📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.04.2022
ძალის დაკარგვა 01.01.2023
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016534
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,613 სიტყვა · ~28 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.04.2022 მიღება
01.01.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (8)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ზონა საცხოვრებელი ადგილი
I ვაჩნაძიანი
II მუკუზანი
III ჩუმლაყი
IV ჭანდარი
V კოლაგი
VI ჩალაუბანი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 2022 წლის 1 აპრილი ქ. გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-20 და 22-ე მუხლების მე-4 პუნქტის   შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის შემდეგი ქვეპროგრამები: 1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება  დანართი 1-ის შესაბამისად 2. ახალშობილთა ოჯახების დახმარება დანართი 2-ის შესაბამისად 3. ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა დანართი 3-ის შესაბამისად 4. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება დანართი 4-ის შესაბამისად 5. ბავშვთა სამედიცინო-სოციალური  რეაბილიტაციის თანადაფინანსება დანართი 5-ის შესაბამისად 6.  სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება დანართი 6 -ის შესაბამისად 7. მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო - ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსება    დანართი 7-ის შესაბამისად 8. ა(ა) იპ სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია  ,, მოქალაქეთა თანადგომის " დაფინანსება  დანართი 8-ის შესაბამისად 9. ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარება დანართი 9-ის შესაბამისად 10. უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების თანადაფინანსება დანართი 10-ის შესაბამისად 11. უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობების მქონე  ოჯახების საცხოვრებელი ფართის ქირის  თანადაფინანსება დანართი 11-ის შესაბამისად 12. უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება დანართი 12-ის შესაბამისად 13. ხანდაზმულ პირთა დახმარება დანართი 13-ის შესაბამისად 14.  ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება დანართი 14-ის შესაბამისად 15. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება დანართი 15-ის შესაბამისად 16.  სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება დანართი 16-ის შესაბამისად 17. შშმ პირთა  დახმარება  დანართი 17-ის შესაბამისად 18. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის საფასურის თანადაფინანსება დანართი 18-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის  დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №22 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matcne.gov.ge, 28/12/2021წ., 010250050.35.166.016517). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი გურჯაანის    მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა დანართი №1 მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება  (პროგრამული კოდი 06 02 01 ) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიური მდგომარეობის და დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗.ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლე სამიზნე ჯგუფია გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთაც ჰყავთ 4 (ოთხი) და მეტი არასრულწლოვანი შვილი. 2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება;  ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) ცნობა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ (გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ). ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;  მუხლი 3🔗. მომსახურების მოცულობა დახმარება გაიცემა მრავალშვილიან ოჯახის მე-4 და ყოველ შემდეგ 18 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვზე ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი პუნქტი 1. დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას; პუნქტი 2. ა) მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვის თვიდან ერთერთი მშობლის საბანკო ანგარიშზე. ბ) დახმარება ოჯახს შეუწყდება ბავშვის 18 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 7🔗. დამატებითი პირობები 1. დახმარებით ვერ ისარგებლებს მრავალშვილიანი ოჯახი, თუ ბავშვი/ბავშვები ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში. 2. თუ ბავშვები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად; დანართი №2 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02 ) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეროგრამის მიზანია ახალშობილთა ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესების წახალისება. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა: ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 წლამდე ასაკის ბავშვი, ბ) ერთწლამდე ასაკის ბავშვი, რომლის ერთერთი მშობელი არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფაქტიურად მცხოვრები დევნილის სტატუსის მქონე პირი. 2. ახალშობილთა დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) ერთერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) საინფორმაციო ბარათი ბავშვის რეგისტრაციის შესახებ (გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ); ე) თანხის მიმღები ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. ზ) მშობლის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემტხვევაში) მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა დახმარება გაიცემა ერთ ახალშობილზე 300 ლარის ოდენობით ერთჯერადად. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას; 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ დახმარება გაიცემა განცხადების შემოტანის დღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №3 ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 03) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია 0-1 წლამდე ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის და იშვიათი დაავადებების მქონე პირებისათვის აუცილებელი საკვებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან: ა) ერთი წლის ასაკის ჩათვლით ბავშვი, რომელიც სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრში დარეგისტრირებულია შესაბამისი პროგრამის მაძიებლად და რომლის ოჯახი ქვეპროგრამაში ჩართვის მოთხოვნის შესახებ განცხადებით მომართვის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა. ბ) ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დააავადებული პირი. 2. თანადაფინანსების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა (რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის წარმოდგენიდან არაუადრეს 30 კალენდარული დღისა); ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ცნობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრიდან შესაბამის პროგრამის მაძიებლად დარეგისტრირების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში). თ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა 1. 0-1 წლამდე ასაკის ბავშვზე დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე. 2. ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დააავადებული პირების დახმარების ოდენობა განსაზღვროს წლიური ლიმიტით - 3 000 ლარით. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1.ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:  ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;  ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას; 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში. 3. გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 90 კალენდარულ დღეში. 4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №4  კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი  ოჯახების გადაუდებელი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05 ) მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა პირველადი საჭიროების მქონე : ა) ოჯახი, სადაც დაგეგმილია რეინტეგრაციის განხორციელება; ბ) ოჯახი, რომელიც ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში; გ) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი; დ) ოჯახი, რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი; ე) ოჯახი, რომელიც განცხადების შემოტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 30 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა; 2. თანადაფინანსების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ე) ინტერდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება, ოჯახის შეფასების შესახებ. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები 1. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოწყვლადი ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით საკვები პროდუქტების და ჰიგიენისათვის საჭირო ნივთების უზრუნველყოფა. ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი. ერთჯერადად საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს.  2. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის დახმარება საყოფაცხოვრებო ნივთებით ((საწოლი, სკამი, მაგიდადა სხვა) უზრუნველყოფა. საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. განსაზღვრული საქონლის და თანმდევი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ესაბამისად. 3. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის დახმარება საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა და სხვა) უზრუნველყოფა.საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარი. განსაზღვრული საქონლის და თანმდევი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №5 ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 02 06) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი  ქვეპროგრამის მიზანია ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1.ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები: ა) 0-18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი (Q 90) ბ) 0 - 7 წლამდე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი F 80-84 გ) 0 – 7 ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი R62 დ) 0- 18 წლამდე ასაკის ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვი G 80 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა; ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ზ) ცნობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრიდან შესაბამის პროგრამის მაძიებლად დარეგისტრირების შესახებ მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით განხორციელდება თვეში 8 სეანსის თანადაფინანსება (სეანსის ღირებულება არაუმეტეს 30 ლარის) ბენეფიციარის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას; 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში. 3.გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100/ა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 90 კალენდარულ დღეში. 4. ფინანსური ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 4🔗. დამატებითი პირობები  ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილებების შეტანა (რაც არ ეწინააღმდეგება ამ ქვეპროგრამის პირობებს) ხორციელდება ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის ან მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რა დროსაც განმცხადებელი ვალდებულია დააბრუნოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირება. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №6 სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 07) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობისთვის სამედიცინი მომსახურებაზე (სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა, კლინიკო- ლაბორეტორიული, ინსტრუმენტული, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები) ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თვითმმართველობის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი პუნქტი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები: პუნქტი 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ( საჭიროების შემთხვევაში) დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა (რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის გაცემიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა) ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. (რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა); ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ზ) ვეტერანის მოწმობის ასლი ( საჭიროების შემთხვევაში) თ) დევნილის ტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში) ი) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი. კ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა 1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქმედი 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირების, მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილეთა და დევნილის ტატუსის მქონე პირების თანადაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების) განხორციელდება წელიწადში ერთხელ. თანადაფნანსების ოდენობა შეადგენს მომსახურების ღირებულების 50%-ს არა უმეტეს 700 ლარის (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით/ მხრიდან).  2. პირის, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღრულ კრიტერიუმებს, თანადაფინანსება მოხდება შემდეგი წესის მიხედვით: ა). თუ პირის მიერ გადასახდელი თანხა არ აღემატება 500 ლარს თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 50%-ს არა უმეტეს 100 ლარის; ბ). თუ პირის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 501 ლარიდან 1000 ლარამდე თანადაფინანსების ოდენობაა 200 ლარი; გ). თუ პირის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 1001 ლარიდან 1500 ლარამდე თანადაფინანსების ოდენობაა 250 ლარი; დ). თუ პირის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 1501 ლარს თანადაფინანსების ოდენობაა 350 ლარი;  3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი განსაზღვრულია 1000 ლარით. (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით/ მხრიდან). მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას; 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში. 3.გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100/ა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 90 კალენდარულ დღეში. 4. ფინანსური ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 7🔗. დამატებითი პირობები 1. თანადაფინანსება არ განხორციელდება: ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს. ბ) ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა ამ დადგენილების ამ დანართით განსაზღვრული დახმარებით ან მე-7 დანართით განსაზღვრული ქვეპროგრამით (გარდა ონკოლოგიური დაავადების);  გ) საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯერბი; დ) პაციენტის მიერ არჩეული ექიმის ჰონორარი; ე) პაციენტის გარდაიცვალების შემთხვევაში. 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადები: ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადაა 60 კალენდარული დღე; ბ) შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100/ა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, ჩვენს მიერ გაცემული ადმინისტრაციული და პირების ასლი) წარმოდგინის ვადაა არაუგვიანეს 60 კალენდარული დღე; გ) სამედიცინი მომსახურების თანადაფინანსების თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ მიმართვაში ან კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ მითითებული პაციენტის გადასახდელი თანხიდან გამომდინარე. თუ მომსახურება არ ფინანსდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს და/ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ, მაშინ დაფინანსება მოხდება კლინიკის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად: დ) ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილებების შეტანა (რაც არ ეწინააღმდეგება ამ პროგრამის პირობებს) ხორციელდება ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რა დროსაც განმცხადებელი ვალდებულია დააბრუნოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირება. 3. უკვე ჩატარებული მკურნალობის თანადაფინანსების მიზნით პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს მიმწოდებელთან გაფორემებული ხელშეკრულება მისი მხრიდან გადსახდელი დავალიენების შესახებ. დანართი №7  მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო ტექნიკური საშუალებების შეძენაზე დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08 ) ქვეპროგრამის მიზანია მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო ტექნიკური საშუალებების შეძენაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი პუნქტი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 100 000-ზე ნაკლები ქულის მქონე პირი; ბ) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილე; გ) 0-18 წლამდე შშმ ბავშვი; დ) მიასთენიით და გაფანტული სკლეროზით და დაავადებული პირი; ე) 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით, A-ტიპის დიაბეტით დაავადებული და თირკმლის დაავადების III-IV სტადიის მქონე ბავში; ვ) დევნილისს ტატუსის მქონე პირი ზ) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირი. პუნქტი 2. მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და სამედიცინო საგნების თანადაფინანსებისთვის წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პაციენტის პირადობის ან/და დაბადების მოწმობის (18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის) ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა (რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის წარმოდგენიდან არაუადრეს 30 კალენდარული დღისა) დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის წარმოდგენიდან არაუადრეს 30 კალენდარული დღისა); ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ ( საჭიროების შემთხვევაში); ზ) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილის ასლი ( საჭიროების შემთხვევაში) თ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი. ი) დევნილის ტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში) მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 100 000-ზე ნაკლები ქულის მქონე პირის, და მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილის, დევნილის ტატუსის მქონე პირის და 0-18 წლამდე შშმ ბავშვის მედიკამენტების თანადაფინანსების (გარდა ონკოლოგიური დაავადების) განხორციელდება მედიკამენტების ღირებულების 50%-ით არაუმეტეს 150 ლარისა წელიწადში ერთხელ. ბ) მიასთენიით, გაფანტული სკლეროზით, 0-დან 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით, თირკმლის დაავადების III-IV სტადიის მქონე ბავშვის სამკურნალო მედიკამენტების და 18 წლამდე ასაკის A-ტიპის დიაბეტით დაავადებული ბავშვის საანალიზო ჩხირების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 600 ლარს; გ) ონკოლოგიური დაავადების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 300 ლარს; მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას; 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში. 3. გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100/ა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 90 კალენდარულ დღეში. 4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 7🔗. დამატებითი პირობები 1. თანადაფინანსება არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს; ბ) ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა ამ დადგენილების მე-6 დანართის მე-3 მუხლის 1-ელი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქვეპროგრამით ან ამავე დანართით განსაზღვრული დახმარებით; 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადები: ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადაა 60 კალენდარული დღე ბ) შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100/ა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი , პირადობის მოწმობის ასლი, ჩვენს მიერ გაცემული ადმინისტრაციული და პირების ასლი) წარმოდგინის ვადაა არაუგვიანეს 60 კალენდარული დღე; გ) თანადაფინანსების თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ მიმართვაში ან კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ მითითებული პაციენტის გადასახდელი თანხიდან გამომდინარე. თუ მომსახურება არ ფინანსდება, მაშინ დაფინანსება მოხდება დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. დ) ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილებების შეტანა (რაც არ ეწინააღმდეგება ამ პროგრამის პირობებს) ხორციელდება ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რა დროსაც განმცხადებელი ვალდებულია დააბრუნოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირება. დანართი №8 ა(ა) იპ სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია ,, მოქალაქეთა თანადგომის " დაფინანსება  (პროგრამული კოდი 06 02 09) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკვებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000 -ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები; 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ოჯახის წევრთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);; დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ; მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი 1. ქვეპროგრამაში ბენეფიციარის ჩართვა და ქვეპროგრამიდან ამორიცხვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 2. ძირითადი სიის ბენეფიციართა უფასო კვება განხორციელდება კვირაში ექვსი დღე, დღეში ერთხელ ადგილზე. გადაადგილების უნარშეზღუდული მოქალაქეებისთვის - საცხოვრებელ ადგოლზე მიტანით. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ დღეს ძირითადი სიის ცალკეული ბენეფიციარები რაიმე მიზეზით არ იღებენ კუთვნილ ულუფას, იმ დღეს არგამოცხადებულ ბენეფიციართა ნაცვლად საკვების მიღების უფლება აქვთ დამატებითი სიის ბენეფიციარებს. დამატებითი სიის ბენეფიციართა ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი სიის 3 %-ს. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის მიმწოდებელი ქვეპროგრამის მიმწოდებელია ა (ა) იპ „მოქალაქეთა თანადაგომა“. მუხლი 7🔗. დამატებითი პირობები თუ ბენეფიციარის მხრიდან ადგილი ექნება სასადილოში 10 ან მეტით დღით გაცდენას არასაპატიო მიზეზით, მოხდება ბენეფიციარის სიიდან ამოღება ა (ა) იპ ,,მოქალაქეთა თანადგომის“ დირექტორის მომართვის საფუძველზე. დანართი №9 ომის მონაწილე ვეტერანთა და მათი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10 )  მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების პატივგება, საქართველოს კანონებით „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ გათვალისწინებული ვალდებულებების დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულება. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) ბრძოლებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახები (გარდაცვლილის მშობელი, მეუღლე და/ან 0-18 წლამდე ასაკის შვილი) და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები. ბ) გარდაცვლილი ომის ვეტერანი. 2. თანადაფინანსებისთვის წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი; ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან (საჭიროების შემთხვევაში);  ვ) ვეტერანის მოწმობის ასლი; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის სამმართველოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრების შესახებ მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა 1. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის სამმართველოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) ბრძოლებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახებზე (თუ გარდაცვლილის ოჯახი შედგება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის/ ბავშვების, მეუღლის ან მშობლისგან ) და მეორე მსოფლიო ომის მონაწილებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით;  2. გარდაცვლილი ვეტერანის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების თანადაფინანსების მიზნით გაიცემა ფინანსური დახმარება ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას; 2. ქვეპროგრამის მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება საბანკო ანგარიშზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №10 უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურეობა (პროგრამული კოდი 06 02 11) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია გარდაცვლილის მიართ პატივისცემის გამოხატვა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები ა) უპატრონო გარდაცვლილი ბ) გარდაცვლილი, რომლის ოჯახი შედგება მხოლოდ შშმ პირებისგან ან 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებისგან 2.დახმარების მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) გარდაცვალების მოწმობა; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლიდან მიცვალებულის უპატრონობის შესახებ; დ) ხარჯის გამწევი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) ხარჯის გამწევი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი. ვ) ნოტარიულად დამოწმეული აქტი ხარჯის გამწევი პირის შესახებ. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა 350 ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. სარიტუალო მომსახურებაზე თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ დახმარება გაიცემა განცხადების შემოტანის დღიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე  3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №11 უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობების მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 12 ) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან: ა) ოჯახი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან; ბ) ოჯახი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება ორივე მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან და ერთ-ერთი მშობელი არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად); გ) ოჯახი, რომელსაც აქვს საცხოვრებლად უვარგისი ბინა, რომელში ცხოვრებაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც უნდა დადგინდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) მიერ; დ) მრავალშვილიანი ოჯახი; ე) ძალადობის მსხვერპლი; ვ) 18-21 წლის ასაკის ახალგაზრდა, რომელიც სახელმწიფო ზრუნვიდან გასულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში; ზ) მარტოხელა 70 წელზე მეტი ასაკის ხანდაზმული 2. საცხოვრებელი ფართის ქირის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) ცნობა ოჯახური შემადგენლობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ე) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) ძალადობის მსხვერპლად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შესახებ(საჭიროების შემთხვევაში); თ) ცნობა ქირით ცხოვრების შესახებ გამქირავებლის პირადი მონაცემების მითითებით - გვარი, სახელი, პირადი ნომერი (გაცემული ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ). ი) გამქირავებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.  მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა ბინის ქირის თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 100 ლარს ყოველთვიურად. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას; 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ დახმარება გაიცემა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №12 უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13 ) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია უბედური შემთხვევისა და სტიქიით დაზარალებულის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა ხანძრის და სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მეწყერი) შედეგად დაზარალებული ოჯახი. 2. ხანძრის და სტიქიური მოვლენების მოვლენების (წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მეწყერი) შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:  ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) დასკვნა; დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა ქვეპროგრამის ფარგლებში უბედური შემთხვევის და სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის მიზნით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად არაუმეტეს 5 000 ლარის. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას; 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №13 ხანდაზმულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 14 ) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია ხანდაზმულ პირის მიმართ ზრუნვისა და პატივისცემის გამოხატვა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მცხოვრები 95 წლის და 95 წელზე მეტი ასაკის ხანდაზმული პირი. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა ბენეფიციარს საჩუქრის სახით გაიცემა 200 ლარი. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი  1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას; 2.მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის საბანკო ანგარიშზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №14 ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 15 ) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი პუნქტი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მცხოვრები ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულაა 65 000-დან 100 000-მდე. ბ) რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი პუნქტი 2. ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (საჭიროების შემთხვევაში); დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) ცნობა გაცემული სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრიდან ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციის შესახებ ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა 1. მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტის მოსარგებლეებზე დახმარება გაიცემა ერჯერადად 50 ლარის ოდენობით. 2. მე-2 მუხლის ბ) ქვეპუნქტის მოსარგებლეებზე დახმარება გაიცემა ერჯერადად 200 ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე განცხადების შემოტანის შემდეგ თვეში. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 6🔗. დამატებითი პირობები 1. განცხადების შემოტანის უფლებამოსილება აქვს პირს, რომელიც ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში განსაზღვრულია უფლებამოსილ პირად. დანართი №15 ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 16) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია ქვეპროგრამით მოსარგებლე პირთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები: გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარჩენალდაკარგული ოჯახი, მარტოხელა მშობელი, რომელსაც ყავს ერთი ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შშმ პირი, რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი ; 2. ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში მშობლის, მეურვის); გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში (გაცემული სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ); დ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში (გაცემული სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ); ე) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ვ) რეინტეგრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში გაცემული სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ); ზ) ცნობა მშობლის გარდაცვალების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); თ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ). ი) სადისტრიბუციო კომპანიის სს „ეპ ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერი (ქვითარი); კ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით გაიცემა თვეში 10 ლარი ერთ მოსარგებლეზე. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ სადისტრიბუციო კომპანიის - სს „ეპ ჯორჯიას“- მიერ გაცემული აბონენტის ნომერზე მერიაში განცხადების შემოტანის თვიდან; 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 7🔗. დამატებითი პირობები 1. ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით – 1 ბენეფიციარზე ჩაირიცხება 10 ლარი. დანართი №16 სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 17) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსების გზით მოქალაქეებისათვის სამედცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან: ა) დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირები ბ) 0- 18 წლამდე ასაკი დაუნის სინდრომის მქონე (Q 90) და ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვი (G 80 ) გ) 0 - 7 წლამდე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი (F84) დ) 0 – 7 წლამდე ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი (R62) 2. თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) პაციენტის დაბადების მოწმობის ასლი (18 წლამდე ასაკის ბავშვის); დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა (რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის წარმოდგენიდან არაუადრეს 60 კალენდარული დღისა); ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ვ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი. ზ) ცნობა სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების შესახებ. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსება მოხდება ყოველთვიურად სამედიცინო დაწესებულებიდან საცხოვრებელი ადგილის დაშორების შესაბამისად დახმარების ოდენობა დანართი 16. 1 შესაბამისად . მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად განცხადების შემოტანის მომდევნო თვიდან. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.  დანართი №16.1  ზონა საცხოვრებელი ადგილი სამედიცინო დაწესებულების მდებარეობა თანხა (ლარი) სამედიცინო დაწესებულების მდებარეობა თანხა (ლარი) სამედიცინო დაწესებულების მდებარეობა თანხა (ლარი) I ვაჩნაძიანი გურჯაანი 40 თელავი 40 თბილისი 100 კალაური შაშიანი ვაზისუბანი II მუკუზანი 30 70 ზეგაანი ველისციხე ახაშენი ყიტაანი III ჩუმლაყი 20 80 გურჯაანი ს. გურჯაანი IV ჭანდარი 30 90 ძირკოკი ვეჯინი  V კოლაგი 40 100 ბაკურციხე კარდენახი VI ჩალაუბანი 50 100 მელაანი არაშენდა ჯიმითი კაჭრეთი ზ/კაჭრეთი დანართი №17 შშმ პირითა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 18) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია შშმ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი  1. ქვეპროგრამის მოსარგებლე არის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტიურად მცხოვრები: ა) 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე გადაადგილების უნარშეზღუდული შშმ პირი; ბ) პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და/ან 100 000 -ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე დღის ცენტრის - „LIFE LINE“- სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შშმპ და/ან შშმბ; გ) სათემო ორგანიზაცია „ხელი ხელს“ ორგანიზაცი; დ) სათემო ორგანიზაცია „LIFE LINE”ორგანიზაცია; ე) უსინათლო პირი. 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის და/ ან უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა (საჭიროების შემთხვევაში); დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, (საჭიროების შემთხვევაში); ვ) შშმპირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა თანადაფინანსების მოცულობა: 1. 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე შშმ პირთა მოვლის საშუალებების (პამპერსი, სველი ხელსახოცი და სხვა) თანადაფინანსება - წელიწადში 4-ჯერ ერთჯერადად არაუმეტეს 150 ლარი. 2. 100 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე „დღის ცენტრის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება - ყოველთვიურად სახელმწიფო ვაუჩერის ღირებულების 20 %. 3. უსინათლო პირისთვის ხმოვანი წნევის გასაზომი აპარატის შესაძენად - აპარატის ღირებულების 70 %. 4. საოჯახო ტიპის სახლის ,,ხელი ხელს“ ელექტროენერგიის თანადაფინანსება წლიური ლიმიტი1 000 ლარი; 5. სათემო ორგანიზაცია ,,LIFE LINE” გათბობის სეზონზე გაზის გადასახადის თანადაფინანსება წლიური ლიმიტი 1 000 ლარი მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ : ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მე-3 მუცხლის 1-ელ, მე-3, მე- 4, მე-5 პუნქტის შემთხვევაში გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში; ბ) დღის ცენტრის – ,,LIFE LINE“ ბენეფიციართა თანადაფინანსების თანხა ჩაირიცხება დაწესებულრბის მიერ წარმოდგენილ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. გ) დღის ცენტრის – ,,LIFE LINE“ (ბუნებრივი აირის ) დასაოჯახო ტიპის სახლის ,,ხელი ხელს“ (ელექტროენერგია) კომუნალური გადასახადების ანაზღაურება მოხდება მათ მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითარი და ანგარიშფაქტურა) საფუძველზე. 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. დანართი №18 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის საფასურის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 19) მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების (ოჯახის სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდე ) ობოლი სტუდენტი;  ბ) მკვეთრად გამოხატული შშმპ სტუდენტი; გ) სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სტუდენტი 2. სტუდენტის სწავლების თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) სტუდენტის მოწმობის ასლი;  ე) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); ვ)შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია (საჭიროების შემთხვევაში გაცემული სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ); თ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის ღირებულების ოდენობის და საბანკო ანგარიშის ნომრის შესახებ; ი) ცნობა სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შესახებ (გაცემული სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ); კ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა სტუდენტის სწავლების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 1000 ლარს. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას. 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანხა ჩაირიცხება სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე; 3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.