„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010320000.33.058.016149
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2

2022 წლის 6 აპრილი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის  №2 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 22/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.33.058.016128) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საკონკურსო თემატიკაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 17. მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ეკონომიკის სპეციალობით ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ფინანსების ან მენეჯმენტის სპეციალობით;

ბ) ეკონომიკის, ფინანსების ან მარკეტინგის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა;

დ) უცხო ენა: ინგლისური და/ან რუსული (სასურველია).

2. საკონკურსო თემატიკა:

ა)  ეკონომიკური პოლიტიკა;  მაკროეკონომიკა; მიკროეკონომიკა; საერთაშორისო ეკონომიკა; აგრობიზნესის დაგეგმვა; აგრობიზნესის მართვა და კონტროლი; სასოფლოსამეურნეო წარმოების ეკონომიკა; აგრორისკების მენეჯმენტი: რისკის იდენტიფიცირება, პრევენცია და მართვა; პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება; ბიზნესგეგმის შედგენის ძირითადი პრინციპები, საბაჟო რეჟიმი, კვოტები და შეღავათები; აგრობიზნესის მარკეტინგი; საერთაშორისო მარკეტინგი; მარკეტინგული კვლევა კვლევის სტატისტიკური მეთოდები; მონაცემთა დამუშავების მეთოდები და ხერხები; სტატისტიკური ანალიზის მეთოდები.

ბ) სამართლებრივი აქტები:

ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.დ) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.ე) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.ვ)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.“;

ბ) 21-ე და 22-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 21. პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის საინვესტიციო და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, მეორე რანგი – მეორადი სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელი

1.  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) დონორებთან ურთიერთობის,  საინვესტიციო, პროექტის მენჯმენტის ან მარკეტინგის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა;

დ) უცხო ენა: ინგლისური ან რუსული – C2 დონე.

2. საკონკურსო თემატიკა:

ა) დონორების გამოვლენა; დონორებთან ორგანიზაციული ურთიერთობების დაგეგმვა და მართვა; რეგიონში სოფლის მეურნეობის დარგში დონორების მიერ განხორციელებული ან/და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია. საინვესტიციო პროექტის შემუშავება, მართვა და მონიტორინგი;

საინვესტიციო პროექტის შეფასების ეკონომიკური ასპექტები; საინვესტიციო პროექტის პრიორიტეტულობის განსაზღვრა და შერჩევა სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.

ბიზნესის ადმინისტრირება (მარკეტინგი, მენეჯმენტი): პროექტების  მენეჯმენტი; ინოვაციების მენეჯმენტი; მენეჯერული აღრიცხვა და კონტროლი; აგრორისკების მენეჯმენტი; საერთაშორისო მარკეტინგი; მარკეტინგული კვლეევა; აგრობიზნესის მარკეტინგი.

ბ) სამართლებრივი აქტები:

ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.დ) „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.ე) „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.ვ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.

მუხლი 22. პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის საინვესტიციო და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) დონორებთან ურთიერთობის, საინვესტიციო, ფინანსების  ან მარკეტინგის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა;

დ) უცხო ენა: ინგლისური/რუსული - არანაკლებ B1 დონე.

2. საკონკურსო თემატიკა:

ა) დონორების გამოვლენა; დონორებთან ორგანიზაციული ურთიერთობების დაგეგმვა და მართვა; რეგიონში სოფლის მეურნეობის დარგში დონორების მიერ განხორციელებული ან/და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია. საინვესტიციო პროექტის შემუშავება, მართვა და მონიტორინგი;

საინვესტიციო პროექტის შეფასების ეკონომიკური ასპექტები; საინვესტიციო პროექტის პრიორიტეტულობის განსაზღვრა და შერჩევა სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.

ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მარკეტინგი): კორპორაციული ფინანსები და მართვა; პროექტების ფინანსური მენეჯმენტი; საერთაშორისო ფინანსები; ფინანსური ანალიზი და პროგნოზირება; ინოვაციების მენეჯმენტი; მენეჯერული აღრიცხვა და კონტროლი; აგრორისკების მენეჯმენტი; საერთაშორისო მარკეტინგი; მარკეტინგული კვლევა; აგრობიზნესის მარკეტინგი.

ბ) სამართლებრივი აქტები:

ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.დ)  „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.ე) „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.ვ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი.

ბ.ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრიგიორგი სურმანიძე