📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016474
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2022
matsne.gov.ge 1,264 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკი ბერიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 01.04.2022 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 21.11.2017 ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 01.04.2022 ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 14.11.2017 ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 01.04.2022

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 2022 წლის 1 აპრილი დაბა ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების  სამსახურის  დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №39 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/12/2017, ს/კოდი: 010260000.35.140.016284). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახური (შემდგომ –სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი  სტრუქტურული ერთეული.  2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების   შესახებ“, 2015  წლის  17 აგვისტოს №13  ბრძანების „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების  განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ სხვა მომქმედი კანონმდებლობით და  კანონქვემდებარე აქტებით, წინამდებარე დებულებით და მუნიციპალიტეტის  სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს კეთილსინდისიერების, ეფექტურობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია – დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, თანამდებობების რანგირებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის  შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში. 2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  – სახელმწიფო  შესყიდვების სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი; ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – გამარტივებული შესყიდვებისა  და ელექტრონული ტენდერების განყოფილების უფროსი; გ) გამარტივებული შესყიდვებისა  და ელექტრონული ტენდერების განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გამარტივებული შესყიდვების საკითხებში; დ) გამარტივებული შესყიდვებისა და ელექტრონული ტენდერების განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შესყიდვებისა და ელექტრონული ტენდერების საკითხებში; 3. სამსახურს დაქვემდებარებული თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ინიშნებიან  მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ახორციელებენ ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს და ვალდებული არიან  დაიცვან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა. 4. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობებით. მუხლი 3🔗. სამსახურის  ძირითადი მიზანი  და ამოცანები 1. სამსახურის მიზანია: ა) იმოქმედოს მუნიციპალიტეტის მერიის სახელით და უზრუნველყოს წლიური შესყიდვების გეგმის საფუძველზე სახელმწიფო  შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სახელმწიფო  შესყიდვების განხორცილება, კონკურენტული გარემოს შექმნა, მუნიციპალური სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; ბ) უზრუნველყოს შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობა, გამარტივებული შესყიდვების და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადებების მომზადება-გამოქვეყნება, საქმიანობის საჯაროობა, გამჭვირვალობა და კანონიერების დაცვა. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების სახელმწიფო  შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადებისათვის კონსულტაციის გაწევა; ბ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება; გ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; დ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადება; ე) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმის შედგენა, წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერება, დამტკიცების უზრუნველყოფა და კორექტირება; ვ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა; ზ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესყიდვების საშუალების შერჩევა და შერჩეული საშუალების შესაბამისი, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენა (წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად), ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების პროექტის მომზადება და სატენდერო კომისიისთვის წარდგენა; თ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადება; ი) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად პროექტის მოზადება; კ) სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა და არქივის წარმოება; ლ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის კონსულტაციების გაწევა; მ) მოქმედი კანონმდებლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 4🔗.  სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილება 1. სამსახურს  ხელმძღვანელობს  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, პროფესიული საჯარო მოხელე – სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია და მოთხოვნის შესაბამისად წარუდგენს საქმიანობის შესახებ ანგარიშს, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად წარმომადგენლობით ორგანოს. 2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“,სახელმწიფო შესყიდვების მომწესრიგებელი კანონმდებლობია, მერიის დებულების, ამ დებულების და  სამუშაოთა  აღწერილობების (თანამდებობრივი ინსტრუქციის) შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი, ხოლო ამ უკანასკნელის არ ყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით მერიის სხვა საჯარო მოსამსახურე. 4. სამსახურის  უფროსი  თავის  კომპეტენციის  ფარგლებში: ა) განსაზღვრავს სამსახურის  საქმიანობის  ორგანიზებას და  დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, დაქვემდებარებულ მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ბ) წარმართავს სამსახურის  საქმიანობას და  პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანების, მიზნების და ფუნქციების შესრულებაზე; უნაწილებს თანამშრომლებს შემოსულ კორესპოდენციებს და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე; გ) მერს და  კურატორ მერის მოადგილეს წარუდგენს   სამსახურის  მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და  რეკომენდაციებს; ასრულებს მათ მითითებებს და  დავალებებს; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს დაქვემდებარებულ მოხელეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების გამოყენების, მივლინების, კვალიფიკაციის  ამაღლების და გადამზადების, შეფასებების და სხვა  საკითხების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ე) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი  მოვალეობის შესრულების და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; ვ) სამსახურის მმართველობის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად, დადგენილი წესით მოითხოვს და შეუფერხებლად იღებს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის  სამსახურებისაგან;      ზ) იღებს მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;      თ) სამსახურის  საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს  მუნიციპალიტეტის მერის  სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ  სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. განყოფილება და მისი ფუნქციები 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილება, რომელიც შედგება განყოფილების უფროსის და უფროსი სპეციალისტებისაგან, უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი ნორმების, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის და ამ დებულების შესაბამისად. 2. „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს – განყოფილების უფროსს, რომელიც:  ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ)უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით და სამუშაო აღწერილობებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) სამსახურის უფროსს მოთხოვნის შესაბამისად დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმას; დ) ანაწილებს დავალებებს საჯარო მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული  ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ  ცალკეული დავალებების შესრულების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას; ვ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) დადგენილი წესით აფასებს საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობას და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი და უფროსი სპეციალისტები ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსი ან  მერის დავალებით მერიის სხვა საჯარო მოსამსახურე. მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურის უფლებები და მოვალებები 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღოს მისი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლოს მისი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია: ა) შეასრულოს და დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, შინაგანაწესით და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი; ბ) დროულად, სრულყოფილად შეასრულოს სამუშაოთა აღწერილობებით განსაზღვრული მოვალეობები, აგრეთვე უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაოს საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. 3. სამსახურის  საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან და თავისუფლდებიან მუნიციპალიტეტის  მერის  მიერ. მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა 1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2.იმ საკითხების დარეგულირება, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ დებულებით,     წესრიგდება    მოქმედი კანონმდებლობით.