1. მერიის თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

2. მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია:

ა) მერის ბრძანება;

ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება;

გ) მერის მოადგილის ბრძანება;

დ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება;

ე) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით შექმნილი კომისიების განკარგულება.

3. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებითა და სხვა ნორმატიულიაქტები