ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016472
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2022
matsne.gov.ge 1,371 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკი ბერიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.10.2017 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.06.2022 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 07.02.2020 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.05.2024 ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2022 წლის 1 აპრილი დაბა ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის   მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ  საქმეთა  და  ტურიზმის    განვითარების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად; მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 07 დეკემბრის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/12/2017, ს/კოდი: 010260000.35.140.016281). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე დანართი ასპინძის   მუნიციპალიტეტის  მერიის  კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ  საქმეთა  და  ტურიზმის    განვითარების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური (შემდგომში „სამსახური“) არის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული. 2. ეს დებულება განსაზღვრავს  სამსახურის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის  საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 3. სამსახური მის კომპეტენციაში  შემავალი მიზნების და ფუნქციების  განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის დარგების შესაბამის მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტებით, მერიის დებულებით და წინამდებარე დებულებით.  4. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს  კეთილსინდისიერების,  ეფექტურობის, პროფესიონალიზმის, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე. 5. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3. მუხლი  2🔗.  სამსახურის   სტრუქტურა 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, თანამდებობების რანგირებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის  შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში. 2.მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი –კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი; ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი (შემდგომში – განყოფილების უფროსი); გ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი განათლების, კულტურის და ტურიზმის განვითარების საკითხებში ( შემდგომში – უფროსი სპეციალისტი); დ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში (შემდგომში–უფროსი სპეციალისტი); ე) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის საკითხებში (შემდგომში – უფროსი სპეციალისტი). 3. სამსახურს დაქვემდებარებული თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ინიშნებიან  მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ახორციელებენ ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს და ვალდებული არიან  დაიცვან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა. 4. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობებით. მუხლი 3🔗. სამსახურის  ძირითადი მიზანი  და ამოცანები 1. სამსახურის მიზანია: ა) საქმიანობა  წარმართოს  განათლების, კულტურის,  სპორტის,  ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების კუთხით მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) უზრუნველყოს შესაბამისი სფეროს განვითარების  ხელშეწყობა, შესაბამის  ორგანიზაციებთან და შემოქმედებით ჯგუფებთან თანამშრომლობა და მუნიციპალური ღონისძიებების  ორგანიზება. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სფეროს განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების მომზადებას, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების მართვას, ორგანიზებასა და შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას; ბ) ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოვლენას, აღრიცხვას და დაცვას; გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკების, მუზეუმების, ფუნქციონირებაზე და განვითარებაზე ზრუნვას; დ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვას; ე) ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისა და ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის ღონისძიებების გატარებას; ვ) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისა და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის ზრუნვას; ზ) მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; თ) შემოქმედთა, პედაგოგთა და სპორტსმენთა საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესწავლას და მათი მოღვაწეობის სტიმულირებას; ი) სამსახურის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, ტურისტული და სხვა ახალგაზრდულ ღონისძიებათა ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას, ტურიზმის დარგის სტიმულირების ღონისძიების განხილვას და პრაქტიკულ რეალიზაციას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით; კ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, მუნიციპალიტეტებისათვის დადგენილი უფლებების და მოვალეობების განხორციელებას. 2. ასევე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებს. მუხლი 4🔗.  სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილება 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის ხელმძღვანელია, პროფესიული საჯარო მოხელე- სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია და მოთხოვნის შესაბამისად წარუდგენს   საქმიანობის შესახებ ანგარიშს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ს შესაბამისად წარმომადგენლობით ორგანოს. 2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, სხვა კანონმდებლობით, მერიის დებულების, ამ დებულების და  სამუშაოთა  აღწერილობების (თანამდებობრივი ინსტრუქციის) შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი, ხოლო ამ უკანასკნელის არ ყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით მერიის სხვა საჯარო მოსამსახურე. 4. სამსახურის  უფროსი  თავის  კომპეტენციის  ფარგლებში: ა) განსაზღვრავს სამსახურის  საქმიანობის  ორგანიზებას და  დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, დაქვემდებარებულ მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ბ) წარმართავს სამსახურის  საქმიანობას და  პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანების, მიზნების და  ფუნქციების შესრულებაზე; უნაწილებს თანამშრომლებს შემოსულ კორესპოდენციებს და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე; გ) მერს და  კურატორი მერის მოადგილეს წარუდგენს   სამსახურის  მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და  რეკომენდაციებს; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს დაქვემდებარებულ მოხელეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების გამოყენების, მივლინების, კვალიფიკაციის  ამაღლების და გადამზადების, შეფასებების და სხვა  საკითხების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ე) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი  მოვალეობის შესრულების და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;  ვ) სამსახურის მმართველობის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების  შესასრულებლად, დადგენილი წესით მოითხოვს და შეუფერხებლად იღებს საჭირო    ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისაგან; ზ) ასრულებს მერის და კურატორი მერის მოადგილის  მითითებებს და  დავალებებს; თ) სამსახურის  საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს  მუნიციპალიტეტის მერის  სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ  სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. განყოფილება და მისი ფუნქციები 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური, რომელიც შედგება განყოფილების უფროსის და უფროსი სპეციალისტებისაგან, უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“თ დადგენილი ნორმების, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის და ამ დებულების შესაბამისად. 2. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს - განყოფილების უფროსს, რომელიც:  ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით და სამუშაო აღწერილობებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) სამსახურის უფროსს მოთხოვნის შესაბამისად დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმას; დ) ანაწილებს დავალებებს საჯარო მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული  ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ  ცალკეული დავალებების შესრულების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას; ვ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) დადგენილი წესით აფასებს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობას და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი და უფროსი სპეციალისტები ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს  სამსახურის  უფროსი ან  მერის დავალებით მერიის სხვა საჯარო მოსამსახურე. მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურის უფლებები და მოვალებები 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურის უფლება აქვს: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღოს მისი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლოს მისი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია: ა) შეასრულოს და დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, შინაგანაწესით და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი; ბ) დროულად, სრულყოფილად შეასრულოს სამუშაოთა აღწერილობებით განსაზღვრული მოვალეობები, აგრეთვე უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაოს საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. 3. სამსახურის  საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა 1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2.  საკითხების, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ დებულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობით.