„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.140.016477
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2022 წლის 1 აპრილი

დაბა ასპინძა

 

„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/07/2014, ს/კოდი: 010250020.35.140.016096) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის კ ) ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ)  განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებაზე მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრისა, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე;“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ლ) ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებაზე;“.

3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მ) ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) განიხილავს  და  საკრებულოს   წარუდგენს   დასკვნას მერისათვის თანხმობის მიცემაზე ისეთ გარიგების   დადებაზე,   რომლის   ღირებულება   აღემატება  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის  გადასახდელების  5%-ს;“.

4. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ო) ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი აუდიტორული შემოწმების ანაგარიშს და დასკვნას, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივი  ბიუჯეტის  შესრულების  ანგარიშს;".  

5. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე