📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016471
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2022
matsne.gov.ge 1,423 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკი ბერიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.10.2019 ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 11.03.2020 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკციების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.10.2020 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.01.2022 წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2022 წლის 1 აპრილი დაბა ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის  სამსახურის  დებულება დანართის შესაბამისად; მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბრის №32 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 12/12/2017, ს/კოდი: 010260000.35.140.016277). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და  შიდა აუდიტის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურული ერთეულის –კონტროლის და შიდა აუდიტის შსამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მერიის დებულების შესაბამისად. 3. სამსახური მოქმედებს „საქართველოს კონსტიტუციით“, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და  საქართველოს სხვა მოქმედი კანონებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით. 4.სამსახური საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობისა და სამართლიანობის პრინციპებით. 5. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური საქმიანობიდან გამომდინარე იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქუჩა №3. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, თანამდებობების რანგირებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის  შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში. 2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  – კონტროლის და შიდა აუდიტის სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, I რანგი - კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი; ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი II რანგი - შიდა კონტროლის განყოფილების უფროსი; გ) შიდა კონტროლის განყოფილების  III  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შიდა აუდიტისა და საბუღალტრო აღრიცხვის საკითხებში - III რანგი. 3. სამსახურს დაქვემდებარებული თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ინიშნებიან  მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ახორციელებენ ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს და ვალდებული არიან  დაიცვან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა. 4. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობებით. მუხლი 3🔗. სამსახურის მიზნები, ფუნქციები  და ამოცანები 1. სამსახურის მიზანია: ა) განახორციელოს მერიის საქმიანობის გაუმჯობესების, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართული ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას.რისთვისაც: ა.ა) საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს მომსახურებას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია ობიექტთან და რომელიც ემსახურება რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებას. ა.ბ) მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს მერიის რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი შეფასების მიზნით მტკიცებულებების ობიექტურ შესწავლას. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) მერიის წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება, რისთვისაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზები და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით); ასევე მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი განმარტება მერიის საჯარო მოსამსახურეებისა და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მოსამსახურეთაგან; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, რისთვისაც განახორციელებს აუდიტორულ საქმიანობას; შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა; მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; შემოწმების  გამო შეადგინოს ანგარიშები და გასცემს რეკომენდაციებს; მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, განახორციელებს არაგეგმური აუდიტორულ შემოწმება/მონიტორინგს, მერიის ერთიან სისტემაში შემავალი მოსამსახურეების და თანამდებობის პირების მიერ დებულებით/წესდებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელების დროს, სამართალდარღვევათა შესაძლო არსებობის გამოსავლენად. გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; დ) მიმართოს  აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელს უკანონო ქმედებათა დროული აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით; ე) საჭიროების შემთხვევაში დასვას საკითხი შესაბამისი დარგის სპეციალისტის მოწვევის შესახებ ან/ და შესაბამისი იურიდიული ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარების შესახებ; ვ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათ პრევენციას;  შესაბამისი დასკვნების და რეკომენდაციების წარდგენა; ზ) მერიის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების  ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამის რეაგირება.სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; თ) სხვა საქმიანობები, რომლებიც აუცილებელია მუნიციპალიტეტის მერიის და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და მუნიციპალიტეტის სამართლებრივ აქტებს. 3. სამსახურის ამოცანას წარმოადგენს მერიაში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ მერისთვის ინფორმაციის მიწოდება. მუხლი 4🔗.  სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილება 1. სამსახურს  ხელმძღვანელობს  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, პროფესიული საჯარო მოხელე - სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია და მოთხოვნის შესაბამისად წარუდგენს   საქმიანობის შესახებ ანგარიშს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ს შესაბამისად წარმომადგენლობით ორგანოს. 2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის, მერიის დებულების, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულების და  სამუშაოთა  აღწერილობების (თანამდებობრივი ინსტრუქციის) შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი, ხოლო ამ უკანასკნელის არ ყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით მერიის სხვა საჯარო მოსამსახურე. 4. სამსახურის  უფროსი  თავის  კომპეტენციის  ფარგლებში: ა) განსაზღვრავს სამსახურის  საქმიანობის  ორგანიზებას და  დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, დაქვემდებარებულ მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციების და მითითებების გათვალისწინებით; ბ) წარმართავს სამსახურის  საქმიანობას და  პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანების, მიზნების და  ფუნქციების შესრულებაზე; უნაწილებს თანამშრომლებს შემოსულ კორესპოდენციებს და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე; გ) მერს წარუდგენს   სამსახურის  მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და  რეკომენდაციებს; ასრულებს მის მითითებებს და  დავალებებს; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს დაქვემდებარებულ მოხელეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების გამოყენების, მივლინების, კვალიფიკაციის  ამაღლების და გადამზადების, შეფასებების და სხვა  საკითხების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ე) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი  მოვალეობის შესრულების და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; ვ) სამსახურის მმართველობის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების  შესასრულებლად, დადგენილი წესით მოითხოვს და შეუფერხებლად იღებს  ინფორმაცია  მუნიციპალიტეტის  სამსახურებისაგან;       ზ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მერიის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობის განხორციელება. საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა; თ) სამსახურის  საქმიანობისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მერისათვის   მასალების წარდგენა  შემდგომი რეაგირებისათვის; ი) სამსახურის  საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა უფლება- მოვალეობებს განსაზღვრულს  მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი აქტებით და  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 5🔗. განყოფილება და მისი ფუნქციები 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული - განყოფილება, რომელიც შედგება განყოფილების უფროსის და უფროსი სპეციალისტისაგან, უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“თ დადგენილი ნორმების, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის და ამ დებულების შესაბამისად. 2. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს - განყოფილების უფროსს, რომელიც:  ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით და სამუშაო აღწერილობებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) სამსახურის უფროსს მოთხოვნის შესაბამისად დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმას; დ) ანაწილებს დავალებებს საჯარო მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული  ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ  ცალკეული დავალებების შესრულების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას;  ვ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) დადგენილი წესით აფასებს უფროსი სპეციალისტის საქმიანობას და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს წახალისების ან მის მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი და უფროსი სპეციალისტი ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსი ან  მერის დავალებით მერიის სხვა საჯარო მოსამსახურე. მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღოს მისი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლოს მისი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია: ა) შეასრულოს და დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით,შინაგანაწესით და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი; ბ) დროულად, სრულყოფილად შეასრულოს სამუშაოთა აღწერილობებით განსაზღვრული მოვალეობები, აგრეთვე უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაოს საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და   სხვა ქონებას. მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა 1.დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. იმ საკითხების დარეგულირება, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ დებულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობით.