აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება № 1-1/140
2022 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი), ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს (კმ4+040-კმ27+840) მონაკვეთის (ლოტი 1) და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის კმ27+840- კმ35+500 (საგარეჯოს შემოვლითი გზა) მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობის პროექტებს (შემდგომში – პროექტი).
პროექტით გასახორციელებელი სამუშაოების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზა წარმოადგენს თბილისის კახეთის რეგიონთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზას და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელ ალტერნატიულ გზას. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა ეკონომიკური ზრდის, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი სტრატეგიული პროექტია, რომელმაც უნდა გარდაქმნას საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კვანძად ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, ერთი მხრივ, ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის, და, მეორე მხრივ, თურქეთსა და ევროპას შორის. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მთავარ სასაზღვრო კვეთის პუნქტებთან დაკავშირება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც აბრეშუმის გზაზე სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს. საპროექტო გზის მონაკვეთი წარმოადგენს თბილისიდან საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი რეგიონის, კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელ ძირითად მაგისტრალს და როგორც აღინიშნა, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო კორიდორს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არსებული გზა გადის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში როგორებიცაა, ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო, სადაც დასახლებული პუნქტების სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება ადგილობრივი ავტონტრანსპორტის გამჭოლად გამავალ სარანსპორტო ნაკადებთან შერწყმა-აღრევა, ქვეითად მოსიარულეების მიერ გზით სარგებლობა და ამასთანავე პირუტყვის მიერ სავალი ნაწილის დაკავება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ავტოტრასნპორტის გადაადგილებას და საფრთხეს უქმნის როგორც მგზავრთა, ასევე ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებას, აღნიშნულს ამასთანავე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გადაადგილების დროსა და ხარჯებზე. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში, ალტერნატიული მიმართულებების და მრავალფუნქციური შედარებების საფუძველზე დადგინდა, რომ ავტოტრანსპორტის პროგნოზირებული ინტენსივობა საშუალო ზრდის ტემპით შემდეგი 20 წლის განმავლობაში გაიზრდება (2040 წლისათვის AADT შეადგენს 33 688-ს) და ახალი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე კრიტიკულად აუცილებელია თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთისათვის, რომლის მარშრუტიც სრულიად აუვლის გვერდს დასახლებულ პუნქტებს, რაც გაზრდის დერეფნის გამტარუნარიანობას, შემცირდება გადადგილების დრო და ხარჯები, გაიზრდება გადაადგილების სიჩქარეები, საგრძნობლად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და განიმუხტება დასახლებული პუნქტები.
საპროექტო გზის ლოტი 1 იწყება 4+040 ნიშნულზე და მთავრდება 27+840 ნიშნულთან, მისი საერთო სიგრძე დაახლოებით 24 კილომეტრია. საპროექტო გზის მონაკვეთი აღმოსავლეთისკენ მიემართება და გადის ვაზიანის ჩრდილოეთით, უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით და გადის არსებულ გზაზე პკ.4+798-თან ახლოს. კონსტრუქციის მშენებლობისათვის, რომელიც ორ დერეფანს ჰყოფს, გათვალისწინებულია არსებული გზის მუდმივი რეკონსტრუქცია. საავტომობილო გზა გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთით და ორჯერ კვეთს არსებულ რკინიგზას, პკ6+227 და პკ7+511 სადაც შესაბამისი კონსტრუქციებია გათვალისწინებული ორი სატრანსპორტო დერეფნისათვის (საავტომობილო გზა და სარკინიგზო) მათი ცალ-ცალკე გამოყოფით. შემდეგ საავტომობილო გზა ბრუნდება აღმოსავლეთისკენ, შემდგომ ჩრდილოეთით და არსებული სარკინიგზო ხაზის პარალელურად და პკ14+418 -ზე გათვალისწინებულია მოეწყოს სართიჭალის დაგეგმილი გადაკვეთა. საპროექტო საავტომობილო გზა გრძელდება, არსებული რკინიგზის ხაზის პარალელურად და გადის მდინარე იორზე, 6 საავტომობილო გზის ხიდით. მდინარის გადაკვეთის შემდეგ მაგისტრალი გადის იორის მიტოვებულ ქვესადგურზე და გრძელდება არსებული რკინიგზის ხაზის ჩრდილოეთის პარალელურად. პროექტი ითვალისწინებს არსებული ადგილობრივი საგზაო ქსელის მთლიან აღდგენას, რომელსაც კვეთს ახალი საავტომობილო გზა. გათვალისწინებულია რამდენიმე გვერდითი გზა და ვერტიკალური ადგილობრივი გზა ადგილობრივი სატრანსპორტო მომსახურებისა და მიწებამდე მისასვლელების აღდგენის/უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, კვანძებზე გათვალისწინებულია მეორეხარისხოვანი გზები ახალი საავტომობილო გზის ადგილობრივ საგზაო ქსელთან დასაკავშირებლად.
საპროექტო გზის ლოტი 2-ის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 8 კმ-ია. იგი კვეთს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მთავარ დასახლებებს – ქალაქ საგარეჯოსა და სოფლებს: ხაშმს, პატარძეულს, ნინოწმინდას, წყაროსთავს, გიორგიწმინდასა და თოხლიაურს. საპროექტო მონაკვეთი იწყება ნიშნულიდან კმ27+840 და სრულდება კმ35+500 ნიშნულზე. ის აგრძელებს კონსტრუქციულ ლოტ 1-ს. დასაწყისი – კმ27+840 მდებარეობს ნინოწმინდამდე, ლორის რკინიგზის სადგურთან, დასასრული - კმ35+500 მდებარეობს თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით. საავტომობილო გზა არსებული სარკინიგზო ხაზიდან პარალელურად მიემართება ჩრდილოეთით, დაახლოებით 30+118 პიკეტამდე, სადაც არსებულ სარკინიგზო ხაზზე მაგისტრალი გადადის ხიდით. 28+607 პიკეტთან ახლოს, გათვალისწინებულია ნინოწმინდის ახალი საავტომობილო კვანძის მოწყობა. 30+118 პიკეტიდან, საიდანაც რკინიგზის ხაზი იკვეთება, საავტომობილო გზა გრძელდება ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელიც გაივლის საგარეჯოს სამხრეთით. 34+656 პიკეტთან ახლოს გათვალისწინებულია ახალი თოხლიაურის საავტომობილო კვანძის მოწყობა. თოხლიაურის საავტომობილო კვანძის შემდეგ, საავტომობილო გზა მიდის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, 35+500 პიკეტადე, სადაც მთავრდება საპროექტო გზაზე (ლოტი 2). გათვალისწინებულია რამდენიმე შემოვლითი და ვერტიკალური ადგილობრივი გზების მოწყობა, რათა აღდგეს წვდომა კერძო მიწის ნაკვეთებზე. გარდა ამისა, გზაჯვარედინზე გათვალისწინებულია მეორადი გზების მოწყობა, ახალი საავტომობილო გზის, ადგილობრივ საგზაო ქსელთან დასაკავშირებლად. თბილისი-საგარეჯო და საგარეჯო-ბაკურციხის გზის მონაკვეთების გასწვრივ დაბლობებზე გვხვდება ძირითადად ზომიერი კლიმატური პირობები, ხოლო მთიან ტერიტორიებსა და ხეობებში (ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე) კლიმატი უფრო მკაცრია. რელიეფის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნის მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის მთების სამხრეთით მდებარე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულ ხეობას. რელიეფი ძირითადად სწორია მხოლოდ მცირე ქანობებით, მაგრამ გვხვდება უსწორმასწორო ბორცვებიც. ხეობას კვეთს რამდენიმე მდინარე, რომლებიც არხებს, თხრილებსა და წყლის ნაკადებს ქმნის.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვინაიდან აღნიშნული გზის მოწყობა უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებით აშენებულ საავტომობილო გზაზე მოსახლეობის და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას მრავალი წლის მანძილზე და პროექტის ფარგლებში, საჭიროებისამებრ, ასევე განხორციელდება მეორეხარისხოვანი და სხვა, საჭირო შიდა გზების რეაბილიტაცია, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აღნიშნული გზებით მოსარგებლე, ნებისმიერი პირისთვის.
პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული.
გივი იარაჯულის (პ/ნ 12001032938), დავით იარაჯულის (პ/ნ 12001044791) და კახაბერი იარაჯულის (პ/ნ 12001067744) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ 81.12.19.698) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
ვალერიან მიქელაძის (პ/ნ 12001062479) საკუთრებაში არსებული 2 უძრავი ქონების ს/კ: 81.10.28.958 (ნაკვეთის წინა ს/კ 81.10.28.770) და ს/კ 81.10.28.960 (ნაკვეთის წინა ს/კ 81.10.28.770) სრულად ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
ზაურ უსტიაშვილის (პ/ნ 36001045225), ზურაბ უსტიაშვილის (პ/ნ: 36001013807), ლელა უსტიაშვილის (პ/ნ: 36001020088) და სოფიო უსტიაშვილის (პ/ნ: 36001044049) თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.14.53.000.277) ნებაყოფლობით სრულად გამოსყიდვაზე;
გელა გიუნაშვილის (პ/ნ: №36001000258), ლეილა გიუნაშვილის (პ/ნ: №36001043563) და ომარი გიუნაშვილის (პ/ნ: №36001008377) თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის (ს/კ: 55.14.53.000.155) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
შპს „PERLITE“-ის (ს/ნ: 400083832) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის (ს/კ: №81.10.34.275) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს (კმ4+040-კმ27+840) მონაკვეთის (ლოტი 1) და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის კმ27+840- კმ35+500 (საგარეჯოს შემოვლითი გზა) მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობის პროექტები.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 81.12.19.698) თანამესაკუთრეები არიან გივი იარაჯული (პ/ნ 12001032938), დავით იარაჯული (პ/ნ 12001044791) და კახაბერი იარაჯული (პ/ნ 12001067744).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გივი იარაჯულის, დავით იარაჯულის და კახაბერ იარაჯულის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი – მიწის ნაკვეთი 329 კვ.მ. ოდენობით და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ 81.12.19.698).
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ 1) გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე 4 483 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ: 81.10.28.958; წინა ს/კ 81.10.28.770) და გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ მარტყოფში მდებარე 228 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ: 81.10.28.960; ნაკვეთის წინა ს/კ 81.10.28.770) მესაკუთრეა ვალერიან მიქელაძე (პ/ნ 12001062479).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ვალერიან მიქელაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სრულად ს/კ: 81.10.28.958 ( წინა ს/კ 81.10.28.770) და ს/კ: 81.10.28.960 (ნაკვეთის წინა ს/კ 81.10.28.770).
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულში მდებარე 1500 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ: №55.14.53.000.277) თანამესაკუთრეები არიან ზაურ უსტიაშვილი (პ/ნ 36001045225), ზურაბ უსტიაშვილი (პ/ნ: 36001013807), ლელა უსტიაშვილი (პ/ნ: 36001020088) და სოფიო უსტიაშვილი (პ/ნ: 36001044049).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ზაური უსტიაშვილის, ზურაბი უსტიაშვილის, ლელა უსტიაშვილის და სოფიო უსტიაშვილის თნასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სრულად (ს/კ: №55.14.53.000.277).
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ პატარძეულში მდებარე 1600 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ: 55.14.53.000.155) თანამესაკუთრეები არიან გელა გიუნაშვილი (პ/ნ: №36001000258), ლეილა გიუნაშვილი (პ/ნ: №36001043563) და ომარი გიუნაშვილი (პ/ნ: №36001008377).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გელა გიუნაშვილის, ლეილა გიუნაშვილის და ომარ გიუნაშვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი - 573 კვ.მ ოდენობით (ს/კ: 55.14.53.000.155).
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე 270 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: №81.10.34.275) მესაკუთრეა შპს „PERLITE“ (ს/ნ: 400083832).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შპს „PERLITE“-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი – 52 969 კვ.მ ოდენობით (ს/კ: №81.10.34.275).
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან, თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2022 წლის 25 თებერვლის №1 და 24 მარტის №2 ოქმების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს (კმ4+040-კმ27+840) მონაკვეთის (ლოტი 1) და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის კმ27+840- კმ35+500 (საგარეჯოს შემოვლითი გზა) მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობის პროექტები ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
1.1 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე გივი იარაჯულის (პ/ნ 12001032938), დავით იარაჯულის (პ/ნ 12001044791), კახაბერი იარაჯულის (პ/ნ 12001067744) თანასაკუთრებაში არსებული 1000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 329 კვ.მ ოდენობით და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ 81.12.19.698);
1.2 გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე ვალერიან მიქელაძის (პ/ნ 12001062479) საკუთრებაში არსებული 4483 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 81.10.28.958; ნაკვეთის წინა ს/კ 81.10.28.770);
1.3 გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე ვალერიან მიქელაძის (პ/ნ 12001062479) საკუთრებაში არსებულ 228 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 81.10.28.960; ნაკვეთის წინა ს/კ 81.10.28.770);
1.4 საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულში მდებარე ზაურ უსტიაშვილის (პ/ნ 36001045225), ზურაბ უსტიაშვილის (პ/ნ: 36001013807), ლელა უსტიაშვილის (პ/ნ: 36001020088) და სოფიო უსტიაშვილის (პ/ნ: 36001044049) თანასაკუთრებაში არსებულ, 1500 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №55.14.53.000.277);
1.5 საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულში მდებარე, გელა გიუნაშვილის (პ/ნ: №36001000258), ლეილა გიუნაშვილი (პ/ნ: №36001043563) და ომარ გიუნაშვილის (პ/ნ: №36001008377) თანასაკუთრებაში არსებულ 1600 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე -573 კვ.მ-ს ოდენობით (ს/კ: 55.14.53.000.155);
1.6 გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე შპს „PERLITE“-ის (ს/ნ: 400083832) საკუთრებაში არსებულ 270 000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 52 969 კვ.მ-ს ოდენობით (ს/კ: №81.10.34.275).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი ლევან დავითაშვილი.