ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.04.2022
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016473
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკი ბერიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2022 წლის 1 აპრილი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №37 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 12/12/2017, ს/კოდი: 010260020.35.140.016282).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური არის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. ეს დებულება განსაზღვრავს სამსახურის სამართლებრივ სტსტუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
3. სამსახური უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას და ვალდებულია თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ასპინძის მუნიციპალიტეტის რეპუტაციას.
4. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე;
5. სამსახურს აქვს ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ასპინძა, მეფე ერეკლე II-ის ქ. №4.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში.
2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსი; (შემდგომში-სამსახურის უფროსი);
ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის განყოფილების უფროსი (შემდგომში-განყოფილების უფროსი);
გ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის საკითხებში;
დ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი რეზერვის და მობილიზაციის საკითხებში.
3. სამსახურს დაქვემდებარებული თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ინიშნებიან მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ახორციელებენ ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს და ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.
მუხლი 3🔗. სამსახურის
ძირითადი
მიზანი
და
ამოცანები
1. სამსახურის მიზანია:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა გაწვევის, რეზერვისტთა აღრიცხვისა და მობილიზაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების ეფექტური განხორციელება.
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა გაწვევის, რეზერვისტთა აღრიცხვის და მობილიზაცისთან დაკავშირებული დელეგირებული ღონისძიებების განხორციელება.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამსახური წვევამდელთა აღრიცხვის და გაწვევის საკითხების უზრუნველყოფა, რისთვისაც ახდენს:
ა.ა) წვევამდელთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო პატრიოტულ-აღმზრდელობით საქმიანობას, სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის საჭირო ღონისძიების ორგანიზებას;
ა.ბ) სამხედრო აღრიცხვიანობის და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესების დარღვევების თითოეულ ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში რეაგირებას;
ბ) რეზერვის და მობილიზაციის საკითხების უზრუნველყოფა. მათ შორის:
ბ.ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესით, სამობილიზაციო რესურსის (რეზერვის ოფიცერთა, სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითთა) აღრიცხვა;
ბ.ბ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე რეზერვისტთა შერჩევა, მომზადება და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;
ბ.გ) რეზერვისტთა სპეციალურ აღრიცხვა, კანონით განსაზღვრული უწყებების მოთხოვნის საფუძველზე;
ბ.დ) სხვა მიმდინარე საკითხების გადაწყვეტა.
3. სამსახური ასევე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გ.ა) ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს.
მუხლი 4🔗. სამსახურის
უფროსი
და
მისი
უფლებამოსილება
1. სამსახურს ხელმღვანელობს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, პროფესიული საჯარო მოხელე – სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია და მოთხოვნის შესაბამისად წარუდგენს საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, მერიის დებულების, ამ დებულების და სამუშაოთა აღწერილობების (თანამდებობრივი ინსტრუქციის) შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი, ხოლო ამ უკანასკნელის არ ყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით მერიის სხვა საჯარო მოსამსახურე.
4. სამსახურის უფროსი თავის კომპეტენციის ფარგლებში:
ა) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, დაქვემდებარებულ მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს სამუშაოთა აღწერილობების და სხვა დავალებების შესაბამისად;
ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანების, მიზნების და ფუნქციების შესრულებაზე; უნაწილებს თანამშრომლებს შემოსულ კორესპოდენციებს და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
გ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ასრულებს მერის მითითებებს და დავალებებს;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს დაქვემდებარებულ მოხელეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების გამოყენების, მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების, შეფასებების და სხვა საკითხების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ე) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობის შესრულების და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ვ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს;
ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, გასცემს რეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების იმ გადაწყვეტილებათა შესასრულებლად, რომლებიც ეხება სამსახურის ფუნქციებს;
თ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეუფერხებლად გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან, მათი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად;
ი) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. განყოფილება
და
მისი
ფუნქციები
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის განყოფილებაა – მეორადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შედგება განყოფილების უფროსის და უფროსი სპეციალისტებისგან, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“თ დადგენილი ნორმების, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის და ამ დებულების შესაბამისად.
2. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს – განყოფილების უფროსს.
3. განყოფოლების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით და სამუშაო აღწერილობებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსს მოთხოვნის შესაბამისად დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმას;
დ) ანაწილებს დავალებებს საჯარო მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ ცალკეული დავალებების შესრულების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას;
ვ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) დადგენილი წესით აფასებს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობას და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსი ან მერის დავალებით მერიის სხვა საჯარო მოსამსახურე;
5. განყოფილების უფროსი და უფროსი სპეციალისტები ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურის უფლებები და მოვალებები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღოს მისი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლოს მისი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:
ა) შეასრულოს და დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, შინაგანაწესით და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად, სრულყოფილად შეასრულოს სამუშაოთა აღწერილობებით განსაზღვრული მოვალეობები, აგრეთვე უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაოს საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
მუხლი
7🔗. დებულებაში
ცვლილებების
და
დამატებების
შეტანა
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. იმ საკითხების დარეგულირება, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ დებულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობით.