,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 |
|
2022 წლის 4 აპრილი ქ. სამტრედია |
2. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N27 დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ”, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’-ს 61-ე მუხლის ,,1’’-ლი პუნქტის თანახმად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:’’.
3. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N27 დადგენილების მე-4 მუხლის ,,1’’ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტებისა და სპეციალისტებისაგან, ასევე დაინტერესებული იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან’’.
|