ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016469
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.04.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკი ბერიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2022 წლის 1 აპრილი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბრის №34 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/12/2017, ს/კოდი: 010260000.35.140.016279).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის და არქიტექტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. ეს დებულება განსაზღვრავს სამსახურის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
3. სამსახური შექმნილია და თავის კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონების, კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ს, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებების, მერიის დებულების და ამ დებულებით. ის უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას და ვალდებულია თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ასპინძის მუნიციპალიტეტის რეპუტაციას.
4. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს კეთილსინდისიერების, ეკონომიურობის, ეფექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე;
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, თანამდებობების რანგირებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში.
2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი;
ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი;
გ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
3. სამსახურს დაქვემდებარებული თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ინიშნებიან მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ახორციელებენ ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს და ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.
მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი მიზანი და ამოცანები
1. სამსახურის მიზანია:
ა) უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებას, სივრცით მოწყობას და ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფარგლებში არქიტექტურული პროცესების მართვას.
ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის და არქიტექტურის საკითხებში, მერიის საქმიანობის საჯაროობის, გამჭვირვალობის და კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
2. ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის და არქიტექტურის სამსახური ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებას, სივრცით მოწყობასა და ურბანულ დაგეგმარებას;
ბ) დასახლების განვითარებისა და რეაბილიტაციის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
გ)მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების, დამხმარე შენობა-ნაგებობებისათვის ნებართვების გაცემა და მშენებლობის პროექტების შეთანხმებას.
დ)სტიქიით დაზარალებულ და ავარიული საცხოვრებელი სახლების პირთა განცხადებების ადგილზე შესწავლა და შუამდგომლობის გაწევა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, სამშენებლო მასალებით დახმარების თაობაზე.
ე) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებების მომართვის შემთხვევაში მათ საკუთრებაში არსებული მიწების დაყოფა და გაერთიანება, ასევე სასოფლო სამეურნეო მიწების გადაყვანა არა საოფლო სამეურნეო მიწად და პირიქით.
ვ) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებებისა და შუამდგომლობების განხილვას, მოქალაქეთა პირად მიღებას მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) გარემოზე ზემოქმედების მქონე ობიექტების განლაგების, სამრეწველო საწარმოების მშენებლობის პროექტების შეთანხმებას;
თ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა-საქმიანობას, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით - ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას;
ი) მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების მოწვევის ორგანიზებისათვის:
ი.ა) არეგისტრირებს საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას;
ი.ბ) გასცემს საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას;
ი.გ) იღებს ცნობად საერთო კრების რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციატივას;
ი.დ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს;
ი.ე) უზრუნველყოფს საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციას და საერთო კრების ორგანიზებას.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშსს მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ს შესაბამისად წარმომადგენლობით ორგანოს.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილება
1. სამსახურს ხელმღვანელობს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია, პროფესიული საჯარო მოხელე- სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია და მოთხოვნის შესაბამისად წარუდგენს საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, მერიის დებულების, ამ დებულების და სამუშაოთა აღწერილობების (თანამდებობრივი ინსტრუქციის) შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი, ხოლო ამ უკანასკნელის არ ყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით მერიის სხვა საჯარო მოსამსახურე.
4. სამსახურის უფროსი თავის კომპეტენციის ფარგლებში:
ა) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, დაქვემდებარებულ მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანების, მიზნების და ფუნქციების შესრულებაზე; უნაწილებს თანამშრომლებს შემოსულ კორესპოდენციებს და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
გ) მერს და კურატორი მერის მოადგილეს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
დ) ახდენს სამსახურში შემოსული დავალებების და მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციულ სამართლებრივი ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზას და მათ ვიზირებას.
ე) მერს წარუდგენს წინადადებებს დაქვემდებარებულ მოხელეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების გამოყენების, მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების, შეფასებების და სხვა საკითხების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ვ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობის შესრულების და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ზ) ასრულებს მერის და კურატორი მერის მოადგილის მითითებებს და დავალებებს;
თ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. განყოფილება და მისი ფუნქციები
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის და არქიტექტურის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილება, რომელიც შედგება განყოფილების უფროსის და უფროსი სპეციალისტისგან, უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი ნორმების, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის, ამ დებულების და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად.
2. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს - განყოფილების უფროსს, რომელიც:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით და სამუშაო აღწერილობებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსს მოთხოვნის შესაბამისად დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმას;
დ) ანაწილებს დავალებებს საჯარო მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ ცალკეული დავალებების შესრულების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას;
ვ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) დადგენილი წესით აფასებს უფროსი სპეციალისტის საქმიანობას და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მისი წახალისების ან მის მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებითგანსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი და უფროსი სპეციალისტი ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსი ან მერის დავალებით მერიის სხვა საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურის უფლებები და მოვალებები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღოს მისი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლოს მისი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:
ა) შეასრულოს და დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, შინაგანაწესით და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად, სრულყოფილად შეასრულოს სამუშაოთა აღწერილობებით განსაზღვრული მოვალეობები, აგრეთვე უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაოს საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. იმ საკითხების დარეგულირება, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ დებულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობით.