ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016467
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.04.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკი ბერიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.12.2017
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2022 წლის 1 აპრილი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბრის №33 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/12/2017, ს/კოდი: 010260020.35.140.016278).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივითვითმმართველობის კოდექსი“ ით დადგენილი ნორმების, მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს ეფექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და ობიექტურობის პრინციპების საფუძველზე;
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, თანამდებობების რანგირებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში.
2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახური სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი- ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი;
ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი- ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი
გ) ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, სტატისტიკის მართვის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის საკითხებში;
დ) ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების აღრიცხვის და მართვის საკითხებში.
3. სამსახურს დაქვემდებარებული თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ინიშნებიან მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ახორციელებენ ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს და ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.
4. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობებით.
მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი მიზანი, ფუნქციები და ამოცანები
სამსახურის მიზანია:
ა) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალური ქონების მართვა, მიწათმოწყობის პროგრამების, მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობა;
ბ) საქმიანობა წარმართოს საჯაროობის, გამჭვირვალობის და კანონიერების დაცვით.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების ეფექტური და სწრაფი განხორციელება, მუნიციპალური ქონების სწორი მართვა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
ბ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური საკითხების დაგეგმვა და სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება-დამუშავება და მერისთვის მათ დროულად მიწოდება;
გ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და სწორედ გადაწყვეტა;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის და სხვა ფორმების ეფექტურად გამოყენება, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მომქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3.სამსახური ასრულებს სხვა ფუნქციებს ხელმძღვანელის დავალებით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილება
1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სამსახურის ხელმძღვანელია, პროფესიული საჯარო მოხელე- სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია და მოთხოვნის შესაბამისად წარუდგენს საქმიანობის შესახებ ანგარიშს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ს შესაბამისად წარმომადგენლობით ორგანოს.
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, სხვა კანონმდებლობით, მერიის დებულების, ამ დებულების და სამუშაოთა აღწერილობების (თანამდებობრივი ინსტრუქციის) შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი, ხოლო ამ უკანასკნელის არ ყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით მერიის სხვა საჯარო მოსამსახურე.
4. სამსახურის უფროსი თავის კომპეტენციის ფარგლებში:
ა) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, დაქვემდებარებულ მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანების, მიზნების და ფუნქციების შესრულებაზე; უნაწილებს თანამშრომლებს შემოსულ კორესპოდენციებს და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
გ) მერს და კურატორი მერის მოადგილეს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს დაქვემდებარებულ მოხელეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების გამოყენების, მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების, შეფასებების და სხვა საკითხების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ე) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობის შესრულების და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ვ) სამსახურის მმართველობის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად, დადგენილი წესით მოითხოვს და შეუფერხებლად იღებს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისაგან;
ზ) ასრულებს მერის და კურატორი მერის მოადგილის მითითებებს და დავალებებს;
თ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. განყოფილება და მისი ფუნქციები
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის განყოფილებაა - მეორადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შედგება განყოფილების უფროსის და უფროსი სპეციალისტებისაგან. განყოფილება უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“თ დადგენილი ნორმების, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის და ამ დებულების შესაბამისად.
2. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს - განყოფილების უფროსს, რომელიც:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების და ამოცანების განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსს მოთხოვნის შესაბამისად დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმას;
დ) ანაწილებს დავალებებს საჯარო მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ ცალკეული დავალებების შესრულების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას;
ვ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) დადგენილი წესით აფასებს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობას და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.განყოფილების უფროსი და უფროსი სპეციალისტები ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსი ან მერის დავალებით მერიის სხვა საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურის უფლებები და მოვალებები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურის უფლება აქვს:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღოს მისი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლოს მისი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:
ა) შეასრულოს და დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, შინაგანაწესით და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად, სრულყოფილად შეასრულოს სამუშაოთა აღწერილობებით განსაზღვრული მოვალეობები, აგრეთვე უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაოს საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან და თავისუფლდებიან მუნიციპალიტეტის მერის მიერ.
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. იმ საკითხების დარეგულირება, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ დებულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობით.