,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფი“-ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბერის N758 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №74
2022 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
1. „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბრის №758 განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს მამუკა ვარდიაშვილი (პირადი ნომერი 01024005027);“.
2. „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბრის №758 განკარგულების ყველა სხვა პუნქტი დარჩეს უცვლელი.
3. ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge). ასევე, გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს.
4. ამ განკარგულების ძალაში შესვლის მომენტიდან შეუწყდეს უფლებამოსილება „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ ლიკვიდატორს თეიმურაზ ცერცვაძეს.
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
დეპარტამენტის უფროსი ირმა ბოკუჩავა
არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტი.