულ აღრიცხვას და მათი ეფექტურად გადაწყვეტისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელებას. მერიის საქმიანობის საჯაროობას, გამჭვირვალობას და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას;
დ) უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის სწორ და ეფექტიან წარმართვას. კოორდინაციას უწევს მოსახლეობას და მერიას შორის კომუნიკაციას, აუცილებელი ინფორმაციების დროულ აღრიცხვას და გაცვლას;
ე) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;
ზ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის (კონკრეტულ ადგილზე ხის მოჭრა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოპოვების–კუთვნილების ფაქტის დადასტურება და სხვა), აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს (ბავშვის მშობლებთან ცხოვრების, პიროვნების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, ოჯახის სულადობის და სხვა დადასტურება), გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ დადგენილი პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი ცნობისა, რომელიც შესაძლებელია იყოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის ერთ-ერთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) გასცემს ინფორმაციას, მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ;
ი) იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვი დაიბადება სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე, მერის წარმომადგენელს ეკისრება მიმართვის ვალდებულება დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის, აღნიშნულის შეტყობიდან 1 თვის ვადაში;
კ) მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, წარმომადგენელს ეკისრება მიმართვის ვალდებულება, პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის, რის თაობაზეც ადგენს ოქმს, რომლის შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით;
ლ) თუ მერის წარმომადგენელს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე;
მ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდების შესახებ;
ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით.
ო) მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
პ) მერის წარმომადგენელს აქვს ტიტულიანი ფურცელი და ბეჭედი.
თავი IV
მერიის საჯარო მოსამსახურე და მისი თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება
მუხლი 16🔗. მერიის საჯარო მოსამსახურის ზოგადი უფლება-მოვალეობები
1. საჯარო მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად, ამ დებულებით, შინაგანაწესით და თანამდებობრივი ინსტრუქციით.
2. მერიის საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის თანამდებობის პირებისაგან, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელისაგან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს კანონის შესაბამისად, მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებების მომზადებაში;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან წერილობით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს; წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, დანამატი, ფულადი ჯილდო, აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ვ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 (ოცდაოთხი) სამუშაო დღის ოდენობით;
ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. მერიის საჯარო მოსამსახურე მოვალეა:
ა) სპეციალური მითითების გარეშე შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით, მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებთ;
ბ) საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის განკარგულება, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი განკარგულების შესრულება არ განეკუთვნება მის ფუნქციებს და მისი შესრულება, საჯარო დაწესებულების ფუნქციონირების ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი განკარგულების შესრულება საზიანოა საჯარო მოსამსახურის ჯანმრთელობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს.
4. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს განკარგულების შესრულებაზე, თუ:
ა) განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
ბ) განკარგულების გაცემა სცილდება განკარგულების გამცემის უფლებამოსილების ფარგლებს;
გ) განკარგულების შესრულება საჭიროებს განსხვავებულ კომპეტენციასა და პროფესიულ უნარებს, რომლებიც მას არ აქვს;
დ) განკარგულების შესრულება საზიანოა მისი ჯანმრთელობისათვის;
ე) განკარგულება მიმართულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ;
ვ) განკარგულების შესრულება გამოიწვევს დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარო მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ წერილობით შეატყობინოს უშუალო ხელმძღვანელს და შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს. განკარგულების წერილობით განმეორებისას საჯარო მოსამსახურემ იგი უნდა შეასრულოს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. საჯარო მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებისთვის.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განკარგულების შესრულება არ შეიძლება გახდეს საჯარო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.
მუხლი 17🔗. მერიის საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნა
1. მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი თანამდებობისათვის დგება სამუშაოთა აღწერილობები (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფეროს, სამსახურებრივი ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს, საკვალიფიკაციო, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს.
2. საჯარო მოსამსახურის თანამდებობის თითოეული იერარქიული რანგისთვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებებლი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №218 დადგენილებით.
3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგება თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისთვის დადგენილი სამუშაოს აღწერილობის გათვალისწინებით და მისით განისაზღვრება ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, აგრეთვე დამატებითი ცოდნა და უნარ-ჩვევები. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანხმდება საჯარო სამსახურის ბიუროსთან და მტკიცდება მერის ბრძანებით.
მუხლი 18🔗. საჯარო მოსამსახურის საქმიანობის შეფასება
1. მერია ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე საჯარო მოსამსახურე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საჯარო მოსამსახურის შეფასების წესის შესაბამისად.
2. საჯარო მოსამსახურის შეფასებას ექვემდებარება ასევე გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი.
3. საჯარო მოსამსახურის შეფასების პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, საჯარო მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით. საჯარო მოსამსახურის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა:
ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, საჯარო მოსამსახურე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით;
ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, საჯარო მოსამსახურის შედეგები ან/დაპროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, საჯარო მოსამსახურე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით;
დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, საჯარო მოსამსახურის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
4. გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი შეფასებას ექვემდებარება კვარტალში ერთხელ.
5. საჯარო მოსამსახურე ექვემდებარება შეფასებას, თუ იგი შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივ მოვალეობებს არანაკლებ 3 თვე ასრულებს.
6. საჯარო მოსამსახურის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და საჯარო მოსამსახურესთან გასაუბრებით.
7. შესაფასებელი საჯარო მოსამსახურის მიერ შეფასებაზე უარის თქმა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ითვლება.
8. საჯარო დაწესებულება საჯარო მოსამსახურეთა შეფასების შედეგებს ასახავს საჯარო სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
9. საჯარო მოსამსახურის შეფასების მიზანია საჯარო მოსამსახურის კარიერული განვითარების, პროფესიული უნარ - ჩვევების ამაღლების, წახალისების, პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი შედეგების წარმოშობის წინაპირობების დადგენა, ასევე მერიის ორგანიზაციული განვითარება.
მუხლი 19🔗 . მერიაში ვაკანსიის გამოცხადება, მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის წესი, სამსახურებრივი გადაყვანა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა
1. მერიაში მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:
ა) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;
ბ) მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე;
2. ვაკანსია უნდა შეივსოს, როგორც წესი არაუგვიანეს გახსნიდან 3 თვის ვადაში.
3. მერიის საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
4. მერიის საჯარო მოსამსახურე თანამდებობაზე ინიშნება:
ა) კონკურსის წესით;
ბ) მოხელის გადაყვანით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) მობილობით;
5. გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
6. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება, „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
7. მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება საჯარო ბიუროს ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
8. ვაკანტურ თანამდებობაზე საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (მერის ბრძანება) გამოიცემა საკონკურსო კომისიის მიერ, მერისათვის სათანადო გადაწყვეტილების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა.
9. მერიაში საჯარო მოსამსახურეთა (გარდა მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების) ვაკანსიის გამოცხადება, მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის წესი, მერიის საჯარო მოსამსახურეთა შერჩევა, სამსახურებრივი გადაყვანა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება, შეწყვეტა და სხვა საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“.
თავი V
მერიის მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 20🔗. მერიის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოება
1. მერიის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტებით.
2. მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებულ უნდა იქნეს იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, რომლის საქმინობის სფეროსაც ეხება პროექტის შინაარსი და იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელძღვანელის მიერ. აგრეთვე, მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებულ უნდა იქნეს დარგის ხელმძღვანელი მოადგილის მიერ.
3. იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი აქტის პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას, მერიის მიერ გასაწევ ხარჯებს, ან/და შესყიდვების განხორციელებას, პროექტი ვიზირებულ უნდა იქნას საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის მიერ.
4. მერიის თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები გადაწყვეტილების მიღების, გადაწყვეტილებათა მომზადების, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების, კომისიური მუშაობის და სხვა უფლებამოსილებათა განხორციელეების დროს ხელმძღვანელობენ შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, ამ დებულებით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, მერისა და საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით.
5. მერიის საქმიანობის მიზნებია:
ა) მერის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;
ბ) საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
გ) მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებების კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში განხორციელება;.
დ) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;
ე) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება.
მუხლი 21🔗. მერიის ადმინისტრაციული წარმოება და მისი მიზნები
1. მერიის საქმიანობა არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე, რომლის მიზნებია:
ა) საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
ბ) მერის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;
გ) მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებების კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში განხორციელება;.
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება;
ე) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება.
2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი", საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 22🔗. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:
ა) დაინტერესებული პირის განცხადება;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მუხლი 23🔗. ადმინისტრაციული წარმოების სახეები და ვადები
1. ადმინისტრაციული წარმოების წესი, სახეები, ვადები და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და სხვა სამართლებრივი აქტებით.
2.ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილი ფორმით, დადგენილ ვადებში.
მუხლი 24🔗. მერიის საქმისწარმოების ინსტრუქცია
1. მერიის საქმიანობისას დოკუმენტების წარმოებაში მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.
2. საქმისწარმოებაში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური დებულების შესაბამისად.
მუხლი 24🔗1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით, ს ს ი პ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) პირადი ნომერი;
დ) დაბადების თარიღი;
ე) სქესი;
ვ) მოქალაქეობა;
ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;
თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;
ი) ფოტოსურათი.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის/პირის მეშვეობით.
მუხლი 25🔗. მერიის შინაგანაწესი
1. მერიას აქვს შინაგანაწესი, რომლითაც განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული განკარგულების საჯარო მოსამსახურეებისთვის გაცნობის წესი;
ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ვ) საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი;
ზ) სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმების წესები;
თ) საჯარო მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი;
ი) საჯარო დაწესებულებასა და საჯარო მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი დამტკიცებამდე 2 კვირით ადრე საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის პროექტს წარუდგენს საჯარო მოსამსახურეებს გაცნობის და მასში შენიშვნებისა და წინადადებების შეტანის მიზნით. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისათვის ეს შენიშვნები და წინადადებები სავალდებულოა, თუ ეს პირდაპირ გამომდინარეობს კანონიდან.
3. მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის ასლი ეგზავნება ამ საჯარო დაწესებულების მოხელეთა პროფესიულ გაერთიანებას (მისი არსებობის შემთხვევაში).
4. შინაგანაწესი ამოქმედდება დამტკიცების მომდევნო სამუშაო დღეს, თუ თვით შინაგანაწესით არ არის დადგენილი მისი ამოქმედების უფრო გვიანდელი თარიღი.
5. მერი ვალდებულია სამსახურში მიღებისას საჯარო მოსამსახურეს გააცნოს საჯარო დაწესებულების შინაგანაწესი ხელწერილის დადებით, აგრეთვე უზრუნველყოს საჯარო მოსამსახურის მიერ მისი ნებისმიერ დროს გაცნობის შესაძლებლობა.
6. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფენ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.
მუხლი 26🔗. ანგარიშგება
1. მერი წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, ასევე საკრებულოს წევრთა ¼-ის მოთხოვნით– რიგგარეშე ანგარიშს.
2. ანგარიშგება მერიაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი თანამდებობის პირის წერილობითი მოთხოვნისას;
3. მერიის სტრუქტურული ერთეულების და საჯარო მოსამსახურის საანგარიშგებო პერიოდები განისაზღვრება მათი დებულებებით.
4. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).
5. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
6. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია საქართველოს კანონით „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“.
მუხლი 27🔗. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად მერიაში უზრუნველყოფილია:
ა) მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის საქმიანობის შესახებ;
გ) მოქალაქეთა მონაწილეობა მერიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა;
2. საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფისათვის, განსახორციელებელ მოქმედებებს ასრულებს და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდი, რომელზეც გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტით. ვებ-გვერდზე, უნდა გამოქვეყნდეს:
ა) ინფორმაცია მერიის სტრუქტურისა და თანამდებობის პირების შესახებ;
ბ) შინაგანაწესი;
გ) მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომრები;
ე) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ;
ვ) მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში;
ზ) მერიაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
თ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე;
ი) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
კ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
4. მერია თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ქმნის ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ პირობებს მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, მერიის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალეობისათვის.
5.ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:
ა) დასახლების საერთო კრება;
ბ) პეტიცია;
გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა;
ე) მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა და კანონით დადგენილი სხვა ფორმები.
6. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივითვი თმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული ფორმების გარდა, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
თავი VI
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები
მუხლი 28🔗. მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები
1. მერიის თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
2. მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია:
ა) მერის ბრძანება;
ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება;
გ) მერის მოადგილის ბრძანება;
დ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება;
ე) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით შექმნილი კომისიების განკარგულება.
3. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებითა და სხვა ნორმატიულიაქტებით.
მუხლი 29🔗. მერიის ორგანოების, თანამდებობის პირების და სხვა საჯარო მოსამსახურეების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება
1.მერიის თანამდებობის პირის (გარდა მერისა) და სხვა საჯარო მოსამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით
2. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის თანამდებობის პირის ან სხვა საჯარო მოსამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს/მერიას − მერის მიერ განსაზღვრული პირი.
თავი VII
მერიის რეორგანიზაციის წესი
მუხლი 30🔗. მერიის რეორგანიზაცია
1. საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა.
2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. რეორგანიზაცია არის მერიის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
4. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
5. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საჯარო სამსახურის ბიუროს, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცესის განხორციელების უზრუნველსაყოფად საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია:
ა) საჯარო დაწესებულებას გაუწიოს მეთოდური დახმარება ინსტიტუციურ მოწყობაში და შეიმუშაოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციები;
ბ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოიძიოს ინფორმაცია საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების შესახებ;
გ) ხელი შეუწყოს შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელეების მობილობას საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის მობილობის წესის შესაბამისად.
7. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. მერიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გამოცემული მერის ბრძანებით განისაზღვრება:
ა) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;
ბ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;
გ) რეორგანიზაციის პროცესში მერიის საქმიანობის რეჟიმი.
9. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება, ვადების მითითებით:
ა) მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების შესახებ;
ბ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება;
გ) მერიის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება;
დ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის გაუქმებას;
ე) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები და ღონისძიებები;
10. საჯარო მოსამსახურე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ საჯარო მოსამსახურის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. დასახელებულ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება არ იწვევს საჯარო მოსამსახურის სტატუსის შეწყვეტას საჯარო მოსამსახურეთა რეზერვში ყოფნის ვადის გასვლამდე.
მუხლი 31🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.